გასულ უქმეებზე მთელ მსოფლიოში მეთექვსმეტედ აღინიშნა მძლეოსნობის საერთაშორისო დღები. ქართველმა ათლეტებმა ეროვნულ სტადიონზე მოსინჯეს ძალები
გასულ უქმეებზე მთელ მსოფლიოში მეთექვსმეტედ აღინიშნა მძლეოსნობის საერთაშორისო დღები. ქართველმა ათლეტებმა ეროვნულ სტადიონზე მოსინჯეს ძალები. გოგონები და ვაჟები ერთმანეთს ორ ასაკობრივ ჯგუფში ეჯიბრებოდნენ.

პროგრამაში, დებულებით, სხვადასხვა დისტანციაზე რბენა შედიოდა, მაგრამ მწვრთნელთა თხოვნით ორგანიზატორებმა (მთავარი მსაჯი ედუარდ ლომთაძე) ხტომები და ტყორცნებიც დაამატეს.

ეს იმით იყო განპირობებული, რომ მომავალ შაბათ-კვირას ახალგაზრდა მძლეოსანთა საქართველოს პირველობა გაიმართება, მაისის მიწურულს კი - ეროვნული ჩემპიონატი. ზოგიერთმა სპორტსმენმა ტურნირი სასინჯ სტარტად გამოიყენა. მაგალითად, სამხტომში ნესტან დათუაშვილი (თბილისი, 9,76) და გიორგი რურუა (მარტვილი, 12,14) ასპარეზობდნენ, უროს ტყორცნაში - თბილისელები: სოფიო მათიაშვილი (28,05), ვერონიკა გალუზინსკაია (თბილისი, 27,90), გელა აბაშმაძე (36,98) და გიორგი ონიანი (28,10), ბადროს ტყორცნაში - ბესიკ წიკლაური (33,60), მარიამ ქანთარია (28,80) და ქეთევან ქემოკლიძე (ყველა-თბილისი, 17,40), ბირთვის კვრაში - თორნიკე სვანიძე (თბილისი, 13,34), მუხტარ ალმაზოვი (გარდაბანი, 11,08) და ბესიკ წიკლაური (10,66).

საგულისხმოა, რომ შეჯიბრების პარალელურად ეროვნულ სტადიონზე მძლეოსნობის ფანკლუბი დაარსდა, რომლის შემადგენლობაშიც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები გაერთიანდნენ. ისინი სპორტის ამ სახეობის მხარდასაჭერ აქციებს გამართავენ...

ახლა კი სხვადასხვა დისტანციაზე რბენაში გამარჯვებულთა და პრიზიორთა ვინაობას გაგაცნობთ.

1994-1995 წლებში დაბადებულნი. გოგონები. 100 მ. 1. სალომე სირაძე (ქუთაისი, 12,6), 2. სოფი ჩალაშვილი (თბილისი, 12,8), 3. სალომე ჩაბაკაური (თბილისი, 14,5). 200 მ. 1. სოფი ჩალაშვილი (თბილისი, 26,5), 2. ანა ვახტანგაძე (თბილისი, 29,2), 3. სალომე ჩაბაკაური (თბილისი, 29,9). 400 მ. 1. სოფიკო ჩილინგარაშვილი (ახალციხე, 1.01,7), 2. ანა ვახტანგაძე (თბილისი, 1.04,6), 3. თამრიკო შამოევა (თბილისი, 1.06,2). 800 მ. 1. თინათინ პაპუაშვილი (ბორჯომი, 2..23,3), 2. სოფიო ჩილინგარაშვილი (ახალციხე, 2.31,7). 1500 მ. 1. თინათინ პაპუაშვილი (ბორჯომი, 5.05,9), 2. ანიჩკა მურადიანი (ახალციხე, 5.33,3). 3000 მ. 1. ანიჩკა მურადიანი (ახალციხე, 11.54,9), 2. თამრიკო შამოევა (თბილისი, 13.09,0). სიგრძეზე ხტომა. 1. ნესტან დათუნაშვილი (თბილისი, 4,72), 2. მირანდა გოგოჭური (თბილისი, 4.51), 3. ელიზა გაჯიევა (თბილისი, 3.73). ვაჟები. 100 მ. 1. გიგა ჭიქაძე (თბილისი, 11,4), 2. გიორგი აზარაშვილი (თბილისი, 11,6), 3. ბესო სამხარაძე (გარდაბანი, 13,3). 200 მ. 1. გიგა ჭიკაძე (თბილისი, 23,3), 2. თემო აზრუმელაშვილი (თბილისი, 24,6), 3. ვაჟა ძაგანია (ფოთი, 25,3). 400 მ. 1. დათო ძიმისტარაშვილი (ქუთაისი, 53,7), 2. ნიკა დაგარგულია (ზუგდიდი, 56,3), 3. ვაჟა ძაგანია (ფოთი, 56,8). 800 მ. 1. არმენ სტეფანიანი (ბორჯომი, 2.07,1), 2. ნიკა დაგარგულია (ზუგდიდი, 2.11,9), 3. დავით ძიმისტარაშვილი (ქუთაისი, 2.12,2). 1500 მ. 1. არმენ სტეფანიანი (ბორჯომი, 4.35,2), 2. რევაზ დაგარგულია (ზუგდიდი, 4.54,6).

სიგრძეზე ხტომა. 1. ლაშა ღულელაური (ახმეტა, 7,19), 2. ლაშა ნუცუბიძე (ქუთაისი, 5,96), 3. გიორგი რურუა (მარტვილი, 5,48). სიმაღლეზე ხტომა. 1. ავთო ღონღაძე (ქუთაისი, 165), 2. დათო ალხანიშვილი (მარტვილი, 160), 3. ლაშა ნუცუბიძე (ქუთაისი, 160).

1996-1999 წლებში დაბადებულნი. გოგონები. 80 მ. 1. მარიამ ბედუკაძე (თბილისი, 10,6), 2. ალექსანდრა მშვიდობაძე (თბილისი, 10,7), 3. ანი სირაძე (ქუთაისი, 10,8). 150 მ. 1. მარიამ ბედუკაძე (თბილისი, 20,3), 2. ალექსანდრა მშვიდობაძე (თბილისი, 20,6), 3. ნინო ზიბზიბაძე (თბილისი, 21,5). 1000 მ. 1. დიანა ჯინისიანი (ახალციხე, 3.24,8), 2. მარი მიროტაძე (ჭიათურა, 3.25,8), 3. სალომე ფოცხვერაშვილი (ბორჯომი, 3.29,3). ვაჟები. 80 მ. 1. გიგა ბერძენიშვილი (თბილისი, 9,6), 2. ვაჟა უტურაშვილი (თბილისი, 9,7), 3. ნოდარ ტატალაშვილი (ახალციხე, 10,3). 150 მ. 1. გიგა ბერძენიშვილი (თბილისი, 17,8), 2. ვაჟა უტურაშვილი (თბილისი, 18,6), 3. თორნიკე კვანტალიანი (ქუთაისი, 18,9). 1000 მ. 1. რუდიკ მინასიანი (ახალციხე, 2.59,3), 2. გელა ტაბატაძე (ახალციხე, 3.02,0), 3. თორნიკე კვანტალიანი (ქუთაისი, 3.03,8).

შეჯიბრების დამთავრების შემდეგ საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ ალექსი ახვლედიანს და ფანკლუბის დაფუძნების ერთ-ერთ ორგანიზატორს მათე ტაკიძეს, ვესაუბრე, რომელსაც "ლელოს" ხვალინდელ ნომერში შემოგთავაძებთ.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა