თბილისის ოლიმპიურ ღია საცურაო აუზში 10-დღიან საწვრთნელ შეკრებას დაიწყო საქართველოს 17-წლამდელ წყალბურთელ ვაჟთა ნაკრებმა, რომელიც 2002 წელს დაბადებულთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ემზადება.

ეს შეჯიბრება წლეულს 11-18 აგვისტოს სწორედ საქართველოს დედაქალაქში გაიმართება. მედლებისთვის 16 საუკეთესო გუნდი იბრძოლებს. წილისყრით ისინი ოთხ ჯგუფში ასე გადანაწილდნენ:

A ჯგუფი. რუსეთი, იტალია, თურქეთი, მალტა

B ჯგუფი. მონტენეგრო, საქართველო, საბერძნეთი, რუმინეთი

ჩ ჯგუფი. უნგრეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, ჰოლანდია

D ჯგუფი: ესპანეთი, ხორვატია, გერმანია, საფრანგეთი

- ჯერჯერობით შეკრებაზე 15 წყალბურთელი მოვიწვიეთ, - გვითხრა 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოსო მაისურაძემ. - ღია აუზზე ორჯერადი ვარჯიშები გვექნება.

ჯგუფის ყველა მეტოქეს მეტ-ნაკლებად ვიცნობთ. ფავორიტია მონტენეგრო. შარშან 2001 წელს დაბადებულმა მათმა წყალბურთელებმა მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვეს. საბაზო კლუბია "იადრანი". წლეულს აპრილში მათთან ხუთდღიანი ერთობლივი საწვრთნელი შეკრება გვქონდა და ამხანაგური შეხვედრებიც გავმართეთ.

ძალიან ძლიერია საბერძნეთის ნაკრებიც, ხოლო რუმინეთი ჩვენი დონისაა. ყოველივეს მიუხედავად, სამივე მეტოქესთან ქომაგების თანადგომით გამარჯვებისთვის თავდაუზოგავად ვიბრძოლეთ. წინა ჩემპიონატებში საქართველოს ნაკრები გუნდები ათეულში გადიოდნენ.

ვეცდებით, შედეგი გავაუმჯობესოთ. თბილისში ათდღიანი შეკრების შემდეგ ერთობლივი წვრთნისა და სპარინგმატჩებისთვის თურქეთს მივაშურებთ, ჩემპიონატის ფინალური რაუნდის წინ თბილისში საერთაშორისო ტურნირიც გვექნება. საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია ყოველმხრივ გვეხმარება. ჩვენი სამწვრთნელო შტაბი წყალბურთელებთან ერთად წარმატების მისაღწევად არაფერს დაიშურებს.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე