ფოტო: Fc Saburtalo

დღეს, 30 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონი "საბურთალო" სტუმრად ზაგრების "დინამოს" დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე აიღებს სტარტს და მატჩის ხილვა "პირველ არხზე" იქნება შესაძლებელი.

"საბურთალო" რთული ამოცანის წინაშეა. ქართულმა კლუბმა პირველ შეხვედრაში ხარისხიანი თამაში კი აჩვენა, თუმცა საკუთარ მოედანზე ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა, რაც მის შანსებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმამდე ამცირებს.

მიუხედავად ამისა, გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები ზაგრებში მოტივირებულები ჩავიდნენ და მოედანზე წინასწარ დამარცხებულის მენტალიტეტით გასვლას არ აპირებენ.

მართალია, ზაგრების "დინამო" მოლდოვის ჩემპიონზე მაღალი დონის გუნდია, თუმცა "საბურთალოს" საკუთარი შანსები ნამდვილად ექნება.

საქართველოს ჩემპიონი ხორვატიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი დანაკლისით გაემგზავრა - პირველ რიგში, გიორგი კოხრეიძე უნდა აღინიშნოს, რომელმაც აქამდე ჩატარებულ სამივე შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო და მატჩს ამ მიზეზით გამოტოვებს.

20 წლის შემტევი "შერიფთან" და "დინამოსთან" გამართულ დაპირისპირებებში უდავოდ საუკეთესო იყო, ამწვავებდა მისი გუნდის იერიშებს და მეტოქის მცველებს საფრთხეს უქმნიდა. ეს პრესკონფერენციაზე თავად მოლდოველთა დამრიგებელმაც აღნიშნა.

"საბურთალოს" ვერც ვაგნერ გონსალვეში დაეხმარება, რომელიც განვლილ შეხვედრებში კოხრეიძესთან ერთად ფლანგებზე მოქმედებდა. ტრავმირებულია ლაშა შინდაგორიძეც, რომელიც მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგაში თბილისელთა ბომბარდირია.

მეოთხე ფეხბურთელი კი, ვინც ზაგრებში ვერ გაემგზავრა, ელვინ ტერაა. კენიელს სავიზო პრობლემები შეექმნა.

როგორც ვხედავთ, დანაკლისი დიდია და "საბურთალოს" შეტევის მნიშვნელოვანი პოტენციალი დააკლდება, თუმცა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდში არიან მოთამაშეები, რომლებსაც ამ დანაკლისის შევსება შეუძლიათ.

რამდენიმე სიტყვა დანამატზეც უნდა ვთქვათ - ასეთი ლევან ყენიაა, რომელიც ერთ დროს ქართული ფეხბურთის მთავარ იმედად ითვლებოდა, თუმცა გაუთავებელმა ტრავმებმა ამ მართლაც ნიჭიერი მოთამაშის კარიერას დიდი დაღი დაასვა, თუმცა მისი ნიჭი არსად გამქრალა.

გასულ სეზონში ლევანმა ლუქსემბურგული "დუდალანჟის" რიგებში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა, თუმცა, როგორც მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, 28 წლის ფეხბურთელი ჯერ სათანადო ფორმაში არ არის.

რაც შეეხება მეტოქეს, ზაგრების "დინამო" შესანიშნავ ფორმაშია. განახლებულ სეზონში ხორვატიის ჩემპიონმა სხვადასხვა ტურნირზე 4 შეხვედრა გამართა და ოთხივეში გამარჯვებას მიაღწია, თან ისე, რომ 9 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში არცერთი გაუშვია.

გარდა ამისა,"მაქსიმირზე" ჩასატარებელი მატჩის განაცხადშია ესპანელი დანი ოლმო, რომელიც თბილისში გუნდთან ერთად არ იმყოფებოდა.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი - დღევანდელი შეხვედრა გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება, რაც წესით, "საბურთალოსთვის" კარგი უნდა იყოს.

ფაქტები

ზაგრების "დინამო" ევროტურნირებზე საკუთარ მოედანზე ბოლოს 2018 წლის აგვისტოში "ფენერბახჩესთან" 1:2 დამარცხდა

"საბურთალო" შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში "ფერენცვაროშსა" და "ვალეტას" შორის გამარჯვებულს შეხვდება, მარცხის შემთხვევაში კი - "არარატსა" და გიბრალტარულ "ლინკოლნ რედ იმპს" შორის გამარჯვებულს.

30 ივლისი. მაქსიმირი

საბურთალო-ზაგრების დინამო 22:00

სავარაუდო შემადგენლობები

დინამო (4-1-4-1): ლივაკოვიჩი, სიტუმი, ლესკოვიჩი, პერიჩი, ლეოვაჩი, ადემი, გოჯაკი, ატიემვენი, მორო, ჰაიროვიჩი, ორსიჩი, პეტკოვიჩი

საბურთალო (4-3-3): მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი, კაკუბავა, დიასამიძე, ალთუნაშვილი, გაბედავა, გორგიაშვილი, როლოვიჩი.

kiko
ტქვენ სომხებიც მოგიგებენ უშანსოდ
თოკო-ეკე
საბურთალო ყველა ვარიანტში კარგად გამოდის წელს ევრო ტურნირებზე. დღეს თუ ვერ მოიგეს გასვლაზე იმედია შედარებით სუსტი მეტოქე შეხვდებათ მერე ევროპა ლიგაზე. ცოტა ჩვენს ვიდეოსაც გავაპიარებ. ჩვენი გუნდების ევრო მონაგარის სტატისტიკური ვიდეო გავაკეთეთ და მითხარით აბა რააა კაი რა ცუდი, მომავალში რაზე გავამახვილო ყურადღება რა გვაინტერესებს? https://www.youtube.com/watch?v=_k9AS7qTXvM&t=1s&fbclid=IwAR1mpqIWqt5_BKpvV2PdwEqant0WmyF1QkNsJ28ajxKY4XlnyM0xW_KMTX4
Geo_Dinamo
ჯერ მხოლოდ ახლა იწყება საბურთალოს დიდ ფეხბურთში გზის გაკვალვა. დღეს ზაგრები რომ უფრო ძლიერია ეს ყველამ ვიცოდით. მარა საბურთალოს რომ ასეთი ჟინით და შემართებით შეეძლო თამაში უკვე გვანახა. მთავარია ზაგრებშიც ასევე უშიშრად და ჟინით ითამაშონ. ყველაფერი წინაა ამ ეტაპზე ევროპა ლიგაზე მოხვედრაც დიდი წარმატება იქნება. წარმატება საბურთალოს.
martlaaa
საბურთალოს მადლობა სპორტული ჟინისთვის, იმისათვის რომ არ შეეპუა ზაგრებს და ბოლომდე იომა. მოდი სიმართლეს გავუსწოროთ თვალები, დღეს ზაგრები ჩვენზე ძლიერია. მიუხედავად ამისა მჯერა, რომ საბურთალო ბოლომდე იბრძოლებს. თორე თქვენც ხომ იცით შედეგი?
წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის
"სრულიად ჯანმრთელი ვარ. აღარაფერი მაწუხებს, მზად ვარ სათამაშოდ და ძალიან მიხარია" - გიორგი კოხრეიძე
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია
"შეგვიძლია კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა" - რა ითქვა "ბაშაქშეჰირთან" მატჩის წინ
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
კოხრეიძე, გერმანელი ნახევარმცველი და ახალგაზრდა მეკარის დაბრუნება - "ტორპედომ" სამი ტრანსფერის შესახებ გვამცნო
გიორგი კოხრეიძე "საბურთალოში" დაბრუნდა
გიორგი კოხრეიძემ "გრენობლთან" კონტრაქტი გაწყვიტა
საფრანგეთში გიორგი კოხრეიძის დებიუტი შედგა
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა