სატრანსფერო სპეკულაციები: მადრიდის "ატლეტიკოს" არგენტინელი თავდამსხმელი სერხიო აგუერო ყველაზე მსუყე სატრანსფერო ლუკმად მიიჩნევა
ესპანეთის ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა უკვე გაიხსნა სატრანსფერო სპეკულაციების "სეზონი". შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად 1 ივლისს გაიხსნება, თუმცა მანამდე შეიძლება ბევრი რამ გაირკვეს და გადაწყდეს. თუნდაც, დორტუმდელი ნური შაჰინის ამბავი გავიხსენოთ. ახლა კი იმ სატრანსფერო სიახლეებზე მოგიყვებით, რომლებიც ესპანურ მედიაშია აქტუალური.

1. მადრიდის "ატლეტიკოს" არგენტინელი თავდამსხმელი სერხიო აგუერო ყველაზე მსუყე სატრანსფერო ლუკმად მიიჩნევა. 22 წლის აგუეროს ძალიან ბევრ კლუბთან აკავაშირებენ, მაგრამ ყველაზე ხშირად ტურინის "იუვენტუსს" და მადრიდის "რეალს" ახსენებენ. არადა, აგუეროს 2014 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი "ატლეტიკოსთან" და სულ რაღაც ერთი კვირის წინ თავად ფეხბურთელმა თქვა, რომ "ვისენტე კალდერონზე" სურს დარჩენა.

ესეც არასაკმარისი გამოდგა. ამიტომ, "ატლეტიკოს" აღმასრულებელმა დირექტორმა მიგელ ანხელ ხილ მარინმა გუშინ ოფიციალურად განაცხადა, რომ კლუბი აგუეროს არ ყიდის. დაუსვამს თუ არა ეს წერტილს სპეკულაციებს, დრო გვიჩვენებს.

2. ისევ "ატლეტიკოს" თავდამსხმელი - დიეგო ფორლანი, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის გუნდიდან წავა. საქმე იმაშია, სად? ბოლო კვირაში ყველაზე აქტუალური თურქული "ბეშიქთაში" იყო, თუმცა თურქებს კონკურენტი პლანეტის სულ სხვა მხარედან - ბრაზილიიდან გამოუჩდათ - "გლობსპორტი" იუწყება, რომ "ფლამენგო" დაინტერესებულია მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელის შეძენით. ფორლანი "ტოტენჰემ ჰოტსფურზსაც" სურს.

3. "ბარსელონას" ახალგაზრდა ფორვარდმა ბოიან კრკიჩმა ვერც ამ სეზონში მოახერხა "ბლაუგრანას" შემტევი ტრიოს ძირითადი ფეხბურთელი გამხდარიყო. პედრო-მესი-ვილიას ტრიოს 20 წლის ბოიანმა ძვრა ვერ უყო. ამიტომ, მას უკვე ხშირად აკავშირებენ სხვა კლუბებთან. ბოლო სიახლე "სპორტმა" შემოგვთავაზა - თურმე ბოიანის ხილვა "მესტალიაზე" სურთ, რათა ის რობერტო სოლდადოს შეუწყვილონ. კრკიჩის ტრანსფერს ინგლისის მიმართულებითაც ვარაუდობენ.

4. როისტონ დრენტეს იჯარა "ერკულესში" სრულდება და ის "სამეფო კლუბს" უბრუნდება, მაგრამ ჰოლანდიელს ჟოზე მოურინიო სულაც არ ელის. ასე რომ, "ტუტოსპორტის" ინფორმაცია, რომ მას "იუვენტუსი" ეპატიჟება, არ უნდა იყოს მთლად ჰაერიდან მოტანილი.

5. კაკა "მილანში" - იტალიური მედიის საყვარელი თემაა. ვფიქრობთ, მხოლოდ მედია არაფერ შუაშია და "მილანი" მართლაც იყო მისი დაბრუნებით დაინტერესებული, მაგრამ, ალბათ, იყო და აღარაა. ახლა ბრაზილიელს ინგლისში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, რაც დედამისის მიერ "ტვიტერზე" დაწერილმა ფრაზამ ააგორა. თავად კაკამ კი ორი დღის წინ განაცხადა: "რეალში" ვრჩები!" ვნახოთ, რა მოხდება სინამდვილეში.

6. "ერკულესის" ფრანგი ფორვარდის, დავიდ ტრეზეგეს აგენტი პირდაპირ აცხადებს, რომ მისი კლიენტისთვის საუკეთესო გამოსავალი (მოგეხსენებათ, ვალენსიური კლუბი პრიმერადივიზიონიდან გავარდა) კარიერის იტალიურ "ნაპოლიში" გაგრძელება იქნება.

7. თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი "ტრაბზონი" "სევილიას" ნახევარმცველ დიდიე ზოკორას უმიზნებს. თურქებს 30 წლის ზოკორას სანაცვლოდ დაახლოებით 8 მილიონ ევროს გადაუხდიან, დაახლოებით იმდენს, რაც მასში "სევილიამ" 2009 წელს "ტოტენჰემს" გადაუხადა კოტდივუარელში.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა