3 ივლისს, კოპა ამერიკას ნახევარფინალში პერუს ნაკრებმა მოულოდნელად 3:0 დაამარცხა ჩილე.

თამაში უცნაური სცენარით განვითარდა, უდავო ფავორიტი ჩილე უტევდა, გოლები კი პერუმ გაიტანა და პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. პერუ ციდან ვარსკვლავებს ნამდვილად არ წყვეტს, მაგრამ საკმაოდ რთულად დასამარცხებელი გუნდია, მით უმეტეს, როდესაც ორბურთიან ფორას მოიპოვებს.

ასეც მოხდა, პერუელებმა თავი წარმატებით დაიცვეს და შტურმზე გადასულ ზურგმოშიშვლებულ მეტოქეს კომპენსირებულ დროში მესამე ბურთიც შეუგდეს. ბოლოს ჩილელთა თავდამსხმელმა ვარგასმა არაფრისმომცემი პენალტიც ვერ გამოიყენა და კოლუმბიელი მსაჯის, როლდანის საფინალო სასტვენიც გაისმა.

მოკლედ, მეოთხედფინალში ურუგვაის ძლევის შემდეგ, "ინკებმა" "ლა როხაც" გაისტუმრა სახლში და ფინალში იმ ბრაზილიას შეხვდება, რომელთანაც ჯგუფში 0:5 განადგურდა. ნუთუ, მორიგ სასწაულს მოახდენს გარეკას გუნდი? ვნახოთ, ვნახოთ...

პერუ ქამდე ამ ტურნირის ფინალში სულ ორჯერ გავიდა - 1939 და 1975 წლებში.

ფინალი 7 ივლისს "მარაკანაზე" გაიმართება.

პორტუ-ალეგრი. "გრემიო"

ჩილე - პერუ 0:3

გოლები: 0:1 ფლორესი (21), 0:2 იოტუნი (39), 0:3 გერერო (90+1)

გამოუყენებელი პენალტი: ვარგასი (90+5)

ჩილე: არიასი, ბოსეჟური, ისლა, მარიპანი (კასტილიო 89), ფუენსალიდა (საგალი 46), არანგისი, სანჩესი, პულგარი, ვარგასი, ვიდალი, მედელი

პერუ: გალესე, ადვინკულა, ტრაუკო, აბრამი, სამბრანო, ტაპია, კუევა (ბალონი 80), იოტუნი, კარილო (პოლო 71), ფლორესი (გონსალესი 50), გერერო

ბეგო
აი ხალხი ძმაო, აი ფეხბურთელები, აი გუნდი, ასეთი გუნდი გვინდა
ზაზა
ოცნებას კაცი არ მოუკლავს)))) განმეორდება ჯგუფის შედეგი
lis
ყველაზე დიდი სენსაცია ბრაზილიასთან მოგება იქნება.... შეიძლება გამოუვიდეს კიდევაც პერუს...
ბლატნოი
ჩემი კაი არგენტინა რა, ეს რა ხდება
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
"რეალის" ფანების სიყვარულს კარგავს" - პედრეროლმა მბაპე მკაცრად გააკრიტიკა
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
"მთელი ოფისი ავურიე, კომპიუტერები და ლეპტოპები დავამტვრიე" - არტეტამ "არსენალში" მუშაობის პირველი დღე გაიხსენა
[VIDEO] ქულებით მხოლოდ დონჩიჩს ჩამორჩა - მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი და "ლეიკერსის" გამარჯვება "საკრამენტოსთან"
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
მესი ნაკრების ბომბარდირი გახდა - არგენტინა ფრეს დასჯერდა [VIDEO]
გაიმარჯვა იმან, ვისაც უნდა გაემარჯვა - ბრაზილიამ დამსახურებულად მოიგო კოპა ამერიკა [VIDEO]
ჩილესა და კოლუმბიის ომი, გადმოტანილი მოედანზე [VIDEO]
რიკარდო გარეკა: პერუს ნაკრები პროგრესირებს და ლიდერებში უნდა დამკვიდრდეს
"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
1973 წ. სსრკ-ს ნაკრები მუნდიალს მიღმა ფიფას ინგლისელმა ხელმძღვანელმა დატოვა, საბჭოელებმა არ ითამაშეს სტადიონზე, სადაც კონც. ბანაკი იყო [VIDEO]
სკანდალი - ლეო მესი დაჯილდოებაზე არ გავიდა და აცხადებს, რომ არგენტინა ფინალში არ გაუშვეს
არტურო ვიდალი: მსაჯმა თამაში გააფუჭა
ურუგვაის 3 გოლი გაუუქმეს და 1/2 ფინალში პერუ გავიდა - ლუის სუარესი აგონიაშია [VIDEO]
ნუთუ, ბრუნდება დიადი ბრაზილიის ნაკრები? - ტიტეს გუნდმა პერუ გაანადგურა [VIDEO]
რა დროს ფეხბურთია, როდესაც ორგიაა - ვიდალი თანანაკრებელებთან ერთად გაერთო
კოპა ამერიკა: ბრაზილიას 3 გოლი არ ჩაუთვალეს და ვერ მოიგო [VIDEO]