კიშინოვის "დაჩიას" ქართველმა პლეიმეიკერმა კლუბის ვებგვედრზე გულშემატკივართა კითხვებს უპასუხა
ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა ვებგვერდზე საინტერესო გამოკითხვა დაიწყო: ყოველი ორშაბათიდან გულშემატკივარი გასული კვირის საუკეთესო ქართველ ლეგიონერს გამოავლენს.

წინა კვირის 689 ხმა ასე განაწილდა:

1. ლევან კორღალიძე ("დაჩია", მოლდოვა), 285 ხმა (41 %)

2. აკაკი ხუბუტია ("გაზ-მეთანი" რუმინეთი), 252 ხმა (37 %)

3. ლევან კუტალია ("ზრინსკი" ბოსნია-ჰერცოგოვინა), 152 ხმა (22 %)

ლევან კორღალიძის აღიარება გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან გასულ უქმეებზე კიშინიოვის "დაჩია" მოლდოვის ჩემპიონი გახდა და ტირასპოლის "შერიფის" ათწლიანი ჰეგემონია დაამხო, რაშიც უდიდესი წვლილი ქართველმა პლეიმეიკერმა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა შეიტანა.

კორღალიძემ კლუბის ვებგვერდზე გულშემატკივართა შეკითხვებსაც უპასუხა.

- დიდი სიხარული განვიცადე, რადგან წარმატებას სერიოზული შრომით მივაღწიეთ. როგორ? კარგი, ძლიერი და ერთსულოვანი შემადგენლობით. ჩვენ მხოლოდ ერთი მიზნით ვცხოვრობდით - გავმხდარიყავით ჩემპიონები.

ჩემპიონი ლატვიაშიც გავხდი. მოლდოვის ოქროს მედალი კი კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯი და დიდი სიამოვნებაა, რადგან საკუთარი ძალების რწმენა გიჩნდება - რა თქმა უნდა, პრემიასაც არ ვივიწყებ.

- უკეთესი პირობები რომ შემოგთავაზონ, სხვა კლუბში გადახვალ?

- "დაჩია" ჩემთვის ბევრს ნიშნავს, მაგრამ ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა, მე კი 40 წლამდე ვერ ვითამაშებ, მყავს ოჯახი, რომელიც უნდა ვარჩინო. ამიტომ უკეთესი შემოთავაზების შემთხვევაში დავფიქრდებოდი, მაგრამ, ალბათ, მაინც "დაჩიაში" დავრჩებოდი.

- მადლობა, ლევან, ჩვენს გუნდში რომ ხარ. გვახარებთ არა მხოლოდ სპორტული თვისებებით, არამედ გულახდილობითა და კეთილგანწყობით. რა საერთოა მოლდოველ და ქართველ ხალხებს შორის?

- ბევრია საერთოც და განსხვავებაც. ქართველები ფიცხი ხალხი ვართ, მოლდოველები - უფრო მშვიდები, ჩვენ ერთნაირი რწმენა გვაქვს, ალბათ, ამიტომ ერთმანეთს უფრო ვგავართ.

- წლეულს და კარიერაში ყველაზე მეტად რომელი შეხვედრა დაგამახსოვრდათ?

- 2001 წელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "სკონტოში" "ვისლას" წინააღმდეგ ვითამაშე და გავიტანე. ეს გოლი ლატვიელებმა წლის გოლად აღიარეს. აქ კი "შერიფთან" შეხვედრას გავიხსენებ, რომელშიც ანგარიში ბოლო წუთზე გავათანაბრე. ვფიქრობ, ჩემპიონობა იმ შეხვედრის შედეგმაც განაპირობა.

- რომელია შენი საყვარელი სიმღერა? გია სურამელაშვილის "ბედი ისეთი რამ არის"?

- იყო დრო, ამ სიმღერას ვუსმენდი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ სხვებზე მეტად მიყვარს.

- ტიტულებიდან რომელია ყველაზე ძვირფასი?

- ლატვიაში მივიღე "ყველაზე კაცური ფეხბურთელის" პრიზი. საქმე ისაა, რომ მძიმე ტრავმის გამო 6 თვე თამაში ამიკრძალეს, მაგრამ მოედანს ნაადრევად დავუბრუნდი. ბევრს ეგონა, ფეხებს გავუფრთხილდებოდი, მაგარამ ეს არ გამიკეთებია, რადგან თამაში ძალიან მინდოდა. რა თქმა უნდა, მოლდოვაში მიღებული პრიზი "თვის ფეხბურთელიც" ჩემთვის ძვირფასი ჯილდოა.

- წინ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპია. შენი აზრით, "დაჩია" საამისოდ მზად არის?

- გაძლიერება აუცილებლად დაგვჭირდება..

- გინდათ, რომ თქვენი შვილიც ფეხბურთელი გახდეს?

- მამაჩემი ფეხბურთელი იყო და უცნაური იქნება, ჩემი შვილი ჩვენს კვალს რომ არ გაჰყვეს. გამიხარდება, ოჯახურ ტრადიციას თუ გააგრძელებს და დავეხმარები კიდეც, მაგრამ არასოდეს დავაძალებ.

- გუნდში ამდენი ქართველი რომ არ იყოს, თავს ასევე კომფორტულად იგრძნობდით?

- ჩვენ ერთმანეთისთვის კარგი დასაყრდნები ვართ. თუმცა, რომ არ ყოფილიყვნენ, არა მგონია, პრობლემები შემქმნოდა, რადგან ადამიანებთან საერთო ენას იოლად ვპოულობ. ამას გარდა, გუნდში მეგობარი, ალექსანდრე ონიკა დამხვდა.

შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის