ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი შორსაა კონდიციებისგან, რომლითაც კონკურენტუნარიანი იქნება ლონდონის 2012 წლის თამაშებზე
ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი იან ტორპი, რომელმაც ცოტა ხნის აქტიური კარიერის განახლება გადაწყვიტა, ჯერ შორს იმ კონდიციებისგან, რომლის წყალობითაც კონკურენტუნარიანი იქნება ლონდონის 2012 წლის თამაშებზე. ამის შესახებ თავად მოცურავემ განაცხადა.

ამჟამად ავსტრალიელი სპორტსმენი შეკრებას გადის შვეიცარიაში. შეგახსენებთ, რომ 28 წლის ტორპმა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა კარიერა. მისი მიზანი გაისად ზაფხულის ოლიმპიადაზე წარმატებული გამოსვლაა.

"საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ ჩემი დღევანდელი მდგომარეობით, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. უბრალოდ მოხარული ვარ, რომ ისევ ინტენსიურად ვვარჯიშობ, თუმცა წინ ძალიან დიდი გზაა გასავლელი", - განუცხადა სააგენტო "როიტერს" ტორპმა.

ავსტრალიელმა, რომელიც რუსი მწვრთნელის გენადი ტურეცკის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლონდონში მხოლოდ 100 და 200 მეტრ დისტანციებზე გაცურავს.

"სიმართლე გითხრათ, 400 მეტრზე გამოსასვლელად მომზადებას ვერ მოვასწრებ, ამიტომაც უფრო მოკლე დისტანციები ავირჩიე", - ამბობს 400 მეტრზე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი.

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა