აწვიმდა კეიპტაუნს და "წვიმდა" კომუნისტური კორეის ნაკრების გოლკიპერ რი მიონ გუკის კარში - პორტუგალიელებმა საბრალო აზიელებზე გაილაღეს და 7:0 დაამარცხეს! სწორედ, დიდი ანგარიშით მოგების წყალობით, მათ პლეი ოფის საგზური ფაქტობრივად გაინაღდეს. 1966 წელს ჩრდილოეთ კორეა პირველად გამოვიდა მუნდიალზე და ეს გუნდი მეოთხედფინალში ეუსებიოს პორტუგალიამ შეაჩერა, 5:3 მოუგო...
G ჯგუფი

21 ივნისი. კეიპტაუნი. გრინ პოინტი. 63 644 მაყურებელი

პორტუგალია-ჩრდ. კორეა 7:0

პორტუგალია (4-3-3): ედუარდო - მიგელი, რ. კარვალიო, ბ. ალვეში, კოენტრაო - ტიაგო, მენდეში, მეირელეში (70. ველოზო) - რონალდო, ალმეიდა (77. ლიდსონი), სიმაო (74. დუდა).

ჩრდ. კორეა (5-4-1): მიონ გუკი - იონ ჰიოკი (75. სონ ჩოლი), ჩოლ ჯინი, ჯუნ ილი, იუნ ნამი, კვან ჩონი - ინ გუკი (58. იონ ჯუნი), იონ ჰაკი, ნამ ჩოლი (58. კუმ ილი), იონ ჯო - ტაე სე.

გოლები: 1:0 მეირელეში (29), 2:0 სიმაო (53), 3:0 ალმეიდა (56), 4:0 ტიაგო (60), 5:0 ლიდსონი (81), 6:0 რონალდო (87), 7:0 ტიაგო (89)

გაფრთხილება: ჩოლ ჯინი (32), მენდეში (38), იონ ჯო (47), ალმეიდა (70)

მატჩი დაიწყო: პორტუგალია; დარტყმა: 26-15 (13-4); ჯარიმა: 18-3; კუთხური: 5-1; ბურთის ფლობა: 55%-45%.

არბიტრი: პაბლო პოსო (ჩილე)

საინტერესო მომენტები

7' - რ. კარვალიო თავით ცარიელ კარში ურტყამს, მაგრამ ბურთი ძელს ხვდება.

12' - ტაე სემ ბურთი კარგად ვერ გააჩერა და მას მეკარე ედუარდომ დაასწრო, თორემ პორტუგალიელთა კართან საგოლე მომენტი იქმნებოდა.

21' - იონ ჰაკი მარჯვნიდან შეიჭრა საჯარიმოში, კარგადაც დაარტყა, მაგრამ ედუარდომ იყოჩაღა.

29' - 1:0: ტიაგომ შესანიშნავნი პასით გაიყვანა დასარტყამ პოზიციაზე რაულ მეირელეში და ამ უკანასკნელმაც პორტუგალიელთა პირველი გოლი გაიტანა მუნდიალზე.

35' - მეირელეშმა კორეელ მცველთა დაბნეულობით ისარგებლა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.

53' - 2:0: ალმეიდა-მეირელეში-სიმაოს კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა.

56' - 3:0: რონალდომ ფრთაზე კოენტრაო მოძებნა, რომელმაც ალმეიდას გაატანინა.

60' - 4:0: რონალდოს პასით ტიაგომ გაიტანა.

69' - ტაე სეს სახიფათო თავური ოდნავ აცდა კარს.

81' - 5:0: დუდას პასი კორეელმა მცველმა კვან ჩონმა ვერ ჩაჭრა, ბურთი ლიდსონს მიუვიდა, რომელმაც ახლო მანძილიდან გაიტანა.

87' - 6:0: - როგორც იქნა, რონალდომაც გაიტანა, მან მცველის შეცდომით ისარგებლა, ბურთი ლამის კისრით აკენწლა და ისე დაარტყა კარში.

89' - 7:0 ტიაგომ ლამაზი თავურით დუბლი შეასრულა.

აწვიმდა კეიპტაუნს და "წვიმდა" კომუნისტური კორეის ნაკრების გოლკიპერ რი მიონ გუკის კარში - პორტუგალიელებმა საბრალო აზიელებზე გაილაღეს და 7:0 დაამარცხეს! სწორედ, დიდი ანგარიშით მოგების წყალობით, მათ პლეი ოფის საგზური ფაქტობრივად გაინაღდეს. 1966 წელს ჩრდილოეთ კორეა პირველად გამოვიდა მუნდიალზე და ეს გუნდი მეოთხედფინალში ეუსებიოს პორტუგალიამ შეაჩერა, 5:3 მოუგო. ახლაც პრეზიდენტ კიმ ირ სენის ქვეყნის შვილები (ჩუჩხეს დამაარსებელი ოფიციალურად პრეზიდენტად ითვლება, უბრალოდ, 1994 წლიდან საიქიოდან "მართავს" ქვეყანას) ისევ პორტუგალიელებმა დაიბრიყვეს, თანაც როგორ - "გრინ პოინტის" საპატიო ლოჟაში მყოფი ეუსებიო თავის ახალგაზრდა თანამემამულეებს თითოეულ გოლზე ზეაწეული ცერათითით ეგებებოდა.

ჩვენი აზრით, კორეელებს ისე მოუვიდათ, როგორც უდაბნოში სიცხით გათანგულებს მოსდით ხოლმე - ბრაზილიასთან 0:0 ნათამაშებმა 55 წუთმა და შემდეგ პენტაკამპეონეთა კარში გატანილმა საუცხოო გოლმა მათ თვალწინ დამარცხებული პორტუგალია, პლეი ოფის საგზური და სამშობლოში გმირის წოდებები წარმოუდგინა - მოკლედ, მირაჟი. რეალობა კი მწარეა, განსაკუთრებით კიმ ჯონ ჰუნისა და მისი ფეხბურთელებისათვის, რომელთა ფხენიანში დაბრუნება არცთუ ურისკო იქნება.

კორეელები მეორე ტაიმში გავიდნენ ერთი მიზნით, პირველ ტაიმში ტიაგოს კარგი პასით და მეირელეშის არანაკლები დარტყმით მიღებული დეფიციტი როგორმე აღმოეფხვრათ. ეს კი მათ არამც და არამც არ უნდა გაეკეთებინათ. 53-ე წუთზე, როცა სიმაომ ანგარიში 2:0 გახადა აზიელთა ბანაკში ყველაფერი აირია - პორტუგალიის ნაკრების ყველა შეტევა კი ლამის გოლით დამთავრდა. დუბლი შეასრულა ტიაგომ, ისე კი კორეის კარში 6-მა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა.

როგორც იქნა, 16-თვიანი პაუზის შემდეგ ეროვნული ნაკრების მაისურით გაიტანა კრიშტიანო რონალდომაც, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო ამ თამაშში, თუმცა გოლი, ცოტა კურიოზული გამოუვიდა. მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში მეათე მატჩი დამთავრდა 7-გოლიანი სხვაობით.

კეირუშს უფრო ხშირად ვაკრიტიკებთ ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში შექებას იმსახურებს - მან საკუთარ თავს აჯობა და მიმართა იმ საჭირო ცვლილებებს, რასაც ბევრი ითხოვდა - უფრო შემტევი მიგელი ფერეირას ნაცვლად დადგა დაცვის მარჯვენა ფლანგზე, დანი მოედანს არ გააკარა, ხოლო დეკუს ბრწყინვალე ალტერნატივა გამოუძებნა ტიაგოს სახით, დროული იყო ალმეიდას გამოჩენა ლიდსონის ნაცვლადაც.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი

ტიაგო

პორტუგალიის ნაკრებმა ბრწყინვალედ ითამაშა, განსაკუთრებით კი რონალდომ, მეირელეშმა და ტიაგომ, ფიფას ოფიციალურმა საიტმა საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანო რონალდო დაასახელა, თუმცა ჩვენ მაინც ტიაგოს ვემხრობით, გარდა დუბლისა, მნიშვნელოვანი საგოლე პასი გააკეთა ნახევარმცველმა, როცა მეირელეშს ანგარიში გაახსნევინა, მოედანზე კი გაცილებით უკეთ ითამაშა, ვიდრე დეკუმ I ტურში, შედარებაც კი არ შეიძლება...

მატჩის შემდეგ

კარლუშ კეირუში (პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ეს იყო დიდებული მატჩი, ბრწყინვალე გოლებით. ძალიან კარგია, რომ ასეთი ანგარიშით მოვიგეთ, ახლა ბიჭებს მეტი მოტივაცია გაუჩნდებათ მუნდიალზე. ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი დაგვრჩა ჩასატარებული, ჯერ ჩვენ არაფრისთვის არ მიგვიღწევია. ბრაზილიასთანაც მოსაგებად გავალთ. ცვლილებები მეტოქის თამაშის სპეციფიკის გამო განვახორციელე, მოხარული ვარ, რომ ნაკრების ყველა წევრი მზადაა მოედანზე დაამტკიცოს სიძლიერე".

სახალისო სტატისტიკა

ტიაგო: კარში 3 ზუსტი დარტყმა, 2 გოლი; 1 საგოლე პასი; 71 პასიდან 56 მიუვიდა ადრესატს; გაირბინა 11 184 მეტრი.

ყველაზე მეტი პასი: ტიაგო (71)

ყველაზე მეტი ზუსტი პასი: ტიაგო (56)

ყველაზე მეტი ჩაწოდება: იონ ჰიოკი (6)

ყველაზე მეტი გაირბინა: იონ ჰაკი (12 017)

ყველაზე სწრაფი: კვან ჩონი (25,99 კმ/სთ)

თ მ ფ წ ბ ქ

ბრაზილია 2 2 0 0 5-2 6

პორტუგალია 2 1 1 0 7-0 4

კოტ დივუარი 2 0 1 1 1-3 1

ჩ. კორეა 2 0 0 2 1-9 0

25 ივნისი

პორტუგალია-ბრაზილია

კორეა-კოტ დივუარი

"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
საქართველო 5:0 ესტონეთი
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! "იბერია 1999" პირველ ადგილს ინარჩუნებს...
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი