ფოტო: fcdinamo.ge

თბილისის "დინამომ" "გაბალას" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაშიც აჯობა და სოლიდური ანგარიშით, 3:0 დაამარცხა.

ქართული კლუბის შემდეგი მეტოქე გაცილებით სახელოვანი და ძლიერი როტერდამის "ფეიენოორდი" იქნება.

Sportall.ge გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებას 10-ბალიანი სისტემით.

ხოსე პერალესი - 6.5 - ესპანელ მეკარეს ბევრი საქმე ნამდვილად არ ჰქონია. მის კარში ერთადერთხელ დაარტყეს და ისიც მარტივად აიღო. როგორც კი ბურთს იჭერდა, მაშინვე ცდილობდა, ძლიერი დარტყმით შემტევებისთვის გადაეცა და სწრაფი შეტევა წამოეწყო.

ნოდარ იაშვილი - 6.5 - "დინამოს" მარჯვენა მცველი პირველი მატჩის მსგავსად შეტევაში ძალიან აქტიური იყო. ის და ლევან შენგელია შეტევის მარჯვენა ფლანგზე კარგად კომბინირებდნენ. იაშვილმა ერთი შეცდომა დაუშვა, როდესაც მეტოქემ ბურთი ფეხებს შორის გაუტარა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მას დაზიანება ჰქონდა და რამდენიმე წუთში შეცვალეს კიდეც.

ვიქტორ მონხილი - 7.0 - ბევრი საქმე, მთლიანი დაცვის ხაზის მსგავსად, არც ესპანელ ლეგიონერს ჰქონია. განსაკუთრებული შეცდომა არ დაუშვია, "ფეიენოორდთან" კი ბევრი საქმე ექნება.

დავით კობოური - 7.0 - "დინამოს" მცველი დაცვაში დამაჯერებელი იყო, სწორად პოზიციონირებდა და ფაქტობრივად, უშეცდომოდ ითამაშა.

გიორგი ქიმაძე - 6.5 - იქიდან გამომდინარე, რომ "დინამოს" შეტევები ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან ვითარდებოდა, ქიმაძე განსაკუთრებით აქტიური არ ყოფილა, დაცვაში კი ბევრი საქმე არ ჰქონია.

ნიკა ნინუა - 7.0 - "დინამოს" ახალგაზრდა ნახევარმცველს კარგი მატჩი ჰქონდა, რამდენჯერმე კარში შორიდან დაარტყა.

გიორგი პაპავა - 7.0 - შეიძლება ითქვას, რომ "დინამოს" გამოცდილი ნახევარმცველი მოედანზე უფრო შავ სამუშაოს ასრულებდა, ამიტომ ბურთით ბევრჯერ არ ყოფილა. რამდენჯერმე დაცვაში არადამაჯერებლად ითამაშა, თუმცა კარგი შეხვედრა ჰქონდა.

გიორგი კუხიანიძე - 7.0 - თბილისელთა შემტევი ნახევარმცველი აქტიური იყო, ცდილობდა გამწვავებას, თუმცა რამდენიმე მომენტში კარში დარტყმა დააგვიანა.

ნოდარ ქავთარაძე - 6.5 - როგორც ქიმაძის შემთხვევაში, ქავთარაძესაც არ ჰქონია ბევრი მომენტი. საუკეთესო შეხვედრა ნამდვილად არ ჩაუტარებია.

ლევან შენგელია - 8.0 - თბილისის "დინამოს" ლიდერი მოედანზე საუკეთესო იყო. მის მიერ გატანილი გოლები ერთმანეთზე ლამაზი იყო. გარდა ამისა, პირველი გოლის მომენტში მან დრიბლინგით ლამის ნახევარი "გაბალა" მოატყუა და ასე შეაგდო მეტოქის კარში.

გარდა გამოყენებული მომენტებისა, ლევანმა არაერთხელ გაამწვავა თამაში და რომ არა მეკარის კარგი მოქმედებები, ახალგაზრდა შემტევი მინიმუმ ჰეთ-თრიკს გაიფორმებდა.

ლევან კუტალია - 6.5 - პირველი მატჩისგან განსხვავებით, კუტალია გუშინ პასიური იყო. ამის მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ "დინამოს" თამაში მთლიანად შენგელიაზე იყო აწყობილი.

გუჯა რუხაია - 6.5 - ტრავმირებული ნოდარ იაშვილის ნაცვლად მოედანზე შემოსული რუხაია შეტევაში იმდენად აქტიური არ ყოფილა. მისი გამოსვლის შემდეგ მარჯვენა ფლანგზე თამაში თავის თავზე მთლიანად შენგელიამ აიღო.

არფან დაფე - შეფასების გარეშე

კვამე კარიკარი - 7.5 - განელმა ლეგიონერმა მოედანზე სულ 15-იოდე წუთი გაატარა, თუმცა ამ დროში იმდენი რამ მოასწრო, რომ ნამდვილად უნდა შევაქოთ. ლამაზი მოძრაობის შემდეგ კარგი გოლი გაიტანა, მანამდე კი, მეორე გოლის ეპიზოდში შენგელიას საგოლე გადაცემა სწორედ მან გაუკეთა.

ჩისკო - 7.5 - თბილისის "დინამომ" "გაბალა" რომ უშანსოდ დაამარცხა, ამაში მწვრთნელის წვლილი უდიდესია. თბილისური კლუბი მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და მეტოქეს, ფაქტობრივად, გასაქანს არ აძლევდა.

P.S. თქვენი შეფასება კომენტარებში დაგვიწერეთ.

ვასიკო
ჩემი აზრით ნინუა საუკეთესო იყო შენგელიას შემდეგ დიდწილად მან განაპირობა დინამოს ასეთი კარგი თამში და ასეთი მაღალი შეფასებების ფონზე მისთვის 7 ქულის დაწერა არაობიექტურობაა ნამეტანი
მე ვარ უვიცი
ჟურნალისტს ნუ ეწყინება მაგრამ მსგავსი შეფასების სისტემა სად ისწავლეთ? მსოფლიოს უმსხვილესი გამოცემები არ უწერებ ტოპ ფეხვურთელებს 7-8 ქულას და აქ ყველაზე "ცუდი" შეფასევა 6,5 გიწერია. ქება კარგია, მაგრამ ამდენიი???
anr.
დაცვაში გვიჭირს ნამდვილად. მონჰილი და რუხაია სუსტად გამოიყურებიან
გიორგი
ჩისკო თუ ვისენტე?
ka
სუსტი დაცვა გვყავს მე მონხილი არ მომწონს საერთოდ კობოური ცუდად არ გამოიყურება თუმცა მისი გვარის გაგონებაზე დუნაისკასთან თამაში მახსენდება სადაც საშინელი შეხვედრა ჰქონდა მარჯვენა მცველები ერთმანეთზე სუსტები გვყავს შენგელიას გაშვება კიდე არ იქნება კარგი ნამდვილად
mdaa
ზედმეტი არაფერი არ ვარგა არც ქება და არც საყვედურები.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
ჩისკო Marca-ს მამარდაშვილზე ესაუბრა
ჩისკოს გუნდმა ლიდერი მეორედ დაამარცხა და პრემიერლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]
შენგელიამ საბერძნეთში გაიტანა და ნაკრებში გამოემგზავრება [VIDEO]
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"უოტფორდმა" ჩისკო გაათავისუფლა
ჩისკოს პრემიერლიგის მომგები მწვრთნელი შეცვლის
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
Geo Team: ლევან შენგელია შესაძლოა, თბილისის დინამოში დაბრუნდეს
გავაუმჯობესებ ინგლისურს, ჩავალ ესპანეთში, ვნახავ იტალიურ ფეხბურთს - ჩისკოს გეგმები
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
ლევან შენგელიამ საბერძნეთის ჩემპიონატზე საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]
ამჯერად სამშობლოში - ჩისკომ "უოტფორდიდან" წამოსვლის შემდეგ ახალი გუნდი 1 თვეში იპოვა