24 ივლისს ბულგარულ ბურგოსში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 15 წლამდე წყალბურთელთა ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა.

ქართველმა წყალბურთელებმა მერვედფინალში სლოვაკეთთან 12:8 გაიმარჯვეს. 25 ივლისს, საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში საბერძნეთს შეხვდება. მატჩი 21:30 საათზე დაიწყება.

საქართველოს იუნიორთა ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში.

ამ შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გელა ტუკვაძემ:

"ძალიან რთული შეხვედრა იყო. თავიდან შანსები ალბათ 50/50-ზე გვქონდა. ჩვენმა გუნდმა უფრო კარგად, უფრო ძლიერად და უფრო მოტივირებულად ითამაშა. ვგრძნობდით იმ პასუხისმგებლობას, რაც ამ თამაშს მოჰყვებოდა. ევროპის საუკეთესო 8 გუნდში შევედით და ამით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. ახლა შევეცდებით, დავისვენოთ და მეოთხედფინალში უკვე მაქსიმალურად დავიხარჯოთ", - აღნიშნა მწვრთნელმა.

საქართველო - სლოვაკეთი 12:8 (4:2, 4:1, 2:2, 2:3)

საქართველო: ჩაგელიშვილი, კოზაშვილი (1), გოცირიძე, ბაგაშვილი, გელაშვილი (1), ს. ტყეშელაშვილი (2), ახვლედიანი (3), ვასაძე, გორგოძე (1), კირიაკიდი, ჩიქოვანი (4), ცოტაძე, ნ. ტყეშელაშვილი

ჩვენი გუნდი ჯგუფურ ეტაპზე რუსეთს დაუზავდა (9:9), იტალიასთან წააგო (8:12)

ჰოლანდიას კი მოუგო (14:11).

vvv
ვაიმე, რა კარგი შვილები არიან? გაიხარეთ ათასი წელი თქვენ და თქვენმა მშობლებმა ჯანსაღი ცხოვრებოს შერჩევისათვის 25 ივლისს, საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ჰოლანდიას შეხვდება. მატჩი 21:30 საათზე დაიწყება.
გიზოგ
გილოცავთ! გისურვებთ შემდგომ წარმატებებს.
iolasha
ძალიან მაგარია, მაგრამ მეოთხედფინალში ვის ვხვდებით და როდის?
სოსო
ყოჩაღ ბიჭებო.ძალიან კარგი ამბავია.
გრიშო
ძალიან კარგი ამბავია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა