<p>ევროპის ქალ მოჭადრაკეთა ჩემპიონატი დღეს დასრულდება - ბელა ხოტენაშვილსა და ლელა ჯავახიშვილს ბრინჯაოს შანსი აქვთ <br> "შერატონ მეტეხი პალასში" დღეს დასრულდება მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატი. ბოლოსწინა ტურში ლიტველმა ვიქტორია ჩმილიტემ შავი ფიგურებით აჯობა ქეთევან არახამია-გრანტს (შოტლანდია), მოაგროვა 8,5 ქულა და ჩემპიონობის მოპოვების რეალური შანსი აქვს, თუმცა, მეორე ადგილზე მყოფი ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) მას მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩება. მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონმა თეთრი ფიგურებით ორგზის ევროპის ჩემპიონ კატერინა ლახნოს (უკრაინა) სძლია.</p><p>7,5-7,5 ქულა მოაგროვეს ელინა დანიელიანმა (სომხეთი) და სვეტლანა მატვეევამ (რუსეთი), რომლებმაც შესაბამისად, ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი) და მარია მუზიჩუკი (უკრაინა) დაამარცხეს. ბელა ხოტენაშვილი შავებით ტატიანა კოსინცევას (რუსეთი) დაუზავდა. ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ პია კრამლინგი (შვედეთი)-ქრისტინა-ადელა ფოიშორი (რუმინეთი), ნინო ხურციძე-ხაიალა აბდულა (აზერბაიჯანი). ექვსქულიანთა დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ანა მუზიჩუკი (სლოვენია)-იოლანტა ზავადსკა (პოლონეთი) 1:0, ლელა ჯავახიშვილი-ევგენია ოვოდი (რუსეთი) 1:0, ნინო ბაციაშვილი-ანასტასია ბოდნარუკი (რუსეთი) 1:0... ქეთი წაწალაშვილმა (5,5), რომელმაც ჯერ კიდევ წინა ტურში შეასრულა დიდოსტატობა, გუშინ ავსტრიელ ევა მოზერს სძლია და მონაგარი გაიმდიდრა. სოფიკო ხუხაშვილმა ირინა ბულმაგას (ლატვია) მოუგო, ნაზი პაიკიძემ მერი არაბიძე დაამარცხა.</p><p>ბოლო ტურის წინ მეწინავეთა ჯგუფში ასეთი მდგომარეობაა: ჩმილიტე-8.5, სტეფანოვა-8, დანიელიანი, მატვეევა-7.5-7.5, ხოტენაშვილი, ლახნო, ჯავახიშვილი, ტ. კოსინცევა, ა. მუზიჩუკი, არახამია-გრანტი, ბოდნარუკი-7-7 ქულა. მედლების მფლობელებიც მათს პაექრობებში გაირკვევა. დღეს ბოლო ტურში ითამაშებენ: ჩმილიტე-მატვეევა, დანიელიანი-სტეფანოვა, ბოდნარუკი-ტ. კოსინცევა, ხოტენაშვილი-ა. მუზიჩუკი, ლახნო-არახამია-გრანტი, ჯავახიშვილი-ნ. კოსინცევა.</p>
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა