ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

სიჭინავას პროექტი - 12 გუნდი უმაღლეს ლიგაში

სიჭინავას პროექტი - 12 გუნდი უმაღლეს ლიგაში

ახალი სისტემა ვითარებას ყველა დონეზე დაძაბავს
ბოლო წლებია, ჩემპიონატის მიწურულს სისტემატურად ვრცელდება ხმები, რომ უმაღლესი ლიგის მონაწილეთა რაოდენობა გაიზრდება - ასე უმთავრესად გასავარდნ გუნდებს აიმედებდნენ, მაგრამ ხმები იშვიათად მართლდებოდა.

გუშინ კი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

"მომდევნო სეზონიდან, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა 12-გუნდიანი გახდება.

გარდა პირველი ლიგის გამარჯვებული ორი გუნდისა, რომლებიც მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში გადმოინაცვლებენ, შანსი სხვა გუნდებსაც მიეცემათ - ამ შემთხვევაში მიმდინარე სეზონში უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითებულ "სამტრედიას", "სპარტაკს" და პირველი ლიგის მესამე და მეოთხეადგილოსან კლუბებს, რომლებიც უმაღლეს ლიგაში დამრჩენ-გადმომსვლელის ვინაობას სწორედ "სამტრედიასთან" და "სპარტაკთან" გადათამაშებაში გაარკვევენ", - თქვა სიჭინავამ.

ახალი ჩემპიონატის სტრუქტურული ცვლილების პროექტი:

2010-11 წლების გათამაშება

დასკვნითი ეტაპი, უმაღლესი ლიგა

2010/11 წწ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ 1-8 ადგილზე გასული კლუბები რჩებიან უმაღლეს ლიგაში. პირველი ლიგიდან უმაღლეს ლიგაში პირდაპირ გადმოდიან 1-2 ადგილებზე გასული კლუბები. უმაღლეს ლიგაში მე-9 ადგილზე გასული გუნდი ნეიტრალურ სტადიონზე ერთმატჩიან პლეიოფში შეხვდება პირველ ლიგაში მე-4 ადგილზე გასულ გუნდს; მე-10 ადგილზე გასული გუნდი, ასევე ნეიტრალურ სტადიონზე, ერთმატჩიან პლეიოფში შეხვდება პირველ ლიგაში მე-3 ადგილზე გასულ გუნდს. პლეი-ოფში გამარჯვებული კლუბები მომდევნო სეზონში ითამაშებენ უმაღლეს ლიგაში.

2011-12 წლების გათამაშება

I ეტაპი

უმაღლესი ლიგა

12 გუნდი პირველ ეტაპს ატარებს ორ წრედ. თითოეული გუნდი თამაშობს 22 მატჩს.

პირველი ლიგა

ამავე პერიოდში სრულდება პირველი ლიგის გათამაშება, რომელშიც ორ წრედ მონაწილეობს 16 გუნდი.

II ეტაპი

I ეტაპზე უმაღლეს ლიგაში 1-8 ადგილებზე გასული გუნდები ორ წრედ, განახევრებული ქულებით გააგრძელებენ ბრძოლას ჩემპიონობისთვის და უეფას საგზურებისთვის.

გასავარდნი პლეიოფი

I ეტაპის ბოლოს უმაღლეს ლიგაში მე-9-მე-12 ადგილებზე გასული გუნდები პირველი ლიგის 1-4 ადგილოსნებთან ერთად, ორ წრედ, გასავარდნ პლეიოფში, განულებული ქულებით განაგრძობენ ბრძოლას უმაღლესი ლიგის ოთხი საგზურისთვის, ხოლო მე-5-8 ადგილზე გასული გუნდები გადავლენ პირველ ლიგაში.

უმაღლესი ლიგის 4 გუნდი (9, 10, 11, 12 ადგილები) + პირველი ლიგის 4 გუნდი (1, 2, 3, 4 ადგილები)

I ლიგის გათამაშება

პირველ ეტაპზე პირველ ლიგაში მე-5-მე-16 ადგილზე გასული გუნდები გასავარდნ პლეი-ოფში ორ ჯგუფად, განახევრებული ქულებით გააგრძელებენ ბრძოლას პირველ ლიგაში დასარჩენად. ჯგუფებში გუნდები გადანაწილდებიან პირველ ეტაპზე დაკავებული ადგილების მიხედვით შემდეგნაირად:

ჯგუფი

პირველი ლიგაში მე-5 ადგილიდან გუნდები 6-6 გუნდიან ორ ჯგუფს ჩამოაყალიბებენ: პირველ ჯგუფში მოხვდებიან კენტ ადგილებზე გასულები (5, 7, 9, 11, 13, 15 ადგილები), მეორე ჯგუფში კი - ლუწ ადგილეზე გასულები (6, 8, 10, 12, 14, 16 ადგილები)

ჯგუფურ ეტაპზე გუნდები თამაშობენ ორ წრედ. ჯგუფებში მე-6 ადგილებზე გასული გუნდები პირდაპირ ვარდებიან ლიგიდან. ხოლო მე-5 ადგილოსნებს შორის გამარჯვებული (1 მატჩი ნეიტრალურ სტადიონზე) დარჩება პირველ ლიგაში.

ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, 19 მაისს, სფფ-ში გაიმართება ფედერაციის ხელმძღვანელობის შეხვედრა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების ხელმძღვანელებთან, პარასკევს, 20 მაისს კი ფედერაციის აღმასკომის წევრები "მიხეილ მესხის" სტადიონზე დღის 12:00 საათიდან შეიკრიბებიან და იმსჯელებენ.

ჩვენის მხრივ ვიტყვით: ზოგადად უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდა დღევანდელ ვითარებაში და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაუმართლებელი გვგონია. ამან ჩემპიონატში ინტრიგა მოკლა.

მაგრამ თავად სისტემა საინტერესოა. ანალოგიურ მოდელზე წლების წინაც ლაპარაკობდნენ, რადგან "დომინოს პრინციპით" ჩემპიონატს ყველა დონეზე სასურველ დაძაბულობასა და ინტრიგას შესძენს - უმაღლეს ლიგაშიც, პირველშიც და რეგიონულშიც.

ამას გარდა, სიჭინავამ კიდევ ერთი სიახლე გაამხილა - ახალი 2011/12 წლის სეზონიდან უმაღლესი და პირველი ლიგების ჩემპიონატების და თასის გათამაშებისთვის დაწესდება საპრიზო ფონდი, დაახლოებით, 1 მილიონი ლარის ოდენობით.

• giorgi

მაგრები ხართ აბა თქვენ იცით კოკაიასაც თუგააქცევთ ფეგბურთიდან უფრო მაგრები იქნებით მალე სხვებიც მიხვდება ყანაში თამაშს აზრი როარ აქ და მერე ერთმანეთს ეთამაშეთ, ეტყობა არ გყოფნით 5_6 გუნდის ყანაში თამაში და გინდათ მეტი გუნდი ნახოთ ყანაში როგორ დარბის

• ლევანი

დარჩეს 10 გუნდიანი ჩემპიონატი, ისედაც გაჭირვებულ ქართულ ფეხბურთს საერთოდ ნუ დავასამარებთ

• Giorgipirweli

ჩვენზე მაგარ საფეხბურთო ქვეყნებს (ინფრასტრუქტურას ვგულისხმობ) აქვთ ათგუნდიანი ჩემპიონატები და რას აიხირეს ეს 12 გუნდი, ვერ გავიგე. ისევ იქნება ბოლო ორი გუნდი, რომელიც მთელი სეზონი ორ ან სამ თამაშს მოიგებს და ისიც ერთმანეთთან. მე მგონი, ათგუნდიანმა პირველობამ ასე თუ ისე გაამართლა და რაღა საჭირო იყო ასე სასწრაფოდ ამის გადაკეთება, ვერ გამიგია.

• daviti

არაფერი ქართულ ფეხბურთს არ ეშველება ამ "პროფესიონალის" ხელში,სად ნახავს ეს ოჯახაშენებული 12 მინიმალურ პირობებს რომ მაინც აკმაყოფილებდეს ისეთ გუნდს?თუ ისევ იმ უპატრონო გუნდებთან ერთად,ყანებში მაიმუნურ ჩემპიონატს უნდა ვუყუროთ?

ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო

"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა

"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა

მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს

"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს

პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა

ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა

ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება

[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს

18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე

კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს

ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს

დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა

"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა

"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე

"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე

"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის

საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის

ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს

ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა

[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა