გრძელდება მოლაპარაკებები ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციასა და მოთამაშეთა პროფკავშირს შორის
გრძელდება მოლაპარაკებები ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციასა და მოთამაშეთა პროფკავშირს შორის. როგორც იცით, დავის საგანი ახალი კოლექტიური ხელშეკრულებაა და თუ მხარეებმა დროულად ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, ლიგაში ლოკაუტი გამოცხადდება, რაც 2011-12 წლების სეზონის ჩაშლას ნიშნავს.

ბოლო ინფორმაციის თანახმად, ასოციაციის კლუბების მფლობელები 45 მილიონ დოლარამდე აპირებენ სახელფასო ბიუჯეტის შემცირებას. მაშინვე ამ წინადადებას უპასუხა პროფკავშირის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ბილი ჰანტერმა - მისი თქმით, კალათბურთელები არაფრის დიდებით ხელს არ მოაწერენ ახალ ხელშეკრულებას, თუ მასში ეს თანხა იქნება ჩაწერილი.

სხვა პასუხს მათგან არც ელოდნენ, რადგან დღეს სახელფასო ლიმიტის მაქსიმალური ზღვარი 58 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლუბების მფლობელები დაახლოებით 25 პროცენტით აპირებენ მის შემცირებას.

პროფკავშირების შეფმა, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველმა დერეკ ფიშერმა უკვე განაცხადა, რომ მის ორგანიზაციაში არც კი აპირებენ ამ წინადადების განხილვას.

როგორც ჩანს, ამ ცნობების თანახმად NBA გაფიცვას ვერ გადაურჩება...

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა