ფოტო: facebook.com/DINAMOTB/

ორი ესპანური გამოცემა თბილისის "დინამოსა" და "გაბალას" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის შემდეგ ლევან შენგელიას შესახებ წერს და აცხადებს, რომ ქართველსა და "კადისს" შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.

ანდალუსიური გამოცემა eldesmarque.com-ი აქვეყნებს სტატიას სათაურით - "დაელოდეთ შენგელიას".

ტექსტში ნათქვამია, რომ გარიგებამდე რამდენიმე კვირით მოცდა არის საჭირო. ესპანური გამოცემის მიხედვით, მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა კონტრაქტის პირობები ჯერ შეთანხმებული არაა.

სანამ "კადისთან" ხელშეკრულებას გააფორმებს, შენგელიას კონტრაქტი თბილისის "დინამოსთან" 30 აგვისტომდე აქვს და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში ორი გოლიც გაიტანა.

184 სმ სიმაღლის შენგელია სწრაფი ფეხბურთელია და ფიზიკურად საკმაოდ კარგად არის მომზადებული. ის, როგორც წესი, მარჯვენა "ვინგერად" თამაშობს, თუმცა მეორე ფორვარდად და მარცხენა "ვინგერადაც" შეუძლია თამაში.

შენგელიას 30 აგვისტოს უმთავრდება ხელშეკრულება თბილისის "დინამოსთან", ანუ 3 დღით ადრე, სანამ ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება. შენგელია ის ფეხბურთელია, რომელსაც "კადისის" შეტევას ბევრი რამ შეუძლია შემატოს.

მეორე ადგილობრივი გამოცემა diariodecadiz.es-ი დაახლოებით მსგავსი შინაარსის ტექსტს აქვეყნებს სათაურით - "შენგელიას საკუთარი გუნდისთვის გააქვს, სანამ "კადისი" ელოდება".

გამოცემა წერს, რომ თბილისის "დინამო" შენგელიას არ უშვებს კლუბიდან, რადგან ის გუნდის ლიდერია და "დინამოს" ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე გასვლამ ქართველის ესპანეთში ჩასვლა გადადო. თან, "დინამოს" შემდეგ ეტაპზე "ფეიენოორდთან" ელის შეხვედრა. ამის პარალელურად, "კადისი" მოთმინებით ელოდება, თუ როდის დაუმთავრდება შენგელიას კონტრაქტი თავის ახლანდელ კლუბთან.

"კადისი" ესპანეთის სიძლიერით მეორე დივიზიონში (სეგუნდა) გამოდის, გასულ სეზონში 64 ქულით მეშვიდე ადგილი დაიკავა და ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფამდე 4 ქულა დააკლდა.

