საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს თასის წინ თბილისში ორ ტესტ-მატჩს ჩაატარებს - 27 აგვისტოს "საუზერნ კინგსთან" და 31 აგვისტოს შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან.

ამ შეხვედრების წინ კომენტარი "ბორჯღალოსანმა" გიორგი ნემსაძემ რაგბის კავშირთან გააკეთა:

"ასეთი შანსი ქართულ რაგბის არასოდეს არ ჰქონია. ჩვენ გვინდა 6 ერში თამაში. ან გახდეს 7 ერი, ან ჩავანაცვლოთ იტალია. ბევრი საუბარია. შეიძლება ცოტა ადრეა ან სხვა თემაა, მაგრამ გვაქვს შესაძლებლობა, ვთქვათ ხმამაღლა, თუ 6 ერში მიგვიღებთ, რა შეიძლება მოხდეს მოედანზე.

ზუსტად ამიტომ მინდა მივმართო გულშემატკივარს - უფრო მაგრად დაგვჭირდება თქვენი თანადგომა და იმას, რასაც ვამბობ ხოლმე, 75-ე წუთზე, როდესაც დალეწილი ხარ და აღარაფერი არ გინდა, გინდა თამაში დამთავრდეს, ამ დროს გჭირდება მხარდაჭერა.

ვისურვებდი, შოტლანდიის მატჩზე ყოფილიყოს იმდენი ხალხი, რამდენიც არასოდეს არ ყოფილა ჩვენს თამაშზე".

bs
მაგარი აზრია და თვითონ რატო არ ფიქრობენ ამაზე? მიკვირს ასეთი დამოკიდებულება რაგბისტებისგან. ითამაშოს პირველი ტაიმი და მიიღოს დამსახურებული გაცილება კაპიტანმა, რა დაშავდება ამით ვერ ვხვდები. მესმის რომ ქართველების ზედმეტი პოხონდრიობის გამო მერე ყველა ვინც ნაკრებიდან წავა გასაცილებელი გახდება, მარა ნაკრების კაპიტნები და 100 კეპის მომხვეჭი მოთამაშეების გაცილება რომ გახდეს ტრადიცია არ შეიძლება?
იბერიელი68
კარგი იჭნებოდა თუკი ამ მატჩის დროს გავაცილებდით დიდ კაპიტანს მამუკა გორგოძე. ეს ქონება მართლაც დიდი მატჩი.
სიმართლე
მივმართავ ყველა ჭეშმარიტ მამულიშვილს, არა მარტო სპორტის (რაგბის) ქომაგს: ხალხნო, რომ არაფერი ვთქვათ წმინდა პატრიოტულ სულისკვეთებაზე, რითაც ჩვენ ყველანი უდიდეს წვლილს შევიტანთ ერის ერთად დგომის საქმეში, ამ თამაშზე დასწრებით შანსი ჩნდება მოვახდინოთ გარღვევა მომავალზე ორიენტირებული მასობრივი ტურიზმის კუთხით! კერძოდ, შოტლანდიელები და 6 ერის სხვა ქვეყნების ფანები როდესაც ნახავენ გავსებულ და მოგუგუნე სტადიონს, გაცილებით მეტი სიმპათიით განეწყობიან ჩვენი პატარა ქვეყნის მიმართ და უფრო ხმამაღლა ამოიღებენ ხმას, რათა 6 ერის უხიაგ ბოსებს შეაგნებინონ საქართველოს ელიტაში მიღების აუცილებლობა. ეს ყველაფერი კი პირდაპირ არის მიბმული საქართველოში დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანიის-"რაიანეირის" შემოსვლასთან, რასაც მრავალათასიანი ტურისტული ნაკადები მოჰყვება!
მიშას
სირცხვილია! რა ფასსზეა ლაპარაკი, ორი თვეა ბილეთები იყიდება და 5 ლარის გამონახვა ძნელია(თუნდაც 20 ლარი სამ თვეში)? ამ ფასის ფარგლებში თუ ვერ გავასთეთ ტრიბუნები ამ დონის ნაკრებთამ რა ექვს ერზეა ლაპარაკი, დარწმუნებული იყავით ამ თამაშის ხარისხით და ატმოსფეროთი ბევრი რამ გადაწყდება ჩვენს სასარგებლოდ.
გიორგი
ტელევიზიამ, რადიომ, სპორტულმა თუ არასაპორტულმა საიტებმა უნდა გაუწიონ პროპაგანდა, ზოგმა არც იცის თამში როდის არის და ვის ვეთამაშებით, ჯერ ნახევარი ბილეთებიც არაა გაყიდული. ამ თამაშით ბევრი რამ წყდება ქართული რაგბისთვის და ყველაფერი იდეალურად უნდა ჩავატაროთ, შეიძლება თამაში წვაგოთ მაგრამ ბრძოლა და სავსე მოედნის ატმოსფერო ყველას დაამახსოვრდება, ეს ბევრ რამეში დაგვეხმარება სამომავლოდ, კიდევ ჩამოვლენ პირველი დონის ნაკრებები დამიჯერეთ.გადადეთ ყველამ ყევლაფერი და მოდით თამაშზე, არაა ბილეთის ფასი ისეთი რომ ერთ თვეში მაინც ვერ იყიდოთ.
მიშა
ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვრცელდებოდეს ინფორმაცია, თუ რამდენი ბილეთი გაიყიდა და უნდა იყოს აქტიური კამპანია ფედერაციის და ალბათ სპონსორებისაც. სხვა შემთხვევაში 30-ში რომ გაირკვევა რომ ნახევარიც არ არის გაყიდული, ვეღარ ეშველება მაგ საქმეს. და კიდევ: 5 ლარი შეიძლება ბევრი არაა, მაგრამ თუ პაიჭაძის გავსება გვინდა 31 აგვისტოს, შეიძლება 1-2 ლარი ჯობდა მინიმალურ ფასად განსაზღვრულიყო (თუ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო მოთხოვნა არაა მინიმალურ ფასთან დაკავშირებით).
ირაკლი
თუ არ გავავსეთ სტადიონი, გამოუსწორებლად გაუტანელი ხალხი ვყოფილვართ.
mamuka09ze
ყველანი სტადიონზე! ჩვენ ბრძოლაში ვართ ბედნიერები!!!
სოსო
ამ დროს თბილისიდან ჯერ ისევ გასულია ხოლმე ხალხი,მაგრამ იმედი მაქვს,სტადიონი მაინც შეივსება.შოტლანდია საქართველოში.ეს ხომ ისტორიული მოვლენა იქნება.ანშლაგი აუცილებელია.
კახა
მოედანზე მიგვაჩვიეს და ისედაც 100 პროცენტით დაიხარჯებიან. სტადიონზეც და სტადიონამდეც 100 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ ყველანი . ორგანზაციული საკითხებიც იდეალურად უნდა იყოს მოგვარებული . მოედანს მიღმა რაც მოხდება უფრო გულისყურით დააკვირდებიან . 6 ერს პრაგმატული ხალხი მართავს , ჩვენი დამატების საკითხსაც მასევე უყურებენ და ასეთმა თამაშმა უნდა დაანახოს ჩვენი დამატების დადებითი მხარეები . აქ სათამაშო კომპონენტს არ ვგულისხმობ , მაგაში ისედაც იციან რას წარმოვადგენთ .
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა
ვინ მოვა "დინამოში" და წავა გუნდიდან - გიორგი ნემსაძემ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი "სპორტალში" [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
გიორგი ნემსაძე: კაშიას პირობები ვერ დავაკმაყოფილეთ, სისოკო აღარ გამოჩნდა...
ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და საქმეს შეუდგა