ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელ თბილისის "დინამოს" ვეტერანებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ
ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მხოლოდ 13 მაისს არ გამართულა. თბილისის "დინამოს" ტრიუმფს საქართველოში რამდენიმე დღეა, აღნიშნავენ და სწორედ ამ მოვლენას მიეძღვნა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა სამინისტროში გამართული მიღება, სადაც მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა ვეტერან დინამოელებს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.

ცნობისთვის, ეს წოდება საქართველოში მხოლოდ ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონებს ენიჭებათ, მაგრამ "დინამოს" გამარჯვების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამინისტრომ გამონაკლისი დაუშვა.

ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა, ალექსანდრე ჩივაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, ნოდარ ხიზანიშვილი, გიორგი თავაძე, ვიტალი დარასელია, ზაურ სვანაძე, თენგიზ სულაქველიძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, ნუკრი კაკილაშვილი, ვაჟა ჟვანია, რევაზ ჩელებაძე, გიორგი ჭილაია, ვახტანგ ქორიძე, კარლო მჭედლიძე, ამირან ანდღულაძე, "დინამოს" მთავარი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი, მწვრთნელი სერგო კუტივაძე, გუნდის უფროსი კახი ასათიანი - ესენი არიან სპორტის რაინდის ტიტულის ახალი მფლობელები. ცოცხალთაგან ცერემონიას, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ყველა დაესწრო, გარდაცვლილთა კუთვნილი ჯილდო კი მათი ოჯახის წევრებმა მიიღეს.

თავის მხრივ, დინამოელებმა მინისტრს საკუთარი ავტოგრაფებით დამშვენებული ბურთი უსახსოვრეს. ღონისძიებას სამინისტროს ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით დაესწრო, იქვე იყვნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და "დინამოს" გენერალური მენეჯერი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

დაჯილდოების ცერემონიალს შეხვედრის არაოფიციალური ნაწილი მოჰყვა, სტუმარ-მასპინძლებმა ქართული ფეხბურთის სადღეგრძელო შესვეს.

ლადო ვარძელაშვილი: "თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებს ვულოცავ ამ გამარჯვების 30 წლის იუბილეს. "დინამოს" ფეხბურთელებმა ქართულ სპორტს და მთლიანად საქართველოს ისეთი დიდი სიხარული აჩუქეს, რომ ამ ჯილდოს უთუოდ იმსახურებენ. იმედს გამოვთქვამ, რომ ქართული ფეხბურთი დიდ გამარჯვებებს არაერთხელ მოიპოვებს, ამისთვის კი ერთობლივი მუშაობა გვმართებს. უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ სამუშაო პროგრამას და ვეტერან ფეხბურთელებთან აქტიურად ვითანამშრომლებთ".

ვლადიმერ გუცაევი: "სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ასეთი დაფასებისთვის დიდ მადლობას ვუხდი. ამ ჯილდოს მხოლოდ ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონებს გადასცემენ, ჩვენ კი, ალბათ, იმ დიდი გამარჯვებებისა და სიხარულისთვის დაგვაფასეს, რომელიც ქართველ ხალხს და გულშემატკივარს მოვუტანეთ".

ოთარ გაბელია: "ჯილდოს მიღება და ასეთი დაფასება ძალიან სასიამოვნოა. უფრო მეტად სასიხარულო კი ის ყურადღებაა, რომელსაც სულ ვგრძნობდით. იუბილე მოგვილოცა ყველამ, "დინამოს" ხელმძღვანელობამ, ფეხბურთის ფედერაციამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ. ქართულ ფეხბურთში ვითარება უკეთესობისკენ მიდის და შედეგი აუცილებლად მოვა".

თენგის სულაქველიძე: "უბედნიერესი ვარ, დღემდე რომ გვაფასებენ. დიდი მადლობა სამინისტროს ასეთი საპატიო ჯილდოსთვის. იმედი მაქვს, ქართული ფეხბურთი ძალიან მალე აღორძინდება და საერთაშორისო ასპარეზზე ისევ იტყვის საკუთარ სიტყვას".

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა