NHL. პლეი ოფი. 1/2 ფინალი: 11 გოლი იხილა მაყურებელმა "ბოსტონისა" და "ტამპა ბეის" სერიის მეორე მატჩში. ეს იყო ნამდვილი თრილერი
11 გოლი იხილა მაყურებელმა "ბოსტონისა" და "ტამპა ბეის" სერიის მეორე მატჩში. ეს იყო ნამდვილი თრილერი უამრავი გოლით, სახიფათო მომენტებით, გაძევებებითა და ყინულის თითოეულ სანტიმეტრზე ბრძოლით.

შინ პირველი მატჩის წაგების შემდეგ "ბოსტონს" უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა, არადა, მეტოქე ბრწყინვალე ფორმაში შევიდა - "ტამპას" პლეი ოფში ზედიზედ რვა მატჩი ჰქონდა მოგებული.

თუმცა "ლაითნინგმა" ზედიზედ მეცხრე გამარჯვება ვერ მოახერხა, არადა, სტუმრებისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო - მე-13 წამზე ადამ ჰოლი კარის უკან ბარიერზე ასხლეტილ შაიბას დაუდარაჯდა და ანგარიში გახსნა.

"ბოსტონმა" პირველ შესვენებამდე 6 წუთით ადრე გაათანაბრა ანგარიში, როცა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა, მაგრამ ადგილობრივ გულშემატკივრებს დიდი ხანი სიხარული არ დასცალდათ. "გასახდელში" გოლმა მარტინ სენტ ლუისის შესრულებით ხასიათი გაუფუჭა ბოსტონელებს.

შესვენებამ მასპინძლებზე ძალიან კარგად იმოქმედა. შარშანდელი დრაფტის მეორე ნომერმა ტაილერ სეგუინმა ბრწყინვალე სოლო გარღვევის შემდეგ შანსი არ დაუტოვა დუეინ როლოსონს, ხოლო სულ მალე დენის საიდენბერგმა ბრწყინვალე პასი მიაწოდა დევიდ კრეისის და ჩეხმა "ბოსტონი" წინ გაიყვანა. როლოსონი "ტამპას" ვერ შველიდა, სამაგიეროდ, შესანიშნავად გამოიყურებოდა მასპინძლების მეკარე ტიმ ტომასი.

სტუმრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ნაადრევად დანებება არ ისურვეს, მიუხედავად იმისა, რომ სეგუინმა დუბლი შეასრულა და თავისიანები ორი შაიბით გაიყვანა წინ. "ტამპას" კაპიტანმა ვენსან ლეკავალიემ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა და სხვაობა ისევ მინიმალური გახდა.

მაგრამ "ლაითნინგის" ჰოკეისტებმა მეორე პერიოდში სეგუინის გარდა კიდევ ერთ ჰოკეისტს ვერ "მოუარეს" - მაიკლ რაიდერმა დუბლი შეასრულა. როლოსონმა ისევ ვერ გადაარჩინა თავისი გუნდი და მესამე პერიოდში მაიკ სმიტს დაუთმო ადგილი.

როლოსონის შემცვლელმა თავისი სამუშაო "ხუთიანზე" შეასრულა. ბოლო 20 წუთში "ბოსტონის" შედეგიანი შეტევა აღარ გვინახავს, სტუმრებმა კი ორჯერ აიღეს "ბოსტონის" კარი. თავიდან სტივენ სტემკოსმა გამოიჩინა თავი, შემდეგ კი "ბრუინზის" კარში კურიოზული გოლი გავიდა. ლეკავალიეს დარტყმის შემდეგ შაიბა ჯერ ერთ ძელს მოხვდა, კარის ხაზზე გაცურდა და მეორე ძელს შეეხო, მაგრამ კარში მაინც არ შევიდა. მეკარის საჯარიმოსთან შექმნილ ქაოსში ყველაზე მოხერხებული დომინიკ მური აღმოჩნდა და მან 6:5 გახადა ანგარიში.

"ტამპას" მატჩის გადასარჩენად დრო საკმარისი ჰქონდა, ბოლოს მეკარეც მოხსნა და წინა ხაზის მეექვსე მოთამაშე აამოქმედა, მაგრამ ტიმ ტომასის ბრწყინვალე თამაშს ვერაფერი მოუხერხა. ახლა, სერია "ტამპას" მოედანზე ორი მატჩით გაგრძელდება.

ბოსტონი-ტამპა ბეი 6:5

1:2, 5:1, 0:2

გოლები: 0:1 ა. ჰოლი-1 (ლეკავალიე-8, ტომპსონი-3), 1:1 ჰორტონი-6 (საიდენბერგი-6, ტ. კაბერლე-4), 1:2 სენტ ლუისი-7 (სტემკოსი-3, ლეკავალიე-9), 2:2 სეგუინი-2 (რაიდერი-5), 3:2 კრეისი-6 (საიდენბერგი-7, ჰორტონი-6), 4:2 სეგუინი-3 (ჰორტონი-7, მაკუეიდი-4), 4:3 ლეკავალიე-6 (სენტ ლუისი-9, სტემკოსი-4), 5:3 რაიდერი-3 (სეგუინი-2, ტ. კაბერლე-5), 6:3 რაიდერი-4 (კ. კელი-4, სეგუინი-3), 6:4 სტემკოსი-5 (ჰედმანი-5, ა. ჰოლი-4), 6:5 მური-3 (ლეკავალიე-10, ბერგენჰაიმი-2).

სერია: 1-1

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა