ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის ჩემპიონი თელასი გახდა!

საჩემპიონო სერიამ დაძაბულობა ბოლომდე შეინარჩუნა. ქვეყნის მთავარი ტიტულის მფლობელი მეხუთე, გადამწყვეტ შეხვედრაში გამოვლინდა.

მატჩის პირველ ნახევარში TMC თბილისი და თელასიც გარისკვისგან თავს იკავებდა, მაგრამ ოცდამეთერთმეტე წუთზე ნუკრი ჭუმბურიძის გადაცემა ჯანო გიორგაიამ გამოიყენა და "ენერგეტიკოსები" დააწინაურა. დარჩენილ დროში TMC უფრო გააქტიურდა, თამაშის ტემპმაც იმატა, თუმცა "მედიკოსებმა" ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს და ხუთით შეტევაზე გადასულებს შოთა თოფურიამ კიდევ ერთი ბურთი გაუტანა.

ფინალური შეხვედრა საბოლოოდ 2:0 დასრულდა და თელასმა ქვეყნის საუკეთესო გუნდის წოდება დაიბრუნა.

გთავაზობთ მთავარი მწვრთნელების კომენტარებს:

ალექსანდრე ძაბირაძე, TMC: "ადრეც ვთქვი, რომ შემადგენლობის მხრივ პრობლემები გვაქვს და ჩვენთვის ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო. რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ. ბოლომდე ვიბრძოლეთ. ნახევარფინალიდან მოყოლებული რთული მატჩები მოგვიწია. ვიცოდი, რომ ჩემპიონის ბედს დეტალები გადაწყვეტდა და ასეც მოხდა. ვულოცავ თელასს გამარჯვებას და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას ვუსურვებ. მთლიანად ტურნირის დონე წლიდან-წლამდე იზრდება და ახალი გუნდების დამატებაც დადებითად იმოქმედებს."

ავთანდილ ასათიანი, თელასი: "პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს თელასის მესამე ტიტულია და ჩემპიონობის მოპოვება ჩვენთვის ასეთი რთული არასდროს ყოფილა. სხვა გუნდების პატივისცემის მიუხედავად, წელს სამი გამორჩეულად ძლიერი გუნდი იბრძოდა პირველობისთვის. თვითონ ფინალს რაც შეეხება, ხუთივე თამაში ძალიან ძნელი იყო. დიდი მნიშვნელბა მივანიჭეთ ისეთ დეტალებს, როგორიცაა, ვთქვათ, ფსიქოლოგიური ფაქტორი - რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა. მთელი სეზონის მანძილზე გაწეული შრომისთვის მთელ გუნდს მადლობას ვუხდი. ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრის დრო ჯერ არ გვქონია, რადგან მთლიანად აქაურობაზე ვიყავით კონცენტრირებული. ბევრად სოლიდურ გუნდებთან გვექნება საქმე და სერიოზული მომზადება გვმართებს."

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ფუტსალის გუნდმა "თელასმა" რუსეთში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა
"ცხელი ძაღლი", გორგასალი... - რა იცის საქართველოზე ჩვენი ნაკრების ბრაზილიელმა ლიდერმა [VIDEO]
ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი 6 დეკემბერს დაიწყება!
ფუტსალი. საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა ორივე მატჩში დაამარცხა [VIDEO]
ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრები უნგრეთის, თურქეთის და ესპანეთის გუნდებს დაუპირისპირდება
უკრაინის ქალთა ნაკრების წევრმა მეტოქის მწვრთნელს მუშტი სახეში დაარტყა [VIDEO]
სფფ-ში ფუტსალის ლიგის თასის წილისყრა გაიმართა - ტურნირი პირველად ჩატარდება