სოსო
ვფიქრობ არაფერი საჩქარო არ არის შენგელიას წასვლა მეორე ლიგის გუნდში.ლევანი ახლა კარგ ფორმაშია და ფეინოორდთანაც თუ თავი გამოიჩინა,მისი ფასიც გაიზრდება და უკეთესი გუნდებიც დაინტერესდებიან.მე პირადად ვარჩევდი დინამოსთან გაეგრძელებინა კონტრაქტი და ვთქვათ ზამთარში წასულიყო ევროპაში,მაშინ დინამოც იხეირებდა და გუნდსაც უფრო დამშვიდებით აირჩევდა.დინამოს ლიდერი აუცილებლად იმსახურებს მეორე ლიგის გუნდზე უკეთესს
aburjga
"" როცა საკუთარზე არ ხარ ორიენტირებული, სხვის ბანკეტზე არავის ახატიხარ და ვინ მოიგებს რეალი, ბარსა თუ იუვე, შენ ვის დაკარგვიხარ?!"" 100% -ით მართალი ხარ! ფულმა შეჭამა ადამიანი, დედა, სამშობლო, სინდისი, და საერტოდ ყველაფერი! ყველა სამ ქვიან "დამკას" თამაშობს, არავინ ჭადრაკს 3-4 სვლით წინ გახედვა არავის უნდა!
ანდრო
სამწუხარო ის არის, რომ დინამოც ერთწლიან გუნდს ემსგავსება და ყოველ წელს იცლება. ძლივს შედარებით ნორმალური დამრტყმელი გამოჩნდა და ლიდერი თავდასხმაში და უკვე უშვებენ. არაფერი ეშველება ასე ქარტულ ფეხბურთ და დინამოსაც. მერე, ეს კადისი, მეორე ლიგის გუნდი რაღაა. მართალია ესპანეთში ვალენსია და სევილია არ წაიყვანდა (კიდევ უფრო მოსამატებელი აქვს თამაშის გააზრებაში, შეტევაში ზუსტი პასების მიცემაში...), მაგრამ ან სელტაში ან ესპანიოლში მაინც რომ წასულიყო კიდევ არაფერს ვიტყოდით. ე. ი. დინამოს ლიდერის მაქსიმუმი სეგუნდა დივიზიონია!!! კიდევ ერთი! ასეთი უჭკუო კომენტატორები და ჟურნალისტები რომ გეყოლება რა ფეხბურთი განვიტარებაზეა საუბარი, ისეთი რიხით აცხადებდნენ, რომ შენგელია მეორე ლიგის კადისში მიდის აგერ რამდენიმე კვირაში, გეგონებოდა ესპანეთის რომელიმე გრანდი იწვევდა. როცა საკუთარზე არ ხარ ორიენტირებული, სხვის ბანკეტზე არავის ახატიხარ და ვინ მოიგებს რეალი, ბარსა თუ იუვე, შენ ვის დაკარგვიხარ?!
მერაბი
შენგელია ჰოლანდიის ჩემპიონატში კარგად გამოჩნდება, ფიზიკის მომატება უნდა. ვიქნები ოპტიმისტი - არ არის დრღევანდელი ფეინოოდი დაუძლეველი ბარიერი. ძველი გუნდიც კარგად მახსოვს და ის შეხვედრაც. სამწუხაროდ, არც დინამოა მაშინდელივით ევროპის გრანდი, თუმცა აშკარად უმატებს. წარმატებები დინამოს!
სოსო
ნამეტნავად სცემენ პატივს მშობლიურ ენას.
კ ო მ ბ ლ ე
ფეინორდი კაია მარა, მე ვფიქრობ მიუწვდომელი, რაც შეეხება შენგელიას, მაგრები ჭედა მარა, ნურც იმას დაივიწყებთ, რომ დაცვა ალვის ხესავით იდგა, ეგია დაცვა? მაგათ მეშვიდეკლასელებიც აჯობებდნენ...
ქართული ენა
ეს ვინგერი, კიპერი და ქამბექი რომ წეროთ, არ შეიძლება?
Vakhtang Lobzhanidze
ის მეორე გოლი ძაან ლამაზი კი გამოვიდა, მაგრამ მცველები რას აკეთებდნენ არ მესმის..
aburjga
23 წლის რობენი მადრიდის რეალის ფეხბურთელი იმიტომ იყო, რომ ჰოლანდიაში დაიბადა და ჰოლანდიის ჩემპიონატში აიდგა ფეხი (გრონინგენი, პსვ)! დამეთანხმები ალბათ, რომ ჰოლანდიის ჩემპიონატს სკაუტები გაცილებით უფრო ყურადღებით ადევნებენ თვალს ვიდრე საქართველოს ჩემპიონატს, რომელიც სანამ 10 გუნდიანზე არ გადავედით საერთოდ მოსახსენიებელიც არ იყო. ახლა იწყება შენგელიას ხანა, თუ ფეინოორდთან თავს გამოიჩენს ყველა ნახავთ რა მოხდება! მერე აუცილებელია ნაკრებშიც გაიბრწყინოს! დიდი საგულშემატკივრო სტაჟი მაქვს. დაახლოებით 55 წელი. დაიმახსოვრეთ ჩემი ნათქვამი. ნახეთ ამ ბიჭმა რა ქნას.70% მასზეა დამოკიდებული 30% ფორტუნაზე! რაც შეეხება შეცდომებს, ბურთი ვერ გააჩერა და ა.შ. ყველა ბურთის უზადოდ დამუშავება და ყველა დრიბლინგის, დარტყმის წარმატებით შესრულება, რომ შესაძლებელი იყოს, ფეხბურთი აღარ იარსებებდა ან დაფიქსირდებოდა ხელბურთის ანგარიშები 32:30 და ...!!! )))
ლ.გიო
მართლა კაცო? მე კი მეგონა რო რობენიც დინამოში თამაშობდა....მე რობენის კლასს კია შევადარე.კარგად გადაიკითხე აბა ერთხელ კიდევ.რო დაუკვირდე რობენის ერთფეროვნად თამაშობდა-გაიგდებდა ბურთს მარცხნივ,კიდევ მარცხნივ და არტყავდა...ყველამ იცოდა რო ასე ითამაშებდა მაგრამ ვერაფერს უხერხებდნენთქო...ხოდა ლევანიც თუ ასე ერთფეროვნად და წარმატებულად ითამაშებსთქო საწინააღმდეგო არაფერი მაქთქოოოოო...
ირაკლი
რა კადისი დარჩი დინამოში. საერთოდ აღარ ვუშემატკივრებ დინამოს თუ ასე გაუშვა კარგი ფეღბურთელები
Modric
რობენის კლასს და შენგელიას ადარებთ ერთმანეთს? 23 წლის რობენი უკვე მადრიდის რეალის ფეხბურთელი იყო. ლამაზი იყო შენგელიას გოლები გუშინ, მაგრამ მაგის გარდა რამდენი წუნი ჰქონდა, რამდენჯერ ბურთი ვერ გააჩერა, ხან გადაწყვეტილება ვერ მიიღო და ა.შ. ამასაც უყურებენ სკაუტები. გაბალასთან რისი საშუალებაც ჰქონდა და რამდენჯერ. მაგდენის უფლებას მაღალი კლასის გუნდები არ მისცემენ.
aburjga
აუცილებლად დაუძახებენ ნაკრებში, აუცილებლად! მხოლოდ ახლა ფეინოორდთან თამაშია ძალზე მნიშვნელოვანი! ერთია გაბალას ფეხბურთის უცოდინარ ფეხბურთელებთან თავის გამოჩენა, სულ სხვა რამე იქნება თუ ფეინორდთანაც გაიბრწყინებს!!! ისე მონაცემებით, აზროვნებით, დარტყმით, დრიბლინგით უძლიერესია! პასიც თუ ამ დონეზე აქვს მესი ყოფილა!
მინდია
შენგელიას მოქმედება ადრეც ჰქონდათ გაშიფრული? მაგრამ რამდენად გაანეიტრალეს ვნახეთ, რობენიც იმავე სტილში თამაშობს და მეტოქემაც იცის ეს მაგრამ რას უხერხებენ?
ლ.გიო
თუ ასე ვიმსჯელებთ რობენიც ეგრე შვრება-გაიგდებს მარცხნივ და ურტყავს ცაციათი,ბავშვმაც იცის უკვე,მაგრამ კაცი დაბერდა და ვერაფერი მოუხერხეს მის ამ ფინტს.ასე რო სულაც არ ვარ წინააღმდეგი თუ კი ლევანიც ასე წარმატებულად გამოიყენებს თავის ამ საფირმო ფინტს.ბრაზილიელი რონალდოც რო ასრულებდა თავის ფინტს,ბურთზე ფეხების გადატარებას,ყველა მცველმა იცოდა რომელი ფეხით დაარტყავდა ბოლოს,მაგრამ მაინც ვერაფერს უხერხებდნენ. რაც შეეხება ლევანს: აშკარაა თავი ამოწურა აქ,აშკარაა რო წინ ნაბიჯია საჭირო მის კარიერაში და დანარჩენი თითონ გადაწყვიტოს.ისე ძალიან ბევრია იღბალზე დამოკიდებული-ისეთები მინახია მაგარი ტრანსფერი გაუჩარხიათ რო რამდენიც გინდათ.ეტყობა რო კაციც არ ყავს ლევანს,თორე დიდი ხანია ნაკრებში უნდა იყოს.სადაც არველაძეს ეძახიან რატო ლევანი არ უნდა იყოს...ხოდა ამიტომაც ვართ ზოგადად იქ სადაც ვართ.დიდი მადლობა ლევანს გუშინდელისთვის და ყველაფრისთვის.წარმატებები მას ესპანეთში!!?
emigranti
ბევრი მოკითხვა ფიფიას ახლობლებს.
912
ერთი ფეიონოორდთანაც გაისროლოს და იქნებ ჰოლანდიელებმა თვითონ წაიყვანონ
kaira
წარმატებები. თუმცა ძალიან ცალმხრივად თამაშობდა გაბალასთან. 10 დან 9 შემთხვევაში მარჯვენა ფლანგიდან მარცხნივ შემოდის და მოჭრილს ურტყამს. ეს ძალიან ლამაზია, მაგრამ არა მგონია ამ 2 გოლის მერე ფეინოორდმა იგივეს უფლება მისცეს. ასე რომ ქება კარგია, მაგრამ გაითვალისწინეთ.
aburjga
რის კადისი ხალხო, რა II ლიგა, თუნდაც ესპანეთის?! ამ ადამიანს ნებისმიერი ტოპ გუნდის დამშვენება შეუძლია! ლევან, ძალიან მაგარი ხარ! ნუ იჩქარებ! 1 წელიწადში ტოპ გუნდების რიგი დაგიდგება!!!
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
შენგელიამ საბერძნეთში გაიტანა და ნაკრებში გამოემგზავრება [VIDEO]
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
Geo Team: ლევან შენგელია შესაძლოა, თბილისის დინამოში დაბრუნდეს
გოჩოლეიშვილი "კადისში" გადავიდა - შეიძლება ამ გუნდში მესამე ქართველიც ჩაირიცხოს
გოჩოლეიშვილმა ტრავმა მიიღო - "კადისმა" "ალმერიასთან" მარცხი განიცადა
გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "კადისმა" "ვალიადოლიდთან" ქულები გაიყო
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
"კოჭ-წვივი აქვს დაზიანებული" - "კადისმა" გოჩოლეიშვილის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
ლევან შენგელიამ საბერძნეთის ჩემპიონატზე საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "კადისმა" ისევ ფრედ ითამაშა
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა