ლუბლიანას "ოლიმპიას" 22 წლის ქართველმა ცენტრმა ამერიკული კლუბების ყურადღება ევროლიგაზე თამაშით მიიქცია
2011-12 წლების სეზონში NBA-ში, შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ცენტრი ვიხილოთ - გიორგი შერმადინი, რომელმაც ამერიკული კლუბების ყურადღება ევროლიგაზე თამაშით მიიქცია. მისი აგენტი ლევან მიქელაძე აცხადებს, რომ NBA-ს ორი კლუბი გამოხატავს დიდ ინტერესს, თუმცა გუნდების ვინაობას არ ასახელებს - წინასწარ ამ ინფორმაციის გაცემა არ შეიძლებაო.

- 2 გუნდი მზადაა, შერმადინი დრაფტზე აირჩიოს. მათგან ერთი პირობას დებს, რომ გიორგის გუნდის ძირითადი ცენტრის მთავარ შემცვლელად აიყვანს. ეს ყველაფერი ვერ მოხერხდება, თუ NBA-ში ლოკაუტი გამოცხადდება, მაგრამ ჩვენ ამაზე ნაკლებად ვნერვიულობთ, რადგან მომავალ სეზონში გიორგის გარანტირებული კონტრაქტი აქვს ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ "პანათინაიკოსთან", - ამბობს ლევან მიქელაძე და დასძენს:

- შერმადინს 22 წელი შეუსრულდა და ავტომატურად უწევს NBA-ს დრაფტში მონაწილეობა. მე და გიორგი დავესწრებით დრაფტის ცერემონიას, რომელიც 23 ივნისს ნიუ ჯერსიში გაიმართება.

მანამდე ქართველი ცენტრი წინასადრაფტო კემპში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 11-13 ივნისს გაიმართება. მას NBA-ს კლუბების სკაუტები დაესწრებიან. თუმცაღა, არის ერთი შემაფერხებელი გარემოება - შესაძლოა, სლოვენიის ჩემპიონატის პლეი ოფი ივნისის შუამდე გაიწელის. თუ ასე მოხდა, შერმადინმა, შესაძლოა, კემპს ვერ ჩაუსწროს.

- ტრევიზოს კემპზე მიწვეული ვარ, მაგრამ ამ ეტაპზე არც მასზე ვფიქრობ და არც NBA-ს დრაფტზე - სლოვენიის ჩემპიონატს ვთამაშობ და მთლიანად მასზე ვარ კონცენტრირებული. რეგულარულ ეტაპზე კრკა-მ გაგვასწრო, თუმცა ეს ჩემპიონობის დაკარგვას არ ნიშნავს, თუ ფინალში ამ გუნდს შევხვდით, ვეცდებით მოედნის უპირატესობა დავათმობინოთ, - გვითხრა შერმადინმა და იქვე გაიხსენა ბოლო ტურის მატჩი "ზლატოროგთან":

- იგი ჩვენი უშუალო კონკურენტი იყო და მისსავე მოედანზე იოლად დავამარცხეთ. არადა, ამ გუნდთან პირველ წრეში შინ წავაგეთ. ახლაც მიჭირს საშინაო მარცხის მიზეზების პოვნა...

შაბათს "ოლიმპიამ" "ზლატოროგს" 70:55 მოუგო. გიორგი შერმადინმა 11 წუთი ითამაშა, 9 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ოლიმპიას გამოცდილმა ფორვარდმა ვლადიმერ ბოისამ 8 წუთში, 4 ქულა ჩააგდო და ბურთი ერთხელ მოხსნა.

shoda
დრაფტი, კამპი და სხვა ათასი უგნურება! ამ ხალხს სამწუხაროდ თავისი თავი კიტრი ჰგონიათ!! წერა ისწავლეთ და ენას ნუ ამახინჯებთ უგნურნო!!!!
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა