ლუქსემბურგის "ფოლასთან" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ "ჩიხურას" მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"ყველას გააზრებული გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანი თამაში გველის ხვალ. მსგავსი შეხვედრები არა მარტო ჩვენთვის, არამედ ქართული ფეხბურთისთვისაც ბევრს ნიშნავს. აქედან გამომდინარე, გვინდა ხვალინდელი თამაშიც მოგებით დავასრულოთ.

"ფოლას" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მათ კარში პენალტი არასამართლიანად დაინიშნა?

ჩვენც იგივე აზრი გვაქვს "ჩიხურას" კარში დანიშნულ პენალტთან დაკავშირებით. მსაჯს შეეძლო არც ერთი პენალტი არ დაენიშნა. თუმცა, რაც შეეხება "ფოლას" წინააღმდეგ დანიშნულ თერთმეტმეტრიანს, იქ მასპინძელთა გუნდის მცველს ბურთზე არ უთამაშია, ფეხში ჩაარტყა დეკანოიძეს და ვთვლი, რომ ეს პენალტის დანიშვნისთვის საკმარისი იყო.

ერთი დღით ადრე ჩამოვედით თბილისში. ვვარჯიშობთ, თეორიულად ვემზადებით. ისევ ვსწავლობთ წინა მატჩს, არ გვინდა, რამე გამოგვრჩეს.

მიუხედავად იმისა, რომ "ფოლას" ამჟამინდელი მდგომარეობა არ აქცევს ისეთ გუნდად, რომელსაც ჩვენი გამოგდება შეუძლია, მაინც მზად ვართ ამისათვის და სრული სერიოზულობით გახლავართ მატჩის მიმართ განწყობილები.

ჩვენი ტაქტიკა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ითამაშებენ ისინი. "ფოლას" არ ჰყავს ახლა ისეთი ფეხბურთელები, რომ პირველ ნომრად ითამაშონ. ვეცდებით, ბურთი შევინარჩუნოთ და ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ.

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო გულშემატკივარს, რომ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ, რადგან მათ გარეშე ფეხბურთი თავის ხიბლს კარგავს".

Irakli Apkhaidze
ნახევარზე მეტად გაივსო გუშინ სტადიონი სხვათაშორის
სოსო
ჩიხურა და სოსო ფრუიძე ყველაფერს რომ გააკეთებენ,რაც შეუძლიათ,ყველამ ვიცით.აი გულშემატკივარს კი შეუძლია მივიდეს და მათი თავდადება დააფასოს.ძალიან სჭირდებათ საჩხერელებს იმის დანახვა,რომ საქართველო მათ გვერდითაა. ჩიხურას გამარჯვებას ვუსურვებ,ხოლო გულშემატკივარს მოვუწოდებ სტადიონზე მისვლას.სტადიონი რომ სავსე ყოფილიყო,საბურთალოს არ დაემართებოდა ის კონფუზი,რაც მატჩის დასაწყისში მოხდა და არც მეორე ტაიმში გაუჭირდებოდა ასე.გულშემატკივარი სტადიონზე ,ნამდვილად არის მეთორმეტე ფეხბურთელი და ზოგჯერ მეტიც.
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
სოსო ფრუიძის პრაგმატიზმმა შედეგი გამოიღო - "ჩიხურამ" პირველი ტაიმი 1:0 მოიგო
სოსო ფრუიძის პრაგმატულმა "ჩიხურამ" "ფოლას" ბარიერი უპრობლემოდ გადალახა [VIDEO]
სოსო ფრუიძე: ასეთი თამაშით კარგი გუნდის დამარცხება გაგვიჭირდება
"ფოლას" მწვრთნელი: ჩვენს გუნდებს შორის დიდი განსხვავება არაა - "აბერდინი" გაცილებით ძლიერია
"დილამ" "ჩიხურას" ორი მცველი დაიმატა
დერეკ მაკინესი: "ჩიხურა" სოფლის კი არა, ძალიან კარგი გუნდია
დავით მაისაშვილი: ჩვენს კარში მსაჯმა საკამათო პენალტი დანიშნა
ცნობილი გახდა "ჩიხურასა" და "ფოლას" სასტარტო შემადგენლობები