ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს, 5 აგვისტოს მონრეალის მასტერსზე ასპარეზობას იწყებს. მისი მეტოქე სერბი დუშან ლაიოვიჩი იქნება, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 28-ე ჩოგანია და ნიკოლოზის არ იყოს, კარიერის საუკეთესო პერიოდი უდგას.

ნიკას სერბთან აქამდე 4 შეხვედრა აქვს გამართული და მეტოქის დამარცხება 3-ში მოახერხა. პირველად ბასილაშვილი და ლაიოვიჩი 2016 წელს ავსტრიაში, კიცბუელის 250-იანი კატეგორიის ტურნირის ნახევარფინალში შეხვდნენ. ნიკამ სერბის დამარცხება საკმაოდ იოლად მოახერხა - 6:3, 6:1.

შემდეგი მატჩი იმავე წელს გაიმართა. ბეიჯინგის შეჯიბრების საკვალიფიკაციო ეტაპზე საკმაოდ რთული შეხვედრა გამოვიდა. ნიკოლოზმა ლაიოვიჩის დამარცხება 3 სეტში მოახერხა - 6:7, 7:5, 6:4.

აღნიშნული ჩოგბურთელების მესამე დაპირისპირებაც დაძაბული გამოდგა. 2018 წელს ანტალიის შეჯიბრებაზე ბასილაშვილმა ისევ სამ სეტში მოახერხა გამარჯვება - 6:4, 2:6, 5:7.

ბასილაშვილი და ლაიოვიჩი ბოლოს ერთმანეთს 2018 წლის ივლისში შეხვდნენ. ეს თამაში ლაიოვიჩმა მოიგო ორ სეტში - 7:5, 6:2. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დაიწყო ნიკოლოზ ბასილაშვილის აღმასვლა და სწორედ მაშინ მოიგო ჰამბურგის ტურნირი.

ლაიოვიჩი წელს საკმაოდ კარგად თამაშობს. საკუთარი კარიერის საუკეთესო შედეგს მიაღწია და მონტე-კარლოს მასტერსის ფინალში გავიდა, სადაც ფაბიო ფონინისთან დამარცხდა. ასევე, გასულ თვეში მოიგო 250-იანი კატეგორიის ტურნირი ხორვატიაში.

აღსანიშნავია, რომ ორივე ეს შეჯიბრება თიხის კორტებზე იმართება და ლაიოვიჩიც განსაკუთრებულად სწორედ თიხის საფარზე თამაშობს. სწორედ თიხის საფარზე, როლან გაროსის მე-3 ტურში გაუმართა დიდი ბრძოლა ალეკსანდრ ზვერევს, რომელთანაც 5 სეტში დამარცხდა - 4:6, 2:6, 6:4, 6:1, 2:6.

ნიკოლოზი კი, ავსტრალიის ღია ჩემპიონატის შემდეგ საკმაოდ არასტაბილურად გამოდიოდა, თუმცა ჰამბურგში ძალიან კარგი ჩოგბურთი ითამაშა და ზედიზედ მეორედ მოიგო აღნიშნული შეჯიბრება. თან, აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკოლოზი ჰარდზე უკეთესად თამაშობს, რადგან მის აგრესიულ სტილს ეს საფარი ყველაზე მეტად შეეფერება.

თან, პლუს ამას, მონრეალის ტურნირზე ნიკოლოზს მხოლოდ ერთხელ აქვს ნათამაშები. 2017 წელს ამერიკელ ერნესტო ესკობეროსთან ორ სეტში დამარცხდა - 6:7, 4:6. ეს ნიშნავს, რომ დასაცავი ქულები ბასილაშვილს არ აქვს და 1 მატჩის მოგებაც კი სარეიტინგო ქულებს შემატებს. 1 მოგების შემთხვევაშიც შესაძლოა რეიტინგში დაწინაურდეს.

უშუალოდ შეხვედრას რაც შეეხება, ალბათ, იოლი მატჩი ნიკოლოზს არ ელის. ლაიოვიჩიც შემტევი ჩოგბურთელია, თუმცა განსაკუთრებულ თვისებებს არ ფლობს. ნიკოლოზის მსგავსად, ლაიოვიჩს კარგი ჩაწოდება არ აქვს, ამიტომ ბასილაშვილს მიღებაზე, შედარებით, უნდა გაუადვილდეს თამაში. სერბი არც გათამაშებებშია ძალიან ძლიერი და ჰარდის საფარზე დაცვაც უჭირს. ფავორიტი ნიკოლოზია და იმედია, მოახერხებს კიდეც გამარჯვებას.

საინტერესო ფაქტი გახლავთ ისიც, რომ განთესილებს შორის მხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილი და დომინიკ ტიმი (4) არიან ის ჩოგბურთელები, რომლებსაც მონრეალის მასტერსზე შეხვედრა არ მოუგიათ. ნიკოლოზისგან განსხვავებით, ავსტრიელმა 5 შეხვედრა ჩაატარა.

ბასილაშვილსა და ლაიოვიჩს შორის შეხვედრა დღეს, 5 აგვისტოს, თბილისის დროით 21:30 წუთზე არის ჩანიშნული.

რაც შეეხება მონრეალის მასტერსს, მისი საპრიზო ფონდი 5 701 945 დოლარი გახლავთ. გამარჯვებული 1 049 040 დოლარსა და 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს. პირველი წრის დაძლევის შემთხვევაში კი ჩოგბურთელები 45 ქულასა და 36 830-ს გამოიმუშავებენ. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალია და ასპარეზობას მეორე წრიდან იწყებს.

Frtxilad
მაქსიმალური მობილიზება, საკმაოდ მებრძოლი და პატივსაცემი მეტოქეა.
გიორგი48
მიდი ნიკა გენაცვალე, შენ მაინც გაგვიხარე გული....
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი უმაგის ტურნირზე ნაცნობ და მისთვის ადვილ მეტოქეს დაუპირისპირდება
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
"მონტე კარლოს მასტერსის" ისტორიული ფინალი
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტალიის ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა
დევისის თასი: მხოლოდ ჯოკოვიჩი საკმარისი არ არის
მონტე-კარლოს მასტერსის მოსალოდნელი ფინალი: ნადალი VS ჯოკოვიჩი
ფაბიო ფონინის ტრიუმფი მონაკოში და პირველად მოგებული "მასტერსი" [VIDEO]
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის