თბილისის "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "შერიფის" ბარიერის დაძლევის შემდეგ ზაგრების "დინამოს" დაუპირისპირდება.

მეტოქე გაცილებით ძლიერია, როგორც ფეხბურთელების დონით, ასევე იმ თანხებით, რასაც ხორვატიული კლუბი მოთამაშეების შესაძენად ხარჯავს.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ყველა საინტერესო ინფორმაციას საქართველოს ჩემპიონის მომავალი მეტოქის შესახებ და შევეცდებით, ეს ორი კლუბი ერთმანეთს შევადაროთ.

შედარება

ხორვატიულ კლუბში 30 ფეხბურთელი ირიცხება, მათ შორის ნახევარი უცხოელი ლეგიონერია.

ამ მოთამაშეების ჯამური ფასი 75,95 მილიონი ევროა, მაშინ, როდესაც "საბურთალოს" 26 მოთამაშის საერთო ღირებულება 6.03 მილიონია.

ზაგრების "დინამო":

მეკარეები

დომინიკ ლივაკოვიჩი (ხორ) 3 მლნ

დანიელ ზაგორაჩი (ხორ) 800 000

დინკო ჰორკაჩი (ხორ) 350 000

მარკო მიკულიჩი (ხორ) 150 000

დაცვა

კევინ თეოფილ-კეტერინი (მარტ) 5 მლნ

ემირ დილავერი (ავს) 3 მლნ

დინო პერიჩი (ხორ) 1.1 მლნ

მარკო ლესკოვიჩი (ხორ) 950 000

ფრანსის მუბანჯი (შვეი) 2.5 მლნ

მარინ ლეოვაჩი (ხორ) 1 მლნ

მარიო მუსა (ხორ) 600 000

იან ლეჯექსი (ჩეხ) 300 000

ივო პინტო (პორ) 2 მლნ

პეტარ სტოიანოვიჩი (სლოვენ) 1.35 მლნ

სადეგ მოჰარანი (ირა) 1 მლნ

ნახევარდაცვა

არიან ადემი (ჩრდ.მაკ) 6 მლნ

ივან სუნჯიჩი (ხორ) 3 მლნ

ნიკოლა მორო (ხორ) 2.5 მლნ

იაი ატიემვენი (ნიგ) 2.6 მლნ

დანი ოლმო (ესპ) 15 მლნ

ამერ გოჯაკი (ბოს) 4.5 მლნ

ლოვრო მაიერი (ხორ) 2.5 მლნ

შეტევა

მისლავ ორსიჩი (ხორ) 3.5 მლნ

მარიო სიტუმი (ხორ) 1 მლნ

ანტონიო მარინი (ხორ) 500 000

იზეტ ჰაიროვიჩი (ბოს) 3 მლნ

დამიან კაძიორი (პოლ) 1.75 მლნ

მარიო გავრანოვიჩი (შვეი) 3 მლნ

ბრუნო პეტკოვიჩი (ხორ) 3 მლნ

კომნენ ანდრიჩი (სერ) 1 მლნ

თბილისის "საბურთალო":

მეკარეები

ომარ მიგინეიშვილი 50 000

ლაზარე კუპატაძე 250 000

დენის შელიხოვი 150 000

დაცვა

გაგი მარგველაშვილი 400 000

გიორგი რეხვიაშვილი 200 000

თედორე გრიგალაშვილი 200 000

დაჩი ცნობილაძე 150 000

ლუკა ლაკვეხელიანი 350 000

გიორგი თევზაძე 100 000

ნიკა მალი 225 000

გრიგოლ ჩაბრაძე 225 000

ჯემალ ჯინჯოლავა 50 000

ნახევარდაცვა

ლევან კაკუბავა 250 000

ალვინ ტერა 200 000

სანდრო ალთუნაშვილი 200 000

თორნიკე გორგიაშვილი 200 000

გიორგი დიასამიძე 375 000

ინტერს გი 200 000

ლევან ყენია 100 000

ლაშა შინდაგორიძე 325 000

შეტევა

გიორგი გულიაშვილი

გიორგი კოხრეიძე 500 000

ვაგნერ გონსალვეში 500 000

გიორგი გაბედავა 400 000

ოგნიენ როლოვიჩი 250 000

(ფასები მოცემულია Transfermarkt.de-ს მიხედვით)

როგორც ვხედავთ, "დინამოს" მთავარი ვარსკვლავის, დანი ოლმოს ღირებულება (15 მილიონი) "საბურთალოს" ყველა ფეხბურთელის საერთო ფასზე თითქმის სამჯერ მეტია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მეტოქის სიძლიერეს.

ახალგაზრდა ესპანელი მისი ქვეყნის 21-წლამდელთა გუნდის წევრი და ლიდერია, გასულ თვეში ევროპის ჩემპიონი გახდა, სადაც მან 4 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლით და 1 საგოლე გადაცემით გამოირჩა და გერმანიის წინააღმდეგაც ფინალშიც გაიტანა (2:1).

