ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი 3 ივნისს ხორვატიაში გასამართი მატჩისთვის გუნდის მომზადებას 23 მაისიდან შეუდგება
23 მაისიდან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოთარ გაბელია 3 ივნისს ხორვატიის ქალაქ პულაში გასამართი შეხვედრისთვის გუნდის მომზადებას შეუდგება - ევრო-2013-ის შესარჩევი ჯგუფის პირველ შეხვედრაში ივო შუშაკის გაწვრთნილი ხორვატი ახალგაზრდები ქართველებს უმასპინძლებენ.

გაბელია შეკრებაზე 24 ფეხბურთელის გამოძახებას აპირებს, მაგრამ მხოლოდ ლეგიონერებსა და მეკარეების ასახელებს.

მეკარეები: გიორგი მაკარიძე ("ლე მანი", საფრანგეთი), თორნიკე ზარქუა ( "დინამო"), გიორგი ნადირაძე ("დინამო 2"), დავით ლეგაშვილი ("სიონი 2").

მცველი: საბა კვირკველია (ყაზანის "რუბინი 2", რუსეთი).

ნახევარმცველები: ზაქარია ბეგლარიშვილი ("ფლორა", ესტონეთი), ნიკა ძალამიძე ("ვიძევი", პოლონეთი), თორნიკე ოქრიაშვილი ("ილიჩევეცი", უკრაინა).

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე, ირაკლი შეყილაძე (ორივე - "ემპოლი", იტალია), გიორგი ჭანტურია (არნემის "ვიტესი", ჰოლანდია).

გაბელიას თქმით, გუნდი ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაში" ივარჯიშებს - თავიდან არასრული შემადგენლობით.

"ლეგიონერებიდან მოგვიანებით შემოგვიერთდებიან ნიკა ძალამიძე და ლევან მჭედლიძე. ძალამიძე პოლონეთის ჩემპიონატში ბოლო ტურის შეხვედრას 29 მაისს ჩაატარებს. ჯერ არ ვიცით, როდის ჩამოვა მჭედლიძე, რადგან მითხრა, რომ ეს "ემპოლის" გამოსვლაზეა დამოკიდებული. თუ "ემპოლი" სერია A-ში გადასასვლელ პლეიოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს, გადასასვლელ მატჩს 29 მაისს ჩაატარებს და 30 მაისს შემოგვიერთდება. თუ ასე არ მოხდა, შეკრებაზე 23 მაისს ირაკლი შეყილაძესთან ერთად გამოცხადდება.

საქართველოს ჩემპიონატიდან გამოძახებულ მოთამაშეებს შეკრებაზე 23 მაისს ველით, "ტორპედოსა" და "გაგრას" წევრების გარდა, რომლებიც 26 მაისს თასის ფინალში ითამაშებენ.

საბოლოო სიას საქართველოს ჩემპიონატის დარჩენილი ორი ტურის მერე გამოვაცხადებ. თუმცა განსაკუთრებული ცვლილებები არ იქნება. სულ თბილისში 24 ფეხბურთელი მოემზადება, 2 ივნისს კი ხორვატიაში 18 გაემგზავრება.

მეტოქეზე ინფორმაციის შეგროვება მსურდა, მაგრამ ჯერ მხოლოდ უნგრეთთან მატჩის ფირები მომაწოდეს, უკრაინასთან, საფრანგეთთან და ესპანეთთან მათი შეხვედრების ჩანაწერები კი, მიუხედავად მრავალგზის თხოვნისა, დღემდე არ გამოუგზავნიათ.

ის, რომ ხორვატების მწვრთნელი ჩვენთვის კარგად ნაცნობი ივო შუშაკია, მათ ტაქტიკაზე წარმოდგენას მაინც არ გვიქმნის. შუშაკი "დინამოსა" და საქართველოს ნაკრებში 2004 წლამდე მუშაობდა და ორივეს 3-5-2 სქემით ათამაშებდა. მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და, ალბათ, ძველ ტაქტიკას აღარ იყენებს. არ არის გამორიცხული, ერონული გუნდის მონახაზი გამოიყენოს - 4-3-3-ს ან 4-4-2-ს, 4-2-3-1-საც არ გამოვრიცხავ. ფაქტია, რომ ძლიერი ნაკრები ჰყავთ და შინ შემტევ სტატეგიას აირჩევენ" - გვითხრა გაბელიამ.

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა