ხორვატიულ გამოცემა 24sata.hr-სთან საუბარში ზაგრების "დინამოს" ფეხბურთელებმა განვლილ დაპირისპირებაზე ისაუბრეს და "საბურთალოს" შესახებაც გააკეთეს კომენტარები.

ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრმა და ზაგრების "დინამოს" ვარსკვლავმა დანიელ ოლმომ ობიექტურად შეაფასა შეხვედრა:

"ძალიან რთულად დავიწყეთ მატჩი. პირველ ტაიმში შანსები თითქმის არ გვქონია. თუმცა მოგვიანებით "საბურთალო" გატყდა. მეორე ტაიმში ჩვენ მეტი მომენტი გვქონდა და დავამტკიცეთ, რომ მათზე ძლიერები ვიყავით. სამი გოლი გავიტანეთ და საერთო შედეგით კმაყოფილები ვართ."

"დინამოს" ბოსნიელმა ნახევარმცველმა ამერ გოიაკმა "საბურთალო" შეაქო:

"რაც მთავარია, მიზანს მივაღწიეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით. მომდევნო მეტოქესთან სათამაშოდ უნდა მოვემზადოთ. ქართველებთან ძალიან რთული შეხვედრები გამოვიდა. "საბურთალო" კარგი გუნდია და მათ ფეხბურთის თამაშის არ ეშინიათ."

ორივე შეხვედრაში გოლის გამტანმა მისლავ ორშიჩმაც "საბურთალოზე" კარგი სიტყვები თქვა:

"ამ შეხვედრებში ძალიან კარგად არ გვითამაშია. თუმცა ამის ფონზე 5 გოლი გავიტანეთ და ეს ცოტას არ ნიშნავს. "ფერენცვაროში"? ევროპაში ვისაც ვეთამაშეთ, ყველა კარგი გუნდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშით დავამარცხეთ, "საბურთალოც" ძალიან კარგი გუნდია "ასტანასა" და "ჰაპოელ ბეერ შევას" მსგავსად, რომლებსაც გასულ წელს ვეთამაშეთ.

როგორც თბილისურ, ისე ზაგრებში გამართულ შეხვედრაში გოლის ავტორმა ბრუნო პეტკოვიჩმა "საბურთალოს" მისამართით კარგი სიტყვები არ დაიშურა:

"სეზონის სტარტით ძალიან კმაყოფილი ვარ და იმედია, ასე გაგრძელდება, როგორც ჩემს და ასევე გუნდის შემთხვევაში. დღეს ფეხბურთის თამაში ყველას შეუძლია. "საბურთალოში" ძალიან ტექნიკურები არიან და პრობლემების შექმნა ყველა გუნდისათვის შეუძლიათ."

თბილისის "საბურთალო" ზაგრების "დინამოსთან" ჩემპიონთა ლიგის მეორე სკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მატჩის ჯამში 0:5 დამარცხდა. "საბურთალო" ამ მარცხის შემდეგ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება და ერევნის "არარატ-არმენიას" დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა 8 აგვისტოს, ერევანში გაიმართება.

levan
კარგი თამაში იყი, ჭიაბერაშვილი მაგარი წმრთვნელი და კარგი პიროვნებაა ეტყობა. იმ ახალგაზრდების შემოსვლაც კარგი იყო მიეჩვევიან, აზრი არქონდა მაინც ვერ უგებდით დინამოს. ეხლა სომხეთიც დავადუმოთ, აზერებს ხო ჩავაგდებინეთ ენა:). წარმატებები ბიჭებო...
მიხაელ s
როგორც ქართველებისთვის დავით დავით-გარეჯის
ka
არარატთან ორივე შეხვედრაში მართებს მოგება საბურთალოს ხოლო ფლეი ოფში გამართლების ამბავია
llcl
ჩვენი ბრალია რომა ძმაო, გვარს რომ ვუცვლიდით 20 კაპიკად, თორემ ეგენი სულ დაბოღმილები და გაბოროტებულები არიან, სამო 555-ო ანუ სურენ, დურბინდი წამოიღე სტადიონზე კარგად რომ დაინახო ის 2-3 გოლი და მეტიც ვის კარში შევარდება, კაპლი და ვალერიანიც იქონიე თან, თორემ არავინ მოგაწვდის იცოდე
qomagi
წადი, მინდორში ძოვე
მიხაელ
თვითონ არარატიც სომხების მარტო ოცნებაშია ისე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს )))
roma
ასე რამ გაგაბოღმიანა და გაგაბოროტა?
555
არარატიც 2-3 გოლს შეგიგდებთ
გულშემატკივარი 58
მართლაც სწორი შეფასებაა: "საბურთალო" კარგი გუნდია და მათ ფეხბურთის თამაშის არ ეშინიათ." ეს თვისება მნიშვნელოვანია, ასე გააგრძელეთ და შედეგიც მოვა.
emigranti
არარატი ეძახე და ერთი სომეხი თამაშობს მარტო:)
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "რეალმა" "ატალანტას" სძლია - მბაპემ ტრავმა მიიღო [VIDEO]
"ბარსელონა" ხორვატიის ნაკრების მეკარეს შეიძენს
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
ცხოვრებაძემ "გუმერსბახი" დატოვა - ქართველ ხელბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "რეალის" დამაჯერებელი გამარჯვება და "ბაიერნის" მარცხი "ფეიენოორდთან" [VIDEO]
გულიაშვილი ზამთარში სავარაუდოდ, "სარაევოდან" წავა - ევროტურნირებზე მოთამაშე გუნდი, ან კარიერის შვედეთში გაგრძელება
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"