ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საზიზღარი და ნიჭიერი

საზიზღარი და ნიჭიერი

"ჩელსის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თქვა, რომ თუ "მანჩესტერ სიტი" მართლა დაიმატებს "არანორმალურად ნიჭიერ" მარიო ბალოტელის...

"ჩელსის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თქვა, რომ თუ "მანჩესტერ სიტი" მართლა დაიმატებს "არანორმალურად ნიჭიერ" მარიო ბალოტელის, პრემიერლიგის ტიტულისთვის სერიოზულად იბრძოლებს. მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტის" თავკაცი რობერტო მანჩინია, ასე რომ, გამოდის ინგლისში მომუშავე ერთმა იტალიელმა მეორეს მესამე იტალიელთან თანამშრომლობის სურვილი მოუწონა. ცნობილია, რომ "ჩელსის" თავკაცი 25 მილიონ ფუნტად (30 მილიონი ევრო) შეფასებული ახალგაზრდა თავდამსხმელის ნიჭის დიდი თაყვანისმცემელია და სწამს რომ იგი პრემიერლიგაში დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს. დღეისათვის "სიტი" ბალოტელის კლუბთან, "ინტერთან", ვაჭრობის რთულ საფეხურზეა, თუმცა საბოლოოდ, ალბათ, ყველაფერი ტრანსფერით დამთავრდება - ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა მანჩესტერში კლიენტის ხელფასისა და სხვა პირადი საკითხების მოსალაპარაკებლად ჩავიდა.

ანჩელოტიმ ასე თქვა: "თუ ბალოტელისაც დაიმატებს "მანჩესტერ სიტი", უკვე მეოთხე ადგილისთვის კი არა, ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს. ამ ფეხბურთელისთვის პრემიერლიგა იდეალური ადგილია. მარიო არანორმალურად ნიჭიერი ყმაწვილი გახლავთ".

იტალიაში ბალოტელის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ერთი მხრივ მისი ოსტატობა უნახავთ და მოსწონთ, მეორე მხრივ კი საქვეყნოდაა ცნობილი "ინტერის" ყოფილ მწვრთნელთან ჟოზე მოურინიოსთან და თანაგუნდელებთან არაერთი კონფლიქტის ამბავი.

გარდა ამისა, 19 წლის ფეხბურთელს მოწინააღმდეგე გუნდის ფანები მუდამ წონასწორობიდან გამოჰყავს - მას გამარჯვებისთვის ათასი ეშმაკობისა და უკადრებლის მოფიქრება ეხერხება, თუმცა ანჩელოტი სხვანაირად ხედავს. ის ამტკიცებს, რომ ბალოტელიმ კი არ გამოიწვია ფანების ასეთი დამოკიდებულება, ფანებმა აქციეს იგი ასეთად. როგორც ჩანს, საბოლოოდ მაინც რასიზმთან მივდივართ. გაზეთ "ლა სტამპასთვის" მიცემულ ინტერვიუში "ჩელსის" თავკაცმა ბრძანა:

"იტალიაში ახალგაზრდა ფეხბურთელებზე დიდი ზეწოლაა, მაგრამ იტალიისგან განსხვავებით ინგლისში რასიზმის პრობლემა არ არის".

ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ ანჩელოტის ასე მოსწონს ბალოტელი, თავისთვის რატომ არ იყიდის მას? საქმე ის გახლავთ, რომ "ჩელსის" მწვრთნელმა ერთიხანობა მართლაც გადადგა ნაბიჯები მის გადასაბირებლად, მაგრამ მერე სხვა პრიორიტეტები გამოიკვეთა. დღეს, ინგლისის ჩემპიონი "ბენფიკადან" ბრაზილიელების რამირესისა და დავიდ ლუისის გადაყვანით არის დაკავებული. სხვათაშორის ლუისი "სიტისაც" აინტერესებს.

"ჩელსის" რუს მეპატრონეს რომან აბრამოვიჩს იმედი ჰქონდა, რომ რამირესის ამბავს 20 მილიონ ფუნტად (24 მილიონი ევრო) ამ კვირაშივე მოაგვარებდა, მაგრამ წინააღმდეგობებს წააწყდა. საინტერესოა, რომ ფეხბურთელი თავადაც ეხვეწება პორტუგალიის ჩემპიონს გამიშვითო. რამირესმა თქვა:

"ჩემი შეძენით "ჩელსი" გახლავთ დაინტერესებული. ლონდონელებმა "ბენფიკაში" ოფიციალური წერილიც გამოაგზავნეს. პრემიერლიგის საუკეთესო გუნდში თამაში, რასაკვირველია, ჩემი ოცნებაა. ლისაბონში ფანტასტიკური წელიწადი გავატარე, მაგრამ ახლა ჩემი არგაშვება ცუდ სიზმარს დაემსგავსება".

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა