27-28 მაისს გერმანიის ქალაქ პლაუენში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს თასი ჩატარდება
27-28 მაისს გერმანულ პლაუენში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს თასი ჩატარდება.

ეს უფროსთა ანალოგიური შეჯიბრების ახალგაზრდული ალტერნატივაა და ზუსტად იმავე ფორმატით იმართება ანუ "გუნდი-გუნდზე". უფროსთა დარად, მონაწილენი მსოფლიოს წინა პირველობის შედეგების მიხედვით შეირჩევა - რვა საუკეთესო, ამჯერად კი ამ სიაში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუსეთის, ირანის, თურქეთის, აშშ-ს, იაპონიისა და თავად გერმანიის გუნდები მოხვდნენ. ისინი ორ ჯგუფად გაიყოფიან და 27 მაისს პირველი ეტაპის შეხვედრებსაც გამართავენ, ხოლო დანარჩენს - მეორე დღეს.

ჩვენი ნაკრები მთავარ მწვრთნელ ნუგზარ სხირელის ხელმძღვანელობით გერმანიაში 26 მაისს გაფრინდება ასეთი შემადგენლობით: ლევან როჭიკაშვილი (50), ლაშა ლომთაძე (55), ზურაბ იაკობაშვილი (60), დავით გალეგაშვილი (66), ბექა პეტრიაშვილი (74), ალექსანდრე ამინაშვილი (84), ომარ გუსოშვილი (96), გიორგი ასლანიშვილი (120). გუნდი ახლა დუშეთშია შეკრებაზე, სადაც ევროპისა და მსოფლიოს პირველობებისთვის ემზადება. ის შეჯიბრებები სულ რაღაც სამკვირიანი ინტერვალით იმართება და მწვრთნელები ორ-ორ შემადგენლობას არჩევენ.

გერმანული ტურნირიც საკადრო შემოწმების ერთ-ერთი ეტაპია. არსებითად, ევროპა-მსოფლიოზე წამსვლელი ფალავნები მწვრთნელს უკვე შერჩეული ჰყავს, მაგრამ დასახელებას ჯერ არ ჩქარობს. სავარაუდოდ, უმრავლეს წონებში კანდიდატები ერთმანეთს შეცვლიან ანუ ერთი ევროპას იჭიდავებს, მეორე - მსოფლიოს. არის წონითი კატეგორიები, სადაც სამი სრულფასოვანი კანდიდატიცაა - იმათგან ერთი ამ თასზე გამოვა გერმანიაში.

ევროპა-მსოფლიოსთვის ემზადებიან ახალგაზრდა ბერძენ-რომაელებიც, რომლებიც ხვალ დაიწყებენ შეკრებას ასევე დუშეთში, ერთი ჯგუფი კი ხვალიდანვე ერევანში ოლიმპიურ ჩემპიონ ლევონ ჯულფალაკიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება. გუნდის თავკაცი ვლადიმერ ადეიშვილი იქ 12-კაციან შემადგენლობას აგზავნის, რომელიც ძირითადად მესამე ნომრებითაა დაკომპლექტებული. ადეიშვილის გადაწყვეტილებით, მეორე ნომრები ივნისში თბილისში გივი კარტოზიას სახელობის საერთაშორისო შეჯიბრებაში გამოვლენ, ლიდერები კი ევროპის პირველობაზე იჭიდავებენ, თუმცა შემადგენლობის დასახელებას ჯერ არც ის ჩქარობს. ამდენად, დაზუსტებით ვერც იმას გეტყვით, ვინ მოიაზრება პირველ ნაკრებში და ვინ - მეორეში.

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა