ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საჯარიმო დარტყმებით დაწერილი ისტორია

საჯარიმო დარტყმებით დაწერილი ისტორია

კვირა საღამოს "ელ მადრიგალზე" 22 ათასმა გულშემატკივარმა იხილა თუ როგორ ჩაეწერა ესპანური ფეხბურთის ისტორიაში პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო
კვირა საღამოს "ელ მადრიგალზე" 22 ათასმა გულშემატკივარმა იხილა თუ როგორ ჩაეწერა ესპანური ფეხბურთის ისტორიაში პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო. მან ეს ბრწყინვალე სტილში გააკეთა, "რეალმა" "ვილიარეალს" 3:1 მოუგო, ხოლო რონალდომ დუბლი შეასრულა ლა ლიგის ბოლოსწინა ტურის მატჩში და ორ ლეგენდარულ ფორვარდს გაუთანაბრდა. 1950-51 წლების სეზონში ბილბაოს "ატლეტიკის" თავდამსხმელმა ტელმო ზარაონანდიამ 38 გოლი გაიტანა. ეს რეკორდი 1989-90 წლების სეზონში "რეალის" მექსიკელმა" ფორვარდმა უგო სანჩესმა გაიმეორა. ახლა კი დუეტი ტრიოდ იქცა, რონალდომაც გაიტანა 38 გოლი. პორტუგალიელს შეუძლია ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდეს - სეზონი ჯერ არ დასრულებულა - კვირას "სანტიაგო ბერნაბეუს" ბოლოადგილოსანი "ალმერია" სტუმრობს.

რონალდომ "ვილიარეალის" კარში ორივე გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა, ასე რომ, ვერავინ იტყვის, რომ გუნდი მის რეკორდზე მუშაობდა. მან ორჯერ, 22-ე და 93-ე წუთებზე შემოატარა ბურთი ცოცხალ კედელს და დიეგო ლოპესი აიძულა ბურთი კარის ბადიდან გამოეტანა. განსაკუთრებით საოცარი, მეორე საჯარიმო დარტყმა იყო, რომელიც აუღებელთა კატეგორიიდან იყო.

ამ მარცხმა "ვილიარეალი", რომელიც ერთობ სიმპატიური გუნდი იყო ამ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ადგილის გარეშე დარჩა. ახლა ხუან კარლოს გარიდოს გუნდმა პლეი ოფიდან უნდა გაიკვალოს გზა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ანგარიში მე-17 წუთზე "სამეფო კლუბმა" კონტრშეტევით გახსნა - კაკამ საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი მარსელო მოძებნა, რომელიც ვიზავის გაეპარა და მეკარესთან პირისპირ გავიდა. ბრაზილიელმა მცველმაც გამოცდილი ფორვარდივით გადაუგდო დიეგო ლოპესს ბურთი თავზე. მალევე რონალდომ გაიტანა. ის საჯარიმოს მარცხენა მისადგომიდან ურტყამდა საჯარიმოს, ლოპესი ოდნავ შეწვდა ბურთს, მაგრამ "ვილიარეალი" ვერ გადაარჩინა.

მეორე ტაიმი მასპინძლებმა დაიწყეს უკეთ, მარიო გასპარმა მარსელოს აჯობა და საჯარიმოს ცენტრში კანი მოძებნა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა შეამცირა. ამის შემდეგ უკვე ორივე გუნდის მეკარეები ყოჩაღობდნენ... 93-ე წუთამდე.

კრიშტიანო რონალდო ლეო მესის შემდეგ მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ესპანეთში ყველა ოფიციალურ საკლუბო მატჩში 50-გოლიან ზღვარი დაძლია ერთ სეზონში.

ხორხე ვალდანო ("რეალის" გენერალური დირექტორი): "დღეს ორივე გუნდმა იყოჩაღა და კარგი ფეხბურთი აჩვენა. მინდა ვთქვა, რომ მადრიდის "რეალს" ძალზე მნიშვნელოვანი და დიდებული სეზონი ჰქონდა. კრიშტიანომ ორი ექსტრაორდინარული გოლი გაიტანა და ისტორიული რეკორდი გაიმეორა".

აიტორ კარანკა ("რეალის" მწვრთნელის ასისტენტი): "სამი ქულა ბევრს არაფერს ცვლიდა, მაგრამ ჩვენ მაინც მოტივირებულნი გავედით მინდორზე, კრიშტიანო რონალდოს ისტორიული რეკორდის დამხობის შანსი ეძლეოდა. "ელ მადრიგალზე" გატანილი 3 ბურთის წყალობით ჩვენ ლა ლიგის ყველაზე გამტანი გუნდი გავხდით".

"რეალის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ოთხშაბათს "სამეფო კლუბი" მურსიაში ამხანაგურ მატჩს გამართავს, ადგილობრივ "მურსიასთან", რომელსაც ხოსე ანტონიო კამაჩო გაუძღვება, წარმოშობით მურსიელი მწვრთნელი. მთელი შემოსავალი კი მიწისძვრისგან დაზარალებულ ქალაქ ლორკას ფონდში გადაირიცხება. თამაშამდე "რეალის" ფეხბურთელები სწორედ ლორკას მოინახულებენ.

კრიშტიანო რონალდო:

რეკორდზე: ძალიან ბედნიერი ვარ მიღწეულით. სიმართლე გითხრათ, სეზონის დასაწყისში ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამდენ გოლს გავიტანდი. ძალიან სასახელოა, რომ ორი ლეგენდარული ფეხბურთელის რეკორდი გავიმეორე. ეს კი რთულ მეტოქესთან, მისსავე სტადიონზე მოვახერხე. მწვრთნელმა გვითხრა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სეზონის მოგებებით ჩამთავრება, ეს საფუძველს შეგვიქმნის, ახალი სეზონიც გამარჯვებებით დავიწყოთ. რჩება მატჩი "ალმერიასთან" და მსურს კიდევ გავიტანო, თუმცა მხოლოდ ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ, მთავარი ხომ გუნდის გამარჯვებაა. თანაგუნდელებს არაფერი უთქვამთ ჩემთვის თამაშამდე, თუმცა ისინი, ბუნებრივია, გახარებულნი არიან, რომ დუბლი შევასრულე.

საჯარიმოებზე: არ იყო ადვილი გასატანები, თუმცა, ვიფიქრე, რომ დღეს ჩემი დღე იყო და გამომივიდოდა - ვცადე და გავიტანე კიდევაც.

სეზონზე: პირადად დიდებული სეზონი მქონდა, ძალიან ბევრი გოლი გავიტანე და კმაყოფილი ვარ, თუმცა კარგი იქნებოდა, გუნდს უკეთესი სეზონი ჰქონოდა. ჩვენ ძალიან გვსურდა ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება.

საქველმოქმედო მატჩზე: ძალიან კარგი მოფიქრებაა, სიამოვნებით ვითამაშებ - ახლა იმ ხალხს ყველაზე მეტად დახმარება ესაჭიროება.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა