"შერატონ მეტეხი პალასში" გამართული მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატი ბალტიისპირელის გამარჯვებით დასრულდა
"შერატონ მეტეხი პალასში" გუშინ დამთავრდა მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც კონტინენტის თითქმის ყველა უძლიერესი დიდოსტატი მონაწილეობდა.

თერთმეტტურიანი მარათონი შესანიშნავად განვლო ლიტველმა ვიქტორია ჩმილიტემ, რომელმაც წინა 11 ჩემპიონატში სამჯერ (2003, 2008, 2010 წ.წ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ბალტიისპირელი მოჭადრაკისთვის თბილისური ბატალიები იღბლიანი აღმოჩნდა - გუშინ რუს სვეტლანა მატვეევას დაუზავდა, 11 შესაძლებლიდან 9 ქულა მოაგროვა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, რითაც ოქროს მედალთან ერთად ტურნირის მთავარი ჯილდო - 20 ათასი ევროც დაიმსახურა.

მეწინავენი ბოლო ტურის პარტიებში გუშინ განსაკუთრებული აგრესიულობით არ გამოირჩეოდნენ, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ 12 შეხვედრიდან 10 ყაიმით დამთავრდა. დაზავდნენ: ელინა დანიელიანი (სომხეთი)-ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი), ანასტასია ბოდნარუკი (რუსეთი)-ტატიანა კოსინცევა (რუსეთი), ბელა ხოტენაშვილი-ანა მუზიჩუკი (სლოვენია), კატერინა ლახნო (უკრაინა)-ქეთევან არახამია-გრანტი (შოტლანდია), ლელა ჯავახიშვილი-ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი), სოფიკო ხუხაშვილი-პია კრამლინგი (შვედეთი), მარია რომანკო (რუსეთი)-ჰოან თან თრანგი (უნგრეთი), ხაიალა აბდულა (აზერბაიჯანი)-ინა გაპონენკო (უკრაინა), ქეთი წაწალაშვილი-ნინო ხურციძე. იმ ორ პარტიაში, რომლებიც შედეგიანად დამთავრდა, ქრისტინა ადელა ფოიშორმა (რუმინეთი) ანა უშენინას (უკრაინას) სძლია, ხოლო ნატალია პოგონინამ (რუსეთი) ნაზი პაიკიძე დაამარცხა. აღსანიშნავია, ისიც, რომ მაკა ფურცელაძემ შავი ფიგურებით მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკს მოუგო.

ამდენად, ჩემპიონატზე 16 საპრიზო ადგილი ასე განაწილდა: 1. ვიქტორია ჩმილიტე, ლიტვა-9 (ფულადი პრიზი-20 000 ევრო), 2. ანტოანეტა სტეფანოვა, ბულგარეთი-8,5 (15 000), 3. ელინა დანიელიანი, სომხეთი-8,0 (10 000), 4. სვეტლანა მატვეევა, რუსეთი- 8,0 (8000), 5. ბელა ხოტენაშვილი, საქართველო-7,5 (6000), 6. კატერინა ლახნო, უკრაინა-7,5 (5000), 7. ლელა ჯავახიშვილი, საქართველო-7,5 (4000), 8. ტატიანა კოსინცევა, რუსეთი-7,5 (3000), 9. ქეთევან არახამია-გრანტი, შოტლანდია-7,5 (2500), 10. ანა მუზიჩუკი, სლოვენია-7,5 (2000), 11. ქრისტინა-ადელა ფოიშორი, რუმინეთი-7,5 (1800), 12. ანასტასია ბოდნარუკი, რუსეთი-7,5 (1600), 13. ნატალია პოგონინა, რუსეთი-7,5 (1400), 14. ნადეჟდა კოსინცევა, რუსეთი-7,0 (1200), 15. ევგენია ოვოდი, რუსეთი-7,0 (1000), 16. პია კრამლინგი, შვედეთი-7.0 (500). ყველა ამ მოჭადრაკემ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებაც მიიღო. ქართველთაგან 7-7 ქულა მოაგროვეს: 18. ნინო ხურციძემ, 23. სოფიკო ხუხაშვილმა და 24. ქეთი წაწალაშვილმა. ნახევარ-ნახევარი ქულით ნაკლები - 28. ნაზი პაიკიძემ, 30. ნანა ძაგნიძემ, 32. მაკა ფურცელაძემ, 3. მერი არაბიძემ, 34. სალომე მელიამ, 36. ნათია ჯანჯღავამ.

გუშინ,18 მაისს საღამოს "შერატონში" ევროპის ქალთა მე-12 ჩემპიონატი საზეიმოდ დაიხურა.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა