უეფამ და ფიფამ ქართული გუნდების მიერ ანტისაოკუპაციო მაისურებით გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ ეს საკითხი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კომპეტენციის ფარგლებშია და არავითარი ზომების მიღებას არ აპირებენ. მიუხედავად ამისა, რუსული მხარე ფიფაში ჩივილს აპირებს, თუმცა იციან, ამას შედეგი არ მოჰყვება. აი, რა განაცხადა დღეს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე რუსეთის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტმა ალეკსანდრ დიუკოვმა.

"აქ ქართულ ფეხბურთში არსებულ საერთო სიტუაციაზე უნდა ვისაუბროთ. გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ სფფ-მ იურიდიული ნეიტრალიტეტის პრინციპები და ეთიკური ნორმების კოდექსი დაარღვია. ფიფამ ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. ფიფას წესდების მიხედვით, ფედერაციებმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტი უნდა დაიცვან.

ჩვენ ამ ქმედებას პროვოკაციულად ვაფასებთ და ამიტომ განვიხილავთ ვარიანტს, რომ ფიფას პრეტენზიით მივმართოთ, რათა გაერკვეს ვითარებაში. პოლიტიკა ფეხბურთის გარეშე უნდა იყოს, ფეხბურთი კი - პოლიტიკის გარეშე. სხვადასხვა საკითხზე ბევრს გააჩნია საკუთარი პოლიტიკური პოზიცია. თუ ფეხბურთს მათ წარმოსაჩენად გამოვიყენებთ, ძალიან მალე სპორტის ამ სახეობას ერთ დიდ პოლიტიკურ თოქ-შოუდ გადავაქცევთ.

რაც შეეხება იმას, ამ აქციაში მონაწილე რუსული პასპორტის მქონე ორი მოთამაშის კარიერაზე როგორ აისახება ეს მოვლენა, ვიმედოვნებთ, რომ ფიფა ამ მოქმედებებს სათანადო შეფასებას მისცემს. ჩემი აზრით, ეს უპასუხისმგებლო და უჭკუო საქციელია", - ციტირებს დიუკოვს РИА Новости.

შეგახსენებთ, თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ ეროვნული ლიგის გუნდები მატჩებზე სპეციალური მაისურებით გავიდნენ, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

გაკვირვებული ოთარი
სასწაულია პირდაპირ, რა ეწყინათ მაინც? ჩვენს ეზოში ღობავენ საკუთარ ბოსტანს და უკადრისობენ შენიშვნას _ გადადი ბოძიკო შენს ეზოში და რაც გინდა დათესე იქ. სეპარატისტების გუნდებს რომ ქმნიან და უეფაში შეძვრენას ცდილობენ უბოდიშოდ ის რა არის? სულ ცოტა, უსინდისობა ქვია მგონი სახელმწიფოს მასშტაბით.
წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
შენგელიამ ნაკრებთან თამაშის დღეს ივარჯიშა | ჯიკიჩმა მატჩისთვის 12 მოთამაშე შეარჩია
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
კონფერენს ლიგა: მორჩილაძის "რიეკა" მერვედფინალში გავიდა, სიგუას "ლოზანა" - ვერა
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში
"არსენალი" კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია - პსჟ მეხუთე პოზიციაზეა
"გალათასარაის" 1/8-ფინალში გასვლა ერდოღანმა მიულოცა
"რომელი გირჩევნიათ მერვედფინალში მეტოქედ, "ჩელსი" თუ "ბარსელონა"? - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
"მესიმ ხელი არ ჩამომართვა" - ლაპორტამ არგენტინელთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა
"ყველამ ვიცით, 1/8 ფინალში ვინც შეგვხვდება" - ტიბო კურტუა
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
"შეგვიძლია თუ არა გასული სეზონის პსჟ გავხდეთ?" - ენრიკემ შეკითხვას უპასუხა
"ვიცოდი, რომ "იუვენტუსი" ჩვენს ცხოვრებას კოშმარად გადააქცევდა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია