საქართველოს გოგონათა ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მესამე მატჩი მოიგო - 22-21 დაამარცხა საბერძნეთი და ხვალ, 14 საათზე, მეხუთე ადგილისთვის ფარერის კუნძულებს შეხვდება.

ჩვენი მეტოქე, საბერძნეთი, საკმაოდ ძლიერი გუნდია - ნახევარფინალისტ უკრაინასთან მხოლოდ 1 ბურთით დამარცხდა, ხოლო ფარერის კუნძულებს ფრედ ეთამაშა. სტუმრები თავიდან დაწინაურდნენ - 9-4.

ცუდი დასაწყისის შემდეგ ჩვენმა მწვრთნელებმა თამაშში ახალი ძალები ჩართეს - დებმა ცინცაძეებმა და ქამაშიძემ სიტუაცია დაასტაბილურეს, ქამაშიძემ ამ ტურნირზე პირველი გოლიც გაიტანა, ლიდერებს კი დასვენების საშუალება მიეცათ. მალე გაგნიძემ და ჩხაიძეებმა ანგარიში გაათანაბრეს - 9-9.

საბერძნეთმა 10-9 მოიგო ნახევარი თამაში, შესვენების შემდეგ კი 12-9 დაწინაურდა. აქედან მოყოლებული, შეუჩერებელი იყო ლიზა ჩხაიძე, რომელმაც ჯამში 13 გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე მხოლოდ იმიტომ ვერ გახდა, რომ გვყავდა დღის მეორე გმირიც - მეკარე ჯიქურაშვილმა 15 დარტყმა მოიგერია!

ლიზას ზედიზედ 3 გოლის შემდეგ 16-14 დავწინაურდით, მაგრამ მეტოქე მალე დაგვეწია და თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე ანგარიში 20-20 იყო. აქედან მოყოლებული, ძირითადი დროის ბოლომდე გოლი არ გასულა!

ბოლო შეტევა საქართველოს ერგო - ანა ჩხაიძემ კუთხიდან ვერ გაიტანა, მაგრამ ბურთი მარიამ დვალიშვილს დარჩა - ბოლო წამზე მან ექვსი მეტრიდან დარტყმა მოასწრო, მაგრამ ძელს გაარტყა. 20-20, დაინიშნა შვიდმეტრიანების სერია.

აქ 9 დარტყმიდან სულ სამი გოლი გავიდა: ჩვენგან გაიტანეს ჩხაიძეებმა, მეტოქის გუნდიდან - კეპესიდუმ. ბერძნებმა სამი შვიდმეტრიანი ააცილეს, ერთი კი ჯიქურაშვილმა მოიგერია. საბოლოოდ, ჩვენებს ბოლო დარტყმა აღარც დასჭირდათ - 22-21!

ხატია ჯიქურაშვილი: - ძალიან მძიმე მატჩი იყო. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მეტოქესაც არ ეძინა. ანგარიში ძალიან ბევრჯერ იყო თანაბარი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად და ბოლომდე ვიბრძოლეთ. ხვალაც ასე იქნება და ყველაფერს გავიღებთ კიდევ ერთი მატჩის მოსაგებად!

ჩვენმა ხვალინდელმა მეტოქემ ფარერებმა 33-22 დაამარცხა ფინეთი, რომელიც ხვალ მეშვიდე ადგილისთვის საბერძნეთს შეხვდება.

პირველ ნახევარფინალში ლიტვამ კარგა ხანი გაუწია წინაღმდეგობა სერბეთს, მაგრამ მაინც 26-32 დამარცხდა. შვეიცარიამ ბოლო წუთზე მოუგო უკრაინას, 22-21.

ბულგარეთმა და ლატვიამ ჩემპიონატი დაასრულეს. მათი თამაში მე-9 ადგილისთვის ბულგარეთმა მოიგო, 33-24. კვირას ჩემპიონატის ბოლო დღეა. მატჩები 12 საათიდან დაიწყება. სპორტის სასახლეში შესვლა თავისუფალია.

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2019, ქალები 17 წ.

თბილისის სპორტის სასახლე, 10 აგვისტო

ფინალი. 9-10 ადგილები

ბულგარეთი - ლატვია 33-24

ნახევარფინალი. 5-8 ადგილები

ფარერები - ფინეთი 33-22

საქართველო - საბერძნეთი 22-21

საქ: ჯიქურაშვილი, ქარჩავა, კოპალეიშვილი - ე. ჩხაიძე 13, ა. ჩხაიძე 4, გაგნიძე 2, ქამაშიძე 1, დვალიშვილი 1, გოგია 1, ბურკაძე, კორძაია, სურამლიშვილი, საბაშვილი, მ. ცინცაძე, ქ. ცინცაძე, კომახიძე

საბ: კუციმანი, ლეონიდუ - კეპესიდუ 9, ამვროსიადუ 4, სევდილი 3, საკიზლი 2, დომასკუ 2, ხრისოკენტი 1, გავრილიდუ, გ. პაპადოპულუ, ა. პაპადოპულუ, მურატიდუ, ვრამპა, კოტროციუ, კულური, პანუსი

მსაჯები: კული, ტინტი (ესტ), დელეგატები: მელქონიანი (სომ), კაზნიექსი (ლატ)

ნახევარფინალი. 1-4

სერბეთი - ლიტვა 32-26

შვეიცარია - უკრაინა 22-21

11 აგვისტო, ფინალი

12:00 (7-8) ფინეთი - საბერძნეთი

14:00 (5-6) ფარერები - საქართველო

16:00 (3-4) ლიტვა - უკრაინა

18:00 (1-2) სერბეთი - შვეიცარია

geohandball.ge

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
WU17 | საქართველოს ნაკრები A დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა საბერძნეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა
WU17 | 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა A ლიგაში პირველი მატჩი გამართა
WU17 | საბერძნეთი 2:0 საქართველო