ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის მოსამზადებელ ციკლში საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები აღმოსავლეთევროპულ ტურნეში გაემგზავრა. დიმიტრი ჯაკობოვისა და დავით როგავას გაწვრთნილი გუნდი ჯერ უკრაინაში, შემდეგ ლატვიაში, ბოლოს კი ბელორუსში გაივლის შეკრებას. ამ ვოიაჟის განმავლობაში ჩვენი 16-წლამდელები 4 ამხანაგურ მატჩს გამართავენ, რომელთაგან 1 უკვე ითამაშეს. დღეს კიევში საქართველოს ნაკრები უკრაინის 16-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდა და შეხვედრა 2 ქულით – 59:61 დათმო.

მატჩისთვის განკუთვნილი დროის ბოლო წამზე უკრაინელები ლუკა ლიკლიკაძეზე დაჯარიმდნენ, რომელსაც შეეძლო მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა, თუმცა ქართველმა უკანახაზელმა ორივე სროლა გააცუდა და შეხვედრა მასპინძელთა 2-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ უკრაინა ბოლო პერიოდის წინ 44:46 აგებდა და გამარჯვების მოპოვება დასკვნით წუთებზე მოახერხა.

საქართველოს ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:

ლუკა ხუციშვილი, ლაშა მესხი, ლუკა ავალიანი, გიორგი მესხი, როლანდ დევიძე, ლუკა ლიკლიკაძე, სანდრო კასაბური, გიორგი მახნიაშვილი, ლუკა კუჭუხიძე, გიორგი სულაბერიძე, გიორგი გუგუციძე, ელგუჯა ხვედელიძე, ნუგზარ ბოჭორიშვილი

საქართველოს ნაკრებში 12 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო ელგუჯა ხვედელიძე. 12 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა ლუკა ლიკლიკაძეს. საქართველოს ნაკრები უკრაინას კიდევ ერთხელ 24 ივლისს დაუპირისპირდება, რის შემდეგაც ლატვიაში გაემგზავრება და 30 ივლისამდე საწვრთნელ შეკრებას გაივლის. შემდეგ ჩვენები ბელორუსში გადავლენ და ამ ქვეყნის 16-წლამდელთა ნაკრებთან 2 საკონტროლო მატჩს გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომლის B დივიზიონიც 8-17 აგვისტოს მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცეში გაიმართება. ტურნირში მთლიანობაში 24 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. საქართველო B ჯგუფში მოხვდა კვიპროსთან, ჩეხეთთან, ირლანდიასთან, პორტუგალიასთან და ჰოლანდიასთან. ჯგუფიდან 2 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა და ბრძოლას სამეულში მოსახვედრად განაგრძობს. ისევე, როგორც ყველა ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატში, 16-წლამდელებშიც B დივიზიონიდან A-ში 3 საუკეთესო გადადის.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს U16 ნაკრებმა პოლონეთს მეორედაც მოუგო ელიტარულ – A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები თურქეთის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სტამბოლში თურქეთთან დამარცხდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სერბეთთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველომ ხორვატია დაამარცხა და A დივიზიონში დასარჩენად პოლონეთს დაუპირისპირდება
საქართველოს U16 ნაკრები რუმინეთთან ბოლო წუთებზე დამარცხდა და თურქული ტურნირი დაასრულა