8 ივლისს, კოპა ამერიკას ფინალში ბრაზილიის ნაკრებმა პერუს 3:1 სძლია და მეცხრედ მოიგო ტურნირი.

ბრაზილიამ პერუ ჯგუფურ ეტაპზე 5:0 გაანადგურა, მაგრამ ამის შემდეგ რიკარდო გარეკას გუნდმა კარგად ითამაშა და ფინალში გავიდა. საერთოდაც, პერუ ძალიან ძნელად დასამარცხებელი გუნდია, მით უმეტეს თუ ანგარიში გახსნა, როგორც ეს ჩილესთან ნახევარფინალში მოხდა.

მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და მე-15 წუთზე ევერტონის გოლით წინ გაიჭრნენ. მან ტურნირზე მესამე გოლი გაიტანა და ამას გარდა, ერთი საგოლე პასიც გააკეთა.

არ შედრკენ პერუელები და 44-ე წუთზე ხოსე გერერომ საკამათო თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა და სელესაომ ტურნირზე პირველი გოლი გაუშვა. თუმცა, ვიდრე მსაჯი გუნდებს შესვენებაზე გაიხმობდა, გაბრიელ ჟეზუსმა დაამწუხრა გალესე.

მეორე ტაიმში ბრაზილია ისევ უტევდა, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი გაბრიელ ჟეზუსმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და კაცნაკლულნი დარჩნენ. მოკლედ, იმდენი იძახა არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლეო მესიმ, ამ ტურნირზე ყველაფერი ბრაზილიის მოსაგებადაა მოწყობილიო, სანამ პირიქით არ მოხდა.

ტიტეს უკვე შეცვლილი ჰყავდა ფირმინო და კოუტინიო და სელესაო მთავარი შემტევების გარეშე დარჩა.

88-ე წუთზე კი პერუელთა მცველმა სამბრანომ საჯარიმოში ევერტონი წააქცია (არადა, ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა), პენალტი შეცვლაზე შესულმა რიშარილსონმა გამოიყენა და ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა.

მოკლედ, გაიმარჯვა იმან, ვისაც ობიექტურად უნდა გაემარჯვა.

ალისონმა კარი მშრალად 889 წუთის მანძილზე შეინახა, ერთადერთი გოლი თერტმეტმეტრიანიდან გაუშვა და ტურნირის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.

საუკეთესო ფეხბურთელად დანი ალვეში აღიარეს, ხოლო ბომბარდირები ევერტონი და გერერო გახდნენ.

კოპა ამერიკა ბრაზილიას უკანასკნელად 12 წლის წინ ჰქონდა მოგებული და ხუთივე საშინაო ტურნირზე იმარჯვა.

კოპა ამერიკა ბრაზილიაზე მეტჯერ ურუგვაის (15) და არგენტინას (14) აქვთ მოგებული.

რიო-დე-ჟანეირო. "მარაკანა"

ბრაზილია - პერუ 3:1

გოლები: 1:0 ევერტონი (15), 1:1 გერერო (44, პენ), 2:1გაბრიელ ჟეზუსი (45+3), 3:1 რიშარილსონი (90, პენ)

გაძევება: გაბრიელ ჟეზუსი (70)

ბრაზილია: ალისონი, დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, ალეკს სანდრო, არტური, კაზემირო, ევერტონი (ალანი 90+3), კოუტინიო (მილიტაო 77), გაბრიელ ჟეზუსი, ფირმინო (რიშარილსონი 75)

პერუ: გალესე, ადვინკულა, სამბრანო, აბრამი, ტრაუკო, ტაპია (გონსალესი 82), იოტუნი (რუიდიასი 78), კარილიო (პოლო 86), კუევა, ფლორესი, გერერო

ზიკო
წინ ბრაზილია, ნეიმართან ერთად.
ზიკო
წინ ბრაზილია, რათქმაუნდა ნეიმართან ერთად კიდე უფრო მოუმატებენ!!!!
ფენომენო
ტიტემ ძალიან კარქათ დააკომპლექტა ბრაზილიის ნაკრები და ეს თამაშსაც ეტყობოდა. მოკლეთ კაი ნაკრებია ბრაზილია ნეიმარის გარეშეც.
roma
ტირილი რა უბედურებააა რაარი? იმედია ასე არცერთი ქართველი სპორცმენი არ მოიქცევა, სპორტია და ან წააგებ ან მოიგებ ან კიდევ გაგაძევებენ და ან კიდე ტრავმას მიიღებ, ამისთვის ყველა სპორცმენი უნდა იყოს მორალურად მზად.
ბიძიკო
კაი კაცო ერთი,
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
[VIDEO] კვერნაძის სუპერმატჩი - "ფროზინონემ" "ლეჩე" გაანადგურა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
რიკარდო გარეკა: პერუს ნაკრები პროგრესირებს და ლიდერებში უნდა დამკვიდრდეს
"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
[PHOTO] ნეიმარმა იტირა, გამოიტირა და დარდი კაზინოში გაიქარვა
ურუგვაის 3 გოლი გაუუქმეს და 1/2 ფინალში პერუ გავიდა - ლუის სუარესი აგონიაშია [VIDEO]
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
ნუთუ, ბრუნდება დიადი ბრაზილიის ნაკრები? - ტიტეს გუნდმა პერუ გაანადგურა [VIDEO]
სენსაცია - პერუს ნაკრებმა ურუგვაის ჩილეც ზედ მიაყოლა და ბრაზილიასთან რევანში სწყურია! [VIDEO]
კოპა ამერიკა: ბრაზილიას 3 გოლი არ ჩაუთვალეს და ვერ მოიგო [VIDEO]