არგენტინელი ბომბარდირთა დავაში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბულგარელ ფორვარდ დიმიტარ ბერბატოვს გაუტოლდა
„მანჩესტერ სიტი“ „სტოკ სიტის“ ეთამაშა, გუნდს, რომელსაც შაბათს ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში 1:0 აჯობა. მეორე შეხვედრაც ისტლენდელებისა აღმოჩნდა. რობერტო მანჩინის ბიჭებმა ამჯერად უფრო შთამბეჭდავად, 3:0 მოიგეს და, რაც მთავარია, მესამე ადგილზე გადავიდნენ - „არსენალი“ უკან ჩამოიტოვეს.

ახლა, პრემიერლიგის სეზონის ბოლო სეხვედრაში „სიტი“ ბოლტონს ესტუმრება, ხოლო „არსენალი“ ლონდონშივე ითამაშებს, ოღონდ „კრეივენ კოტეჯზე“, „ფულჰემთან“. თუ ორივე მოიგებს, მესამეზე, ბუნებრივია, „სიტი“ დარჩება და მომავალ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფშიც ის ჩაჯდება, ხოლო „მეთოფეებს“, იქამდე მისასვლელად, შესარჩევი ეტაპის გადალახვა მოუწევთ. რამდენად მოტივირებულნი იქნებიან ბოლო დღეს ისტლენდელთა და „მეთოფეთა“ მეტოქეები?

მიკიბ-მოკიბვის გარეშე შეგვიძლია ვთქვათ: ამ სეზონისგან არც „ბოლტონს“ უნდა რამე და აღარც „ფულჰემს“.

„მესამე ადგილზე გასვლა დიდებული იქნება, - თქვა მანჩინიმ, - ჩვენთვის მთავარი ოთხეულში მოხვედრა იყო, რადგან ამ სეზონში მიზნად ჩემპიონთა ლიგაში ადგილის დაბევება გვქონდა, მაგრამ თუ ამას მესამე ადგილით მოვახერხებთ, კიდევ უკეთესი. მესამე და მეოთხე ადგილებს შორის განსხვავება ის არის, რომ მეოთხე ადგილზე გასული შეჯიბრებას საკვალიფიკაციო ეტაპიდან იწყებს, მესამე ადგილზე გასული კი პირდაპირ ჯგუფში ხვდება“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში „მანჩესტერ სიტის“ არგენტინელმა ფორვარდმა კარლოს ტევესმა ინტერვიუში თქვა, რომ მომავალი სეზონიდან შესაძლოა სხვა გუნდში გადავიდეს. ტევესი ამბობდა, რომ ყველაფერი მისი ოჯახის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. „სტოკ სიტისთან“ შეხვედრაში არგენტინელმა სამიდან ორი გოლი გაიტანა და როდესაც 88-ე წუთზე მანჩინიმ ის დედრიკ ბოიატათი შეცვალა, ფეხზე წამომდგარმა სტადიონმა ოვაცია მოაწყო.

მანჩინიმ თქვა: „მე ბოლო 20 დღის განმავლობაში კარლოსს ძალიან ბევრჯერ ველაპარაკე და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის ჩვენგან არსად წავა. ყველაზე მთავარი მისი ნათქვამია - მან მითხრა, რომ ჩვენთან უნდა დარჩენა. გარდა ამისა, მას „მანჩესტერ სიტისთან“ უკვე აკავშირებს ხუთწლიანი კონტრაქტი. მართალია, დეკემბერში გარკვეული პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი მოგვარებულია. ბოლოს და მოლოს, ადამიანებს შეხედულებები ეცვლებათ“.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ „სტოკთან“ შეხვედრა ტევესის ბოლო თამაში იყო ისტლენდელი პუბლიკის წინაშე, მაშინ მას დიდებული გამოთხოვება მოუწყვია: მე-14 წუთზე მან ჯერ ადამ ჯონსონთან შესანიშნავად გაათამაშა ბურთი, ხოლო შემდეგ, საჯარიმოში ეფექტურად მოატყუა ორი მცველი და საუცხოოდაც დაარტყა. მეორე გოლი კი დაახლოებით 25 მეტრიდან, საჯარიმო დარტყმით გაიტანა. ეს გოლიც ზღაპრული სილამაზისა გახლდათ: ბურთმა კედელს „გარედან“ კარგა დიდი ტრაექტორიით შემოუარა, შემდეგ კარისკენ დაბრუნდა და ლურსმანივით შეერჭი ცხრიანში. ამ გოლს დამარცხებულთა თავკაცმა ტონი პულისმა განსაკუთრებული უწოდა.

ამ ორი გოლის წყალობით, ტევესი ბომბარდირთა დავაში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბულგარელ ფორვარდ დიმიტარ ბერბატოვს გაუტოლდა.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა