NBA. პლეი ოფი. 1/2 ფინალი: "დალასმა" "ოკლაჰომასთან" სერია, დირკ ნოვიცკის ფენომენალური სიზუსტის წყალობით, გამარჯვებით დაიწყო

"დალასმა" "ოკლაჰომასთან" სერია, დირკ ნოვიცკის ფენომენალური სიზუსტის წყალობით, გამარჯვებით დაიწყო. ამიერიდან, გერმანელი პლეი ოფის ეტაპის ახალი რეკორდსმენია ერთ მატჩში გამოყენებული საჯარიმოების რაოდენობით. დირკი 24-ჯერ დადგა საჯარიმოს ხაზზე და 24 ბურთი (!) ჩააგდო.

წინა რეკორდი "ბოსტონის" წევრს, პოლ პირსს ეკუთვნოდა, რომელმაც 2003 წელს "ინდიანასთან" მატჩში 21 საჯარიმო ისროლა უშეცდომოდ.

გარდა ამისა, ნოვიცკი გახდა მეორე კალათბურთელი ისტორიაში, ვინც პლეი ოფში 40-ქულიანი ზღვარის გადასალახად თამაშიდან 15 ტყორცნა იკმარა. პირველმა ეს ტერი პორტერმა გააკეთა (14-დან 12 ზუსტი ტყორცნა).

213-სანტიმეტრიანი გერმანელი კიდევ ერთი მაჩვენელით შევიდა ისტორიაში, თუმცა ეს არა მარტო მისი, არამედ კონკურენტ კევინ დურანტის დამსახურებაცაა, ვინც მატჩი 40 ქულით დაასრულა. 2002 და 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატების საუკეთესო მოთამაშეებმა უნიკალურ სიაში დაიდეს ადგილი - ეს მესამე წყვილია, რომლის კალათბურთელებმა (თითოეულმა) 40 ან მეტი ქულა დააგროვეს. მანამდე ასე რამ გააკეთეს დოჰერტიმ (40) და პეტროვიჩმა (40) 1992 წელს, აგრეთვე აივერსონმა (48) და ო'ნილმა (44) 2001 წელს.

"ოკლაჰომას" მარცხის ერთ-ერთი მიზეზი ამ გუნდის გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი გახდა, რომელმაც ისევ დაივიწყა თავისი მთავარი მოვალეობა და გაუმართლებლად ხშირად აიღო თამაში საკუთარ თავზე. 18-დან 14 გამოყენებული საჯარიმო კარგი შედეგია, ისევე როგორც 20 ქულა, მაგრამ თამაშიდან ტყორცნების გამოყენების რეალიზაცია (12 აცილებული სროლა) კატასტროფული იყო.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშის მსვლელობას, ის გაცილებით მხიარული იყო, ვიდრე "მაიამისა" და "ჩიკაგოს" სერიის პირველი მატჩი. ვერ ვიტყვით, რომ ორივე გუნდი თავს საშინლად იცავდა, მაგრამ იმ საღამოს შეტევა დაცვას აშკარად სჯობდა, რაზეც ჯამში დაგროვილი 233 ქულა მეტყველებს, ისევე როგორც 55 პერსონალური და 79 შესრულებული საჯარიმო.

პირველი ტაიმი თითქმის თანაბარი გამოვიდა. თითქმის, რადგან ექვსქულიანი უპირატესობის მოპოვების შემდეგ "ოკლაჰომამ" ზედიზედ ექვსი შეტევა გააფუჭა და მეტოქეს 16:1 გაქცევის საშუალება მისცა.

მესამე მეოთხედში "ოკლაჰომამ" დაცვაში კარგი თამაშით სცადა ინიციატივის მოპოვება და თავიდან ეს გამოუვიდა კიდეც, მაგრამ, როგორც კი მასპინძლებს გაუჭირდათ, 132 წუთში 13:3 სპურტის განხორციელება შეძლეს. მეოთხე მეოთხედში "კოვბოებს" ძალიან დაეხმარა ხოსე-ხუან ბარეას 12 ქულა (საწყის 5 წუთში!), რაც შეხვედრის უპრობლემოდ ჩამთავრების გარანტია გახდა. მართალია, ერთ მომენტში დურანტის მონდომებით "თანდერმა" 6 ქულამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ აქ სცენაზე ისევ ნოვიცკი გამოვიდა - ჯეისონ კიდის პასებით ორი საშუალო ტყორცნა გამოიყენა და ოთხი საჯარიმო ჩააგდო, რითაც ახალგაზრდა მეტოქეებს ბრძოლის ყველანაირი სურვილი მოუსპო.

გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ მატჩში "დალასის" რეზერვისტების შედეგიანობამ. მასპინძლების სათადარიგოთა სკამმა 53 ქულა დააგროვა, "ოკლაჰომას" სათადარიგოებმა - 22 ქულა. მარტო ჯეისონ ტერიმ (რვიდან ოთხი სამქულიანი) მიითვალა უფრო მეტი ქულა, ვიდრე ერთად აღებულმა "თანდერის" ყველა რეზერვისტმა.

დასავლეთი

დალასი-ოკლაჰომა 121:112

20:27, 35:21, 35:31, 31:33

დ: ნოვიცკი (48+6 მოხსნა+4 პასი+4 დაფარება), ტერი (24), ბარეა (21), მერიონი (11+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), კიდი (3+11 პასი+3 ჩაჭრა), ჩენდლერი (3+8 მოხსნა+2 დაფარება), ჰეივუდი (3), სტოიაკოვიჩი (3), სტივენსონი (3), ბრიუერი (2).

ო: დურანტი (40+8 მოხსნა+5 პასი+2 დაფარება), უესტბრუკი (20+3 პასი), იბაკა (17+6 მოხსნა), ჰარდენი (12+4 პასი), პერკინსი (7+5 მოხსნა), სეფოლოშა (6), კუკი (6), კოლისონი (4+5 მოხსნა).

სერია: 1-0

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა