ყველასთვის მოულოდნელად "მონტე კარლოს მასტერსის" ფინალში დუშან ლაიოვიჩი და ფაბიო ფონინი გავიდნენ. გარდა იმისა, რომ მათ ფინალში გასვლას არავინ ელოდა, დაფიქსირდა ისტორიული შედეგი. ფონინი მსოფლიოს მე-18 ჩოგანია, ლაიოვიჩი 48-ე. ამ წყვილიდან ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ის იქნება 21-ე საუკუნეში ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ჩოგბურთელი, რომელმაც "მონტე კარლოს მასტერსი" მოიგო.
დუშაინ ლაიოვიჩმა ციციპასისა და თვით ნოვაკ ჯოკოვიჩის დამმარცხებელ დანილ მედვედევს 2 სეტში მოუგო 7:5,6:1. აღსანიშნავია ის, რომ სერბი პირველ სეტში 1:5-ს აგებდა და მედვედევი სეტზე აწვდიდა, რის შემდეგაც 28 წლის ლაიოვიჩმა ზედიზედ 10 გეიმი მოიგო და მასტერსის ფინალში პირველად გავიდა.
ამასთანავე, ის გახდა 21-ე საუკუნეში რიგით მეორე ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ჩოგბურთელი, რომელიც მონაკოში ფინალს ითამაშებს, 2001 წელს ეს 53-ე ჩოგანმა მაროკოელმა ჰიჩამ არაზიმ მოახერხა. 18 წელია დუშან ლაიოვიჩზე უფრო დაბალი რეიტინგის მქონე ჩოგბურთელი "მონტე კარლოს მასტერსის" ფინალში არ ყოფილა.
უფრო დიდი სენსაცია იტალიელმა ფაბიო ფონინიმ მოახდინა. 31 წლის ჩოგბურთელმა ორ სეტში(6:4,6:2) დაამარცხა რაფაელ ნადალი, რომელიც "მონტე კარლოს მასტერსის" რეკორდსმენია გამარჯვებებით - 11 ტიტული. რაფამ 2015 წელს როჯერ ფედერერთან ნახევარფინალში განცდილი მარცხის შემდეგ მონაკოში პირველად წააგო.
ლაიოვიჩმაც და ფონინიმაც რეიტინგში წინსვლა გაინაღდეს. განსაკუთრებით ლაიოვიჩმა, რომელიც ფინალში წაგების შემთხვევაში 24 საფეხურით დაწინაურდება და მსოფლიოს 24-ე ჩოგანი გახდება, გამარჯვების შემთხვევაში კი - მე-19 და ნიკოლოზ ბასილაშვილს მიუახლოვდება.
ფონინი ფინალში მარცხის შემთხვევაში მსოფლიოს მე-15 ჩოგანი იქნება, თუ გამარჯვებას მოახერხებს, კარიერის საუკეთესო მაჩვენებელს დააფიქსირებს და მსოფლიო რეიტინგის მე-12 პოზიციას დაიკავებს.
სამწუხარო გახლავთ ის, რომ ფონინის წინსვლა უაროფითად იმოქმედებს ნიკოლოზ ბასილაშვილის რეიტინგზე. ნიკოლოზი 1 პოზიციით დაქვეითდება და ახალ მსოფლიოს რეიტინგში მე-18 ადგილზე ჩამოიჩოჩებს.
შეგახსენებთ, "მონტე კარლოს მასტერსის" ფინალისტი 600 სარეიტინგო ქულასა და 484,950 ევროს მიიღებს, გამარჯვებული კი 1000 ქულასა და 958,055 ევროს.
ფინალი 21 აპრილს, თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი უმაგის ტურნირზე ნაცნობ და მისთვის ადვილ მეტოქეს დაუპირისპირდება
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
"კარიერის დასრულებას არ ვფიქრობ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დრო დამჭირდება" - ენდი მარი უიმლდონზე მარცხით გულდაწყვეტილია [VIDEO]
აშშ-ის ღია: ფონინი ნიუ იორკიდან გააძევეს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მეათედ მოიგო - ნოვაკი კვლავ მსოფლიოს პირველი ნომერი გახდა
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
კარლოს ალკარასმა დანილ მედვედევი "ინდიან უელსის" ფინალში დაამარცხა [VIDEO]
ბასილაშვილი დანილ მედვედევთან დამარცხდა
"ნეიტრალური დროშით თამაში? წესებს უნდა დავემორჩილოთ..." - დანილ მედვედევი
ავსტრალიის ღია პირველობა გადამწყვეტ ფაზაში შედის! ვარსკვლავები ტიტულისკენ მიიწევენ
ფავორიტი ქართველია - ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მონრეალის მასტერსზე ცნობილია
ფაბიო ფონინის ტრიუმფი მონაკოში და პირველად მოგებული "მასტერსი" [VIDEO]
ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული თხოვდება
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
მედვედევი - სინერი - მაიამის მასტერსზე მაგარი ფინალი გველის [VIDEO]
მონტე-კარლოს მასტერსის მოსალოდნელი ფინალი: ნადალი VS ჯოკოვიჩი
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის
"მორჩით რუსების მიმართ სიძულვილს..." - უიმბლდონის წარმომადგენლების გადაწყვეტილებას გულშემატკივრები ეხმაურებიან
"ვიცი, რომ ცუდ ბიჭად ვარ ცნობილი, თუმცა..." - იტალიელი ვარსკვლავი დისკვალიფიკაციის გამო გაღიზიანებულია
არინა საბალენკა ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია
ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი სპორტსმენების უიმბლდონიდან მოხსნას გამოეხმაურა
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
ალკარასმა ციციპასი დაამარცხა და ბარსელონას ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტალიის ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა
დევისის თასი: მხოლოდ ჯოკოვიჩი საკმარისი არ არის