საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ტირასპოლის "შერიფის" ბარიერი გადალახა. ორმატჩიანი დაპირისპირება ქართულმა კლუბმა საერთო ჯამში 4-3 მოიგო.

"საბურთალოს" მომდევო მეტოქე ზაგრების "დინამოა". კლუბის მიერ ჩატარებულ მატჩებსა და სამომავლო გეგმებზე გიორგი ჭიაბრიშვილი ეროვნული ლიგის ვებგვერდთან საუბრობს.

- გასვლაზე 0:3 მოგებული თამაშის შემდეგ მოულოდნელი იყო საკუთარ მოედანზე საწყის 11 წუთში გაშვებული 3 გოლი. რა მოხდა მატჩის დებიუტში?

- წარუმატებელი სტარტი გვქონდა. მეორე წუთზე მივიღეთ პირველი გოლი და ამან პანიკური სიტუაცია შექმნა. ყველანაირი გეგმა და დავალება რაც თამაშამდე გვქონდა, მეორე რიგში გადავიდა. ქვეცნობიერში წავიდა ფიქრი იმაზე თუ როგორ შეგვენარჩუნებინა ანგარიში. ამ ყველაფერს მოჰყვა მეორე და მესამე გოლი. მე რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა ამ სიტუაციის გაანალიზება და გონზე მოსვლა მოახერხებს. მსგავსი მოცემულობის შემოტრიალება არამხოლოდ ქართულ კლუბებს არამედ ძალიან დიდ გუნდებს უჭირთ.

ალბათ აქვს ახსნა თუ რატომ განვითარდა ასე მოვლენები. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ გუნდმა 3:0 მოგებული მატჩის შემდეგ ჩათვალა რომ საქმის 90 პროცენტი გაკეთებული იყო. ასეთ დროს ყოველთვის ისჯები. ახალგაზრდა ფეხბურთელებთან გვაქვს საქმე და ვიმედოვნებ, რომ ეს გამოცდილება სამომავლოდ გამოგვადგება. გუნდს ჯერ მაინც უჭირს იმის გათვითცნობიერება თუ სად ვთამაშობთ და რამხელა რაღაცა დგას კონკრეტული მატჩების უკან.

- შეძელით თუ არა გაშვებული გოლების შემდეგ ფეხბურთელებისთვის მითითებების მიცემა?

- შესვენებამდე ვერაფერი ვერ მოვახერხე და ეს იყო ძალიან რთული ჩემთვის. გულშემატკივრების სიმრავლის გამო (რომელსაც არ ვართ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონაში მიჩვეული) გამიჭირდა ჩემი სათქმელის ფეხბურთელებამდე მიტანა. რომც მქონოდა საშუალება ალბათ მაინც ვერ გაიგებდნენ მიღებული შოკის გამო.

- შესვენებაზე რა მოხდა?

- შესვენებაზე დიდი ტაქტიკური ცვლილებები არ გამიკეთებია. მე მათ უბრალოდ ვკითხე: რა ხდება, რას ვთამაშობთ და რატომ არ არის ეს ჩვენი თამაში? ვუთხარი, რომ ვითამაშოთ ის ფეხბურთი რასაც ზოგადად ვთამაშობთ და დასრულდეს დაპირისპირება ისე როგორც დასრულდება. ამის შემდეგ დაილაპარაკეს დალაგდნენ და თავადაც ნახეთ რომ მეორე ნახევარში სულ სხვა გუნდი იყო მოედანზე.

ზოგადად მეგონა, რომ პირველ შეხვედრაში ასეთი დამაჯერებელი თამაშის შემდეგ მეორე მატჩში არ ექნებოდათ ისეთი სიფრთხილე, როგორსაც ადგილი ჰქონდა პირველ წუთებში.

- დამაჯერებლად მოგებული გასვლითი მატჩის შემდეგაც კი თქვენ მოერიდეთ ხმამარალ განცხადებებს. მაშინ გქონდათ სწორედ ის მოლოდინი რამ მიხეილ მესხის სახელობის არენაზე მოხდა?

- მე გულწრფელად ვფიქრობდი, რომ "შერიფი" არ იყო ის გუნდი, რომელსაც "საბურთალო" მარტივად მოუგებდა. პირველ შეხვედრაში მოლდოველების მხრიდან მეტოქის შეუფასებლობა მოხდა, რომელიც ჩვენ კარგად გამოვიყენეთ. მაშინაც ვიზახდი და ბოლომდე დავრჩი ჩემს აზრზე, რომ თბილისში სულ სხვა გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევდა თამაში და გაცილებით რთული იქნებოდა.

- გულშემეტკივრების ფაქტორი რამდენად დიდი იყო შერიფთან მატჩში?

- ორმაგი სტიმული იყო ჩვენი ფეხბურთელებისთვის. ვერაფერს მოვახერხებდი შესვენებაზე და გუნდი ვერ შეძლებდა საჭირო განწყობის შექმნას, რომ არა ამდენი ადამიანის გულწრფელი ტაში და მხარდაჭერა. უბრალოდ გული მწყდება ერთ რამეზე, რომ თბილისში ვერ ვანახეთ გულშემატკივარს ის, თამაში როგორიც ტირასპოლში. ეს რომ გამოგვსლოდა და დარწმუნებული ვარ უფრო გახარებულიბი და ნასიამოვნები წავიდოდნენ სტადიონიდან.

- რა იქნება ზაგრების "დინამოსთან"?

- ზაგრების "დინამოზე" ჯერ სიღრმისეული ანალიზი გასაგები მიზეზების გამო არ გაგვიკეთებია. ზედაპირულად ვიცით როგორი გუნდია. ბევრად ძლიერი მეტოქეა ვიდრე "შერიფი". მათ აქვთ ფინანსური რესურსი და ზოგადად ხორვატებს, რომ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ ამას მუდმივად ამტკიცებენ. კარგად მოვემზადებით მომავალი თამაშებისთვის. ვეცდებით, ის ლაფსუსები, რაც გვქონდა, გამოვასწოროთ. დრო არ გვაქვს ბევრი, მაგრამ გავმეორდები, რომ ჩემი ფეხბურთელები ამ დონეზე თამაშისთვის მზად არიან.

- ხორვატიაში არ მიმდინარეობს ჩემპიონატი და შესაძლოა ფეხბურთელები არ იყვნენ სათანადო ტონუსში და ამას ემატება მატჩი გულშემატკივრების გარეშე ზაგრებში. ეს ფაქტორები რამდენად შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ორრაუნდიან დაპირისპირებაში?

- ეს ორი ფაქტორი აუცილებად გადამწყვეტი იქნება იმ შემთხვევაში თუ მინდორზე გუნდების თანაფარდობა მეტ ნაკლებად ერთი დონის იქნება. სანამ უშუალოდ არ ვნახავთ რა მოცემულობა იქნება მოედანზე ამაზე საუბარი რთულია. თუ ამ ბარიერის გადალახვის შანსი მოგეცემა, რა თქმა უნდა ზემოხსენებული დეტალები იქნება უმნიშვნელოვანესია.

- გაქვთ თუ არა შემონახული კოზირები, რომელიც ამ დრომდე არ დაანახეთ ზაგრების "დინამოს" წარმომადგენლებს?

- "შერიფთან" დაპირისპირებაში ვეცადეთ რომ არ გამოგვეყენებინა ერთი შეტევითი კომპონენტი. ასე რომ გვაქვს გარკვეული რეზერვი ამ მიმართულებით.

გიორგი
როლოვიჩმა ორჯერვე გაამართლა თამაშში და რატომ უნდა დააყენოს გაბედავა? დაიმსახუროს შეცვლებზე გამოსვლისას.
grishka
დინამოს მაშინდელ ფეხბურთელებს ადარებთ ამათ ? ისინი იყვნენ ტოპ ბიჭები , უკლებლივ ყველა და მათთვის ავტორიტეტები არ არსებობდნენ . თვითონ იყვნენ ავგტორიტეტები , არავისზედ ნაკლები . ესენი კიდევ .. ღმერთმა ხელი მოუმართოთ !
besaroni
ამ თამაშებს რო ნიშნავთ 21,30 წუთზე, მარტო ვაკელებმა უნდა იაროონ სტადიონზე.დაფიქრდით ასე უაზროდ როგორ შეიძლება , მეტრო 11 მდე მუშაობს, თამაშის მერე ტაქსებით დავბრუნდეეთ სახლებში,
Vakhtang Lobzhanidze
ჩვენთვის ზარგების დინამო, სტიაუა, პაოკი, ლეგია და ამისნაირები უკვე გრანდია..ლიგიდან რომ გამოვაგდოთ პატარა სასწაულია საჭირო..თავს ზემოთ ახტომა. და ყველანაირად უნდა ვეცადოთ ეს ნახტომი გამოგვივიდეს!
ლევანი
ბატონო გიორგი, ჩემი აზრით სასტარტოში კაკუბავა უნდა დააყენოთ, გამოცდილია და ბოლომდე იბრძოლებს, აგრეთვე გაბედავა აუცილებელია სასტარტოში ის ბოლომდე იბრძვის თითეული ბურთისთვის, გუნდს დაეხმარება, სასტარტოში დააყენეთ აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს
მერაბი
"შერიფთან" მიღებული შოკი კარგი გამოცდა იყო გუნდისთვის. ეცოდინებათ, რომ ოდნავ მოშვებას ყოველთვის გოლის გაშვება მოსდევს. ზაგრები მართლაც არ არის გადაულახავი ბარიერი, "საბურთალოს" შეუძლია ორმატჩიანი მოგება. მახსოვს, თბილისის "დინამო" რომ ეთამაშებოდა "ლივერპულს" არავის ეგონა თუ მოიგებდა.
Mmm
ისე გამოცდილება ისეთი მიიღო ამ ერთი თამაშით საბურთალომ, შეიძლება წლები თამაშობდეს გუნდო ევროტურნირებზე და ვერ მიიღოს. იმედია წაადგება.
s.s.
ცოტა კოხრეიძის არ ყოფნაზე მწყდება გული, თორემ მჯერა, რომ გავცდებით ზაგრებს. ხალხი ისე უყურებს ზაგრების დინამოს გეგონება ვინმე გრანდს ვეთამაშებოდეთ, კარგით რა, საბურთალო მართლა საკაიფოდ თამაშობს (საქართველოს კვალობაზე) და მგონია რომ შანსები არც თუ ისე ცოტა გვაქვს.
კ ო მ ბ ლ ე
ბოლომდე დაიხარჯეთ და თუ წააგეთ, წაგებასაც გაიგებს ხალხი.
goga
გაშვებული გოლის შემდეგ, რომ გუნდში პანიკური სიტუაცია იქმნება, რომელ მზადყოფნაზეა საუბარი?
Tbiliseli
მაგარი მწვრთნელია და მაგარი გუნდია საბურთალო. ჩემი აზრით შანსები 30/70ზეა, საბურთალოს საკმაოდ ნორმალური შანსი აქვს
roma
როგორც არ უნდა დამრთავდეს მატჩი თბილისში ისე ქენით რომ გასვლაზე აზრი ქონდეს თამაშს, არ დანებდეთ არ მოდუნდეთ თავიდანვე შეუტიეთ და პრესინგი ეთამაშეთ, ღმერთი ჩვენსკენ და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია