azerisport.com-მა "გაბალასთან" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ ინტერვიუ თბილისის "დინამოს" შემტევს, ლევან შენგელიას ჩამოართვა.

- "დინამომ" გაბალაში დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია. შეიძლება ითქვას, მესამე რაუნდის საგზური გაინაღდეთ?

- არა, მე ასე არ ვთვლი. დაწყებული საქმე საკუთარ მოედანზე უნდა დავასრულოთ. მხოლოდ ამის შემდეგ დავინახავთ, ყველაფერი როგორ იქნება.

- მთლიანობაში გაბალურ მატჩზე როგორ კომენტარს გააკეთებდით? ადვილი იყო?

- მართლა მძიმე თამაში გამოვიდა. "გაბალა" კარგი გუნდია, შემადგენლობაში კარგი ფეხბურთელები ჰყავს.

- ისევ შეძლებთ გამარჯვებას?

- კვლავ მოგებაზე ვითამაშებთ. გვინდა, ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ.

- როგორ მოგეწონათ გაბალაში ატმოსფერო, კლუბის ადგილობრივი ბაზა?

- დიახ, ბაზა ძალიან მომეწონა. იქ ფეხბურთისთვის ყველა პირობაა. ყოველთვის მიხარია, როდესაც ასეთ ბაზას ვხედავ.

- თუ მესამე რაუნდში გახვედით, იქ ჰოლანდიის "ფეიენოორდს" შეხვდებით. დიდი ალბათობით, "დინამო" იქვე გაჩერდება?

- ჯერ "გაბალა" უნდა გავიაროთ, მხოლოდ ამაზე ვფიქრობთ. შემდეგ ვნახავთ, რა და როგორ იქნება. გაბალელებთან საპასუხო მატჩზე სრულად კონცენტრირება გვმართებს.

- 4 წლის წინ ორი მატჩის ჯამში "გაბალამ" "დინამოს" სძლია. მომავალ შეხვედრაში გამარჯვებას რევანშად განიხილავთ?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ მსურს.

მატჩი პირველ აგვისტოს, 21:00 საათზე, "დინამო არენაზე" დაიწყება. ბილეთის ფასი 5 და 10 ლარია. მატჩის ხილვა "პირველ არხზე" შეგეძლებათ.

შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა 25 ივლისს, აზერბაიჯანში თბილისის "დინამოს" გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

მინდია
შენგელიას კარგი დარტყმა აქვს, და დაახლოებით რობენის სტილში მოქმედებს,მარჯვენა ფლანგზე მერებაშვილის ნაცვლად დავაყენებდი, მარცხენაზე კი საბა ლობჟანიძეს, მითუმეტეს ჩაკვეტაძის არყოფნაში, ცენტრ ფორვარდად ვაკო ყაზაიშვილს, მის უკან კი გვილიას და კიტეიშვილს. ასე მესახება შემტევი ხუთეული,ჩაკვეტაძე კი უნივერსალურია და როცა მომჯობინდება ნებისმიერს ჩაანაცვლებს
სიმართლის მოყვარული
რესპოდენტის (ლევან შენგელიას) ყველა პასუხი სანიმუშოა...იმედია, დღეს მოედანზეც სანიმუშოდ ითამაშებს...
roma
დინამოელი 1000000 % გეთანხმები, პროვაკაცია იყო ყველა კითხვა რაზეც ლევანმა ძალიან სწორი და გასაგები პასუხი გასცა, თუ რამე და მოგვიგეს (ღმერთმა არ ქნას) მერე კაიფი უნდა დაგვიწყონ მათი აზრით, თან იმ ფეხბურთელს რომლისაც ყველაზე მეტად ეშინიათ, პირველ თამაშში სულ როცა ბურთს ლევანი ღებულობდა ეგრევე მასთან 2 კაცი ჩნდებოდა იმიტომ რომ ძლიერია და ერთ კაცს ადვილად ატყუებს და გოლიც ადვილად გააქვს. წარმატებები დინამოს და მინიმუმ 3 გოლის გატანა.
dinamoeli
ყოჩაღ ჟურნალისტს ასეთი სათაურისთვის!!! ლამის ყოველი კი კითვა პროვოკაციაზეა აგებული და ვაი ჟურნალისტი ცდილობს ლევანს რამე უაზრობა ათქმევინოს და მერე სიხარულით დაბეჭდოს. მეზარება სად რა პროვოკაციაა ჩადებული, თორემ დაკვირვებული კაცი მიხვდება. მომავალი ჟურნალისტი ვარ და თუ რამე მისწავლია ქართველი სპორტული ჟურნალისტებისგან, ეს მეტოქის დაფასებაა. აზერები კი სულ ჩვენ დამცირებას ცდილობენ. პროფესიონალიზმს თავი გავანებოთ, ადამიანობაშIც იჭრებიან:))
Rati
სათაური რა შუაშია ვერ მეტყვით? არაპროფესიონალიზმია მეტი არაფერი))
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
7-კაცა | სამი წლის შემდეგ - პორტუგალია და საფრანგეთი დამარცხებულია!
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინეთში მონტენეგრო დაამარცხა
საქართველოს 18-წლამდელ ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ქეცბაიას ლიეტუველებმა დიდი გამარჯვების სტრატეგი უწოდეს - მან თორნიკე კვარაცხელია შეაქო
საქართველოს ნაკრებმა ჩინეთში, ჰაიკოუს Wuyuanhe Gymnasium-ში ივარჯიშა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ ხორვატიაში გაემგზავრა
7-კაცა | ხვალ მეორე ეტაპს ვიწყებთ
[VIDEO] ძლივს ვნახეთ ქართული კლუბის კარგი თამაში - ქეცბაიას "დინამომ" "ჟალგირისს" დამაჯერებლად მოუგო
0:4 - "დილა" სახლში "აპოლონს" ვერ გაუმკლავდა
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა
ხვალ კლოპს გერმანიის ნაკრების მწვრთნელად გამოაცხადებენ
"ყველა თეთრია - ჩვენი ნაკრებისადმი სიძულივილი ამითაა გამოწვეული" - არგენტინელი პოლიტიკოსი
პსჟ ზაბარნის შეძენას ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდებს სთავაზობს
[VIDEO] როგორ აღნიშნა ილია თოფურიამ ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონობა
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
TMW: "ატალანტა" დავითაშვილის შეძენას ამ შემთხვევაში შეეცდება
ნეიმარი თავისი კლუბის მატჩის დღეს პოკერის ტურნირს თამაშობდა
შეთანხმებას მიაღწია - როდრის კარიერის გაგრძელება "რეალში" სურს
თბილისის "დინამომ" ფრანგ ნახევარმცველს გაუფორმა კონტრაქტი
"ხვიჩას ასლია, შთამბეჭდავია და დიდ სენსაციას იწვევს" - ცნობილი გამოცემები თორნიკე კვარაცხელიას თამაშს ეხმაურებიან
[VIDEO] 16 წლის კვარაცხელია საუკეთესო იყო - თბილისის "დინამოს" მომდევნო ეტაპზე გასასვლელად 120 წუთი ბრძოლა დასჭირდა
Associated Press თბილისის "დინამოს" შესახებ ლოზანის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წერს
"ბარსამ" ვუნდერკინდი თორნიკე არავის არ უნდა დაუთმოს და ხვიჩას შემთხვევაში დაშვებული შეცდომა არ გაიმეოროს" - უცხოური მედია
"გაბალას" ტრავმირებულ ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთეს [VIDEO]
"აზერბაიჯანულ მედიაში არ შემხვედრია სტატია, სადაც "დინამოს" მიმართ დამაკნინებელი სიტყვები ეწერა"
დავით ვოლკოვი გუნდს იცვლის, ქართველს ახალი ვარიანტი აქვს
[VIDEO] ძლივს ვნახეთ ქართული კლუბის კარგი თამაში - ქეცბაიას "დინამომ" "ჟალგირისს" დამაჯერებლად მოუგო
დავით ვოლკოვმა 1 წუთში 2 გოლი გაიტანა და "გაბალა" თასის 1/2-ფინალში გაიყვანა [VIDEO]
ქეცბაიას ლიეტუველებმა დიდი გამარჯვების სტრატეგი უწოდეს - მან თორნიკე კვარაცხელია შეაქო
შენგელიას ორი ულამაზესი გოლი და კარიკარის ყუმბარისებური - "დინამომ" "გაბალა" გაანადგურა [VIDEO]