ის "ბარსელონას" აღზრდილია და ხორვატიულ კლუბს 16 წლის ასაკში შეუერთდა. მისით არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდება.

დაცვის ლიდერი კევინ თეოფილ-კატერინია, რომელსაც კარიერის უდიდესი ნაწილი საფრანგეთის ლიგა 1-ში აქვს გატარებული. მან ელიტარულ დივიზიონში 205 შეხვედრა გამართა.

2013-14 წლების სეზონში კი "კარდიფთან" ერთად ინგლისის პრემიერლიგაში ითამაშა, სადაც 28 მატჩის ჩატარება მოახერხა.

შედარებისთვის კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გამოდგება - ზაგრების "დინამოს" 10 ფეხბურთელი საკუთარი ეროვნული ნაკრების, 7 კი სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წევრია, მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრებში ბოლო პერიოდში "საბურთალოს" მხოლოდ 1 ფეხბურთელი იყო გამოძახებული - ლაზარე კუპატაძე.

ზაგრების "დინამომ" 2013-14 წლების სეზონის შემდეგ ტრანსფერებში 131.9 მილიონი ევრო მიიღო, თავად კი 39.6 მლნ დახარჯა და ჯამში 92.3 მილიონი ევროს ღირებულების მოგება მიიღო.

"საბურთალოს" კი ფეხბურთელი არც გაუყიდია და არც შეუძენია.

ფეხბურთელები, ვისაც უნდა ვუფრთხოდეთ
გასულ სეზონში ზაგრების "დინამოს" ორი საუკეთესო ბომბარდირი ჰყავდა - ბრუნო პეტკოვიჩი და მარიო გავრანოვიჩი. მათ 9-9 გოლი გაიტანეს. მესამე ადგილი კი ზემოთ ნახსენებმა დანი ოლმომ დაიკავა 8 გატანილი გოლით, რასაც 3 საგოლე პასიც დაუმატა.

კარგი სეზონი ჰქონდა დამიან კაძიორსაც, რომელმაც 6 გოლი და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

19 ივლისს სტარტს ხორვატიის ჩემპიონატი იღებს. პირველ ტურში "საბურთალოს" მომავალი მეტოქე "ლოკომოტივას" დაუპირისპირდება. წესით, ამ მატჩში უნდა გამოიკვეთოს, დაახლოებით რა შემადგენლობას გამოიყვანს თბილისურ მატჩში "დინამოს" დამრიგებელი.

მწვრთნელები

ზაგრების "დინამოს" მთავარი მწვრთნელი 49 წლის ხორვატი სპეციალისტი ნენად ბიელიცაა, რომელიც გუნდს 2018 წლის მაისიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით, "დინამომ" 59 შეხვედრიდან 44 მოიგო, 9 ფრედ დაასრულა და 6 მარცხი იწვნია.

მას სხვადასხვა დროს ავსტრიულ კლუბებში, მათ შორის, ვენის "ავსტრიაში", იტალიურ "სპეციასა" და პოლონურ "ლეხში" უმუშავია.

"დინამომ" მისი ხელმძღვანელობით ხორვატიის უმაღლესი დივიზიონი მოიგო, ამ საუკუნეში მე-14-დ, თასის ფინალში კი "რიეკასთან" დამარცხდა (1:3)

რაც შეეხება გიორგი ჭიაბრიშვილს, ის "ზესტაფონსა" და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობდა. სხვადასხვა დროს იყო "საბურთალოს" მთავარი და ასისტენტი-მწვრთნელიც, საბოლოოდ კი კლუბში 2016 წელს დაბრუნდა და მას შემდეგ გუნდს 86-ჯერ უხელმძღვანელა.

მან კლუბთან ერთად 2018 წელს საქართველოს ეროვნული ლიგა მოიგო.

დასკვნა

ზაგრების "დინამო" თბილისის "საბურთალოზე" ბევრად ძლიერი კლუბია, სერიოზული ფინანსებით, უნიჭიერესი მოთამაშეებით და გამოცდილებით.

ხორვატიული კლუბი 2007-08 წლების სეზონიდან რეგულარულად ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ერთადერთი სეზონი, როდესაც "დინამომ" ჯგუფურ ეტაპამდე ვერ მოაღწია, 2017-18 წლების სეზონი იყო.

გასულ სეზონში ხორვატებმა ევროპა ლიგის მერვედფინალში ითამაშეს, სადაც"ბენფიკასთან" დამატებით დროში დამარცხდნენ.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, "საბურთალო" აუტსაიდერად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებს საკუთარი შანსი აუცილებლად მიეცემათ.

აღსანიშნავია, რომ საპასუხო შეხვედრა "დინამოს" 35 000-იან სტადიონ "მაქსიმირზე" გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება.

"საბურთალო" მეტოქეს პირველ მატჩში "მიხეილ მესხზე" 21:30 საათზე მიიღებს. ბილეთის ფასი 1 ლარია.

Jango
მივმართავ კახა კალაძეს! თბილისში ევროს შესარჩევი თამაშის დროს თუკი მატჩი მთავრდება 22.30-ის მერე,მეტროს დაკეტვა გადაიტანონ 0.30-ზე ასევე მივმართავ კობიაშვილს და ყაველასვილს რომ თბილისის მერთან ეს საკითხი მოაგვარონ
ნიკ
21:30 წუთზე რატომ ნიშნავენ თამაშს,ეს დრო საქართველოს მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით სპორტსმენისთვის ბუნებრივად ის დროა,როცაძალა და კონცენტრაცია მინიმუმამდეა დაცემული. ჩვენ თვითონ ვაძლევთ მოწინააღმდეგეს უპირატესობას( ბავშვები როგორ გავუშვა თამაშზე(23:00საათზე მეტრო იკეტება) წარმატებები საბურთალოს
გადასარევი გიორგი
ამ სტატიაში ძალიან მომხვდა ყურში "უნიჭიერესი მოტამაშეები ყავთო ". რას ემსახურება ეს სტატია ? ვინ ზომავს ვინ ვიზე ნიჭიერია? ესაა უბრალოდ წინასწარ თავის მართლება და ვითომ "ობიექტურობის" ჩვენება, არადა თუ მოუგებენ ზაგრების დინამოს ნაირ გუნდებს , ზუსტად მაშინ და ასე შეივსება და გათანაბრდება ის დიდი სხვაობა კლუბის ბიუჯეტის და ფეხბურთელების ფასებს შორის. რას აშინებთ ან საბურთალოს და ან გულშემატკივარს, ესეც რეალი არ იყოს ან ბარსელონა. მიდით ბიჭებო და რაც მთავარია ქართველ კომენტატორებს არ უსმინოთ არასდროს! წარმატებები საბურთალოს , ვიგებთ ...
fan
მსოფლიოს საკლუბო რეიტინგში ზაგრების დინამო 71 ადგილზეა . შერიფი კი 88 . ასე რომ არც ზაგრების დინამოსთან ვართ მთლად უშანსოდ . ოღონდ დინამოსთან 10 წუთში გაშვებული 3 გოლი ნამდვილად არ შეგვრჩება. ასე რომ მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო! წარმატებები საბურთალოს!
Glazgo
სქოთების აბერდინი ნაკლები არაა უფრო ძლიერიცაა შოტლანდიის ჩემპიონატი ხორვატიის ჩემპიონატზე
Georgia
ხორვატიის გუნდი " ლურჯები, ხორვატიის წითელი ვარსკვლავი",დღეს ჩვენზე , ევრო რეიტინგით ძლიერი გუნდია. ფანები კი "ბულდოგები- ცუდი ლურჯი ბიჭები",ერთ ერთი "თავმოგლეჯილი ")ულტრასებია ევროპაში,და სწორედაც ჩვენთან თამაშისას ზაგრებში ხორვატიელები დასჯილები არიან უეფას მიერ, ტრიბუნები ცარიელი იქნება ეს ერთ კარგი შანსი და მეორე კარგი შანსია თუ თბილისში ჩვენი ულტრას და გულშემატკივრები შეავსებენ სტადიონს- არავისზე ნაკლები ქომაგობით , გასვლის რეალური შანსები გვექმნება.
kaxa
მიმაჩნია რომ სავარაუდო მეტოქეებიდან საბურთალოს ყველაზე ძლიერი მეტოქე ერგო!
69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "რეალმა" "ატალანტას" სძლია - მბაპემ ტრავმა მიიღო [VIDEO]
ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია
"სანამ ნაკრების წარუმატებლობას სულ მწვრთნელებს დავაბრალებთ, არაფერი გამოვა" - გიორგი ჭიაბრიშვილის ინტერვიუ
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
ცხოვრებაძემ "გუმერსბახი" დატოვა - ქართველ ხელბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "სლოვანის" მეოთხე მარცხი და პსვ-ს პირველი გამარჯვება
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ჩემპიონთა ლიგა. V ტური: ორი გამოუყენებელი პენალტი - "რეალი" "ლივერპულთან" დამარცხდა და 24-ე პოზიციაზე დაქვეითდა [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "რეალის" დამაჯერებელი გამარჯვება და "ბაიერნის" მარცხი "ფეიენოორდთან" [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
ზაგრების "დინამოს" შემტევმა "რეალს" 5-წლიან კონტრაქტზე უარი უთხრა