თბილისის "საბურთალოს" ნახევარმცველი გიორგი კოხრეიძე "შერიფთან" მატჩის (1:3) შემდეგ კლუბის ვებგვერდს ესაუბრა, რასაც უცვლელად გთავაზობთ.

- გიორგი, შეაფასეთ ტირასპოლის "შერიფთან" მატჩები...

- პირველ შეხვედრაში ჩვენ უფრო მოტივირებულები და მონდომებულები გავედით მინდორზე, კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ და დამსახურებულად მოვიგეთ. როგორც ჩანს, მეტოქემ არ დაგვაფასა სათანადოდ.

თბილისურ შეხვედრაში სულ სხვა "შერიფი" ვიხილეთ, მეტოქემ თავისი ძალა დაგვანახა. მიუხედავად იმისა, რომ 0:3 ვაგებდით, გამოვნახეთ ძალები და მატჩის ჩვენთვის სასურველი ანგარიშით დასრულება მოვახერხეთ. ძალიან რთული, დაძაბული და საინტერესო მატჩი იყო, ემოციებით სავსე. მიხარია, რომ ეს ბარიერი დავძლიეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით.

- როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე შეძლო "საბურთალომ" შემდეგ ეტაპზე გასვლა?

- უფრო მონდომებულები, მოტივირებულები ვიყავით, ვიდრე მოწინააღმდეგე. ბევრი ვიბრძოლეთ, ვიშრომეთ და დაგვიფასდა. ჩვენთან შედარებით "შერიფი" გამოცდილი კლუბია, მაგრამ კონკრეტულ შეხვედრაში ჩვენ უკეთესად მოვემზადეთ და დამსახურებულად გავედით მეორე ეტაპზე.

- თბილისური მატჩის დასრულების შემდეგ "შერიფის" მთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა კომპლიმენტები მოგიძღვნათ…

- სასიამოვნო იყო, გამიხარდა ძალიან.

- რამდენიმე დღეში "საბურთალოს" მორიგი გამოცდის ჩაბარება უწევს, ამჯერად მეტოქე ბევრად ძლიერია. როგორია ზაგრების "დინამოსთან" მოლოდინი?

- მომავალი მოწინააღმდეგე იმაზე ძლიერია, ვიდრე "შერიფი". "დინამო" ისტორიული და ბევრად გამოცდილი კლუბია, სისტემატურად თამაშობს ჩემპიონთა თუ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. თუ ვითამაშეთ ჩვენი ფეხბურთი და მწვრთნელის დავალებები მაქსიმალურად შევასრულეთ, დარწმუნებული ვარ, მოვიგებთ.

- თქვენ "საბურთალოს" აღზრდილი ხართ. გაიხსენეთ ბავშვობის დრო, როგორ დაიწყო თქვენი კარიერა "საბურთალოში"?

- თავიდან 1998-წლიანების მესამე გუნდში ვთამაშობდი, თუმცა ყოველთვის მჯეროდა, რომ მოვუმატებდი და დამაწინაურებდნენ. რამდენიმე წლის წინ კარგი სეზონი ჩავატარე. შემდეგ "სალერის თასზე" თავის გამოჩენის შესაძლებლობა მომცეს. უკრაინული "დნიპროს" მატჩის დასრულების შემდეგ პირველ გუნდში ვარჯიშის შანსი მომეცა. მას შემდეგ "საბურთალოს" მთავარი გუნდის ფეხბურთელი ვარ.

- წარმოიდგენდით, რომ "საბურთალო" ჯერ ქვეყნის ჩემპიონი გახდებოდა, შემდეგ ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპს გადალახავდა?

- პირველ ლიგაში რომ ვთამაშობდით, ისე მიდიოდა საქმე, ვგრძნობდი, რომ უმაღლეს ლიგაში გადავიდოდით. "საბურთალოში" ამბიციური და კვალიფიციური ხალხი მუშაობს. მჯეროდა, რომ ქვეყნის ჩემპიონები გავხდებოდით, თუმცა რამდენიმე წლის მერე. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ვითამაშებ. კარგი იქნება, თუ "საბურთალოს" შემადგენლობაში იქნება.

გიორგი
კოხრეიძის არ ყოფნა დიდი დანაკლისია მთავარია გოლი არ გავუშვათ პირველ თამაში და მინიმუმ ერთი გოლი გავიტანოთ ზაგრები არ არის გადაულახავი ბარიერი შანსი არსებობს.
Tbiliseli
მაგრად მომწონს ამის სტილი))) იმედია ნაკრებში მალე დაუძახებენ))) თუმცა საქართველოს ჩემპიონატიდან არამგონია, არადა იგივე ლობჯანიძის გამოძახებას ჯობდა ბოლო თამაშებში, თან მაგარი სეზონი ქონდა)) მარა ეროვნული ლიგიდან მარტო მეკარეებს არჩევს ბატონი ვაისი =)))
სოსო
თუ არ დაიშლებით და კიდევ მეტს იშრომებთ,აუცილებლად ითამაშებთ ჯგუფურ ტურნირზე.ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული
Geo_Dinamo
უნდა გჯეროდეს და დიდი შრომა ჩადო, დაუმარცხებელი გუნდი არ არის დინამო ზაგლები. დიდ მონდომებას და დიდ შრომას ყოველთვის თავდაჯერება მოაქვს, მასთან ერთად გამარჯვებებიც. წარმატებები.
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
[VIDEO] კვერნაძის სუპერმატჩი - "ფროზინონემ" "ლეჩე" გაანადგურა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "რეალმა" "ატალანტას" სძლია - მბაპემ ტრავმა მიიღო [VIDEO]
"ბარსელონა" ხორვატიის ნაკრების მეკარეს შეიძენს
"სრულიად ჯანმრთელი ვარ. აღარაფერი მაწუხებს, მზად ვარ სათამაშოდ და ძალიან მიხარია" - გიორგი კოხრეიძე
გიორგი კოხრეიძემ "გრენობლთან" კონტრაქტი გაწყვიტა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
ცხოვრებაძემ "გუმერსბახი" დატოვა - ქართველ ხელბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ
"შეგვიძლია კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა" - რა ითქვა "ბაშაქშეჰირთან" მატჩის წინ
კოხრეიძე, გერმანელი ნახევარმცველი და ახალგაზრდა მეკარის დაბრუნება - "ტორპედომ" სამი ტრანსფერის შესახებ გვამცნო
გიორგი კოხრეიძე "საბურთალოში" დაბრუნდა
საფრანგეთში გიორგი კოხრეიძის დებიუტი შედგა
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "რეალის" დამაჯერებელი გამარჯვება და "ბაიერნის" მარცხი "ფეიენოორდთან" [VIDEO]
გულიაშვილი ზამთარში სავარაუდოდ, "სარაევოდან" წავა - ევროტურნირებზე მოთამაშე გუნდი, ან კარიერის შვედეთში გაგრძელება