30 ივნისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის სასკოლო ლიგის ფინალური შეხვედრა გაიმართა.

გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს თბილისის პირველი და 166-ე საჯარო სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და 166-ე სკოლის გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ფუტსალის სასკოლო ლიგის გამარჯვებულს და მეორე ადგილოსანს კუთვნილი თასი და მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან ცქიტიშვილმა გადასცეს.

ფუტსალის სასკოლო ლიგა საქართველოს ფუტსალის ასოციაციის საპილოტე პროექტია და ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით წელს პირველად გაიმართა. პირველი გათამაშება 17 აპრილს დაიწყო და მასში მონაწილეობა თბილისის ათმა სკოლამ მიიღო. მომავალში პროექტი მთელს თბილისს მოიცავს, საბოლოოდ კი, ფუტსალის სასკოლო ლიგა 17-წლამდე მოსწავლეებს შორის მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება.

ლევან კობიაშვიალი (სფფ-ის პრეზიდენტი): "დღეს, ფუტსალის სასკოლო ლიგის პირველი გათამაშება დასრულდა, რომელიც საპილოტე პროექტი იყო და მასში თბილისის 10-მა სკოლამ მიიღო მონაწილეობა. მსურს, რომ ყველა მათგანს მადლობა გადავუხადო მონაწილეობისთვის, გამარჯვებულ, 166-ე სკოლას კი, ღირსეული ჩემპიონობა მივულოცო.

აღნიშნული პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მსურს, რომ ფუტსალის ასოციაციას და მის პრეზიდენტს, ლევან ცქიტიშვილს მადლობა გადავუხადო. ძალიან სასიამოვნოა, რომ პროექტმა უკვე საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა და მომავალში ის კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს მოიცავს. პირველ ეტაპზე იგეგმება, რომ ლიგამ თბილისის ყველა სკოლა მოიცვას, მომავალში კი, აქცენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონზე გაკეთდება."

ლევან ცქიტიშვიალი (სფა-ის პრეზიდენტი): "სასიამოვნოა, რომ სკოლებს შორის ფუტსალის ჩემპიონატი ჩატარდა. ამჯერად ტურნირში მონაწილეობას 10 სკოლა იღებდა, მაგრამ მომავალში ჩვენ ვგეგმავთ, რომ მასშტაბი გაიზარდოს. დიდ მადლობას ვუხდი ფეხბურთის ფედერაციას და მის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს. ჩვენ ერთობლივად კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს შემოგთავაზებთ."

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"