70 წლის პელე ლიონელ მესის, როგორც მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსს კვლავ ეჭვქვეშ აყენებს
70 წლის პელე ლიონელ მესის, როგორც მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსს კვლავ ეჭვქვეშ აყენებს. ამავე დროს აღიარებს, რომ "ბარსელონა" პლანეტის სუკეთესო საფეხბურთო გუნდია.

ბრაზილიელმა ფეხბურთი ლეგენდამ კიდევ ერთხელ წამოსწია "ბარსელონას" ფორვარდის ლიონელ მესის სიდიადის საკითხი და თქვა, რომ მას წარსულის ზოგიერთ ლეგენდასთან გასათანაბრებლად ჯერ კიდევ ბევრი რამის მიღწევა სჭირდება.

მესი, რომელიც ბოლო ორი წლის მანძილზე "ოქროს ბურთს" ორჯერ დაეუფლა, ამ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად საყოველთაოდაა მიჩნეული. ბევრი მიიჩნევს, რომ 23 წლის არგენტინელი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდება.

თუმცა, პელე ამ თვალსაზრისს არ დაეთანხმა და მესის არგენტინის ნაკრებში არცთუ ძალიან წარმატებულ ასპარეზობაზე გაამახვილა ყურადღება.

"ხალხს უყვარს ხმამაღალი შედარებების გაკეთება, მაგრამ მათ არ უნდა დაავიწყდეთ იოჰან კრუიფი, მიშელ პლატინი და ალფრედო დი სტეფანო, რომლებიც ლიონელ მესიზე უკეთესები იყვნენ", - თქვა პელემ.

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა აზრი ჩემპიონთა ლიგის მომავალ ფინალზეც გამოთქვა: "მანჩესტერ იუნაიტედი" ძლიერი გუნდია და ფეხბურთის ინგლისური სათამაშო სტილის ერთგულია. მაგრამ ეჭვგარეშედ მიმაჩნია, რომ "ბარსელონა" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია".

შეგახსენებთ, რომ მესიმ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 2008/09 წლის გათამაშების ფინალში "მანჩეტსერ იუნაიტედს" გოლი გაუტანა.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა