21 წლის ქართველი ჩოგბურთელი კლასიფიკაციაში 107-ეა და სანუკვარ მიზნამდე - მსოფლიოს რეიტინგის ასეულამდე 18 ქულა აშორებს
შეიძლება თქვან, ანა ტატიშვილი სანუკვარ ასეულს დაშორდაო - 21 წლის ქართველი ახალ რეიტინგში ხომ 107-ეა (ერთი კვირის წინ 105-ე იყო), მაგრამ ეს ასე არ არის - რეიტინგში მთავარი ქულებია, რომლებიც ანას ახლა უფრო მეტი აქვს, ვიდრე გასულ კვირას (648 640-ის ნაცვლად). უბრალოდ, ისე მოხდა, რომ ბოლო კვირაში სწორედ ანას სამეზობლოში (რეიტინგით) მყოფებმა იყოჩაღეს, ბელარუსმა ანასტასია იაკიმოვამ კი (რომელიც ზუსტად მე-100 ადგილზეა) ელიტის თამასა საკმაოდ მაღლა აწია - 676 ქულამდე. ანუ ჩვენს საუკეთესო ჩოგბურთელს მიზნამდე 18 ქულა აშორებს.

ანა წლის რბოლაში 75-ე პოზიციაზეა, ხოლო მისმა საჰონორარო მონაგარმა 250 ათას დოლარს გადააჭარბა. ბოლო ტურნირზე, ფრანგულ სენ გოდენში მან 24 ქულა და 1,2 ათასი დოლარი გამოიმუშავა. ამ კვირაში ტატიშვილი ისვენებს და "როლან გაროსის" ტურნირისთვის ემზადება - კარიერაში პირველად ის "დიდი სლემის" ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს.

ოქსანა კალაშნიკოვა 9 საფეხურით დაწინაურდა და 316 ქულით მსოფლიოს 180-ე ჩოგანი გახდა. ამ დღეებში მან წარუმატებლად იასპარეზა ბრიუსელის "ლედის ოუფენზე" (618 ათასი დოლარი), სადაც მეორე საკვალიფიკაციო წრეში ამერიკელ ებიგეილ სპირსთან წააგო - 6:7 (6), 4:6. ოქსანას შემდგომი ტურნირი "როლან გაროსია", სადაც ის საკვალიფიკაციო ბადიდან ჩაებმება.

სხვა ქართველები: 232 (-8) მაკა ჩახნაშვილი - 237 ქულა; 285 (-11) სოფიო შაფათავა - 182; 308 (-2) თათია მიქაძე - 161; 385 (+27) სოფიო ქვაცაბაია - 106; 493 (-1) ეკა გორგოძე - 72; 911 (-131) მანანა შაფაქიძე - 14. ვაჟები: 664 (+1) ნიკოლოზ ბასილაშვილი - 25 ქულა; 825 (+3) ლადო ჩიხლაძე - 13.

ახალგაზრდულ რეიტინგში 17 წლის ალექსანდრე მეტრეველი მსოფლიოს 82-ე ჩოგანია. მის გარდა 500-ეულში არც ერთი ქართველია.

თურქეთის ქალაქ იზმირში 25-ათასიანი ტურნირი დაიწყო, სადაც სამი ქართველია ძირითად ბადეში. ბედის ირონიით, პირველ ნომრად განთესილ შაფათავას პირველივე მეტოქედ ქვაცაბაია ერგო. თანამემამულეები ერთმანეთს მეხუთედ ხვდებიან, აქამდე ძალთა თანაფარდობაა - 2:2. მე-4 ნომრად განთესილი მიქაძე კი ჩეხ ევა ჰრდინოვას (379) შეხვდება. მიქაძე და შაფათავა წყვილში თამაშობენ და იზმირში ისინი მე-2 ნომრად განთესეს.

ამერიკულ ლენდისვილში (10 ათასი დოლარი) საკვალიფიკაციო ბადეში 20 წლის მაგდა ოქრუაშვილი ჩაება. პირველ წრეში მან მასპინძელ სიდნი კაცს 6:0, 6:0 მოუგო. მეორე წრეში ჩვენებური ხორვატ ბერნარდა პერას ეთამაშება.

მეხიკოში (მექსიკა, 10 ათასი დოლარი) ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ წრეში პირველ ნომრად განთესილ მოლდოველ რომან ბორვანოვს (290) ხვდება.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა