ამბროლაურში აგრანო ვაჩაძის სახელობის საფეხბურთო მოედნის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ახალი მოედანი სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ბექა ოშხერელთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.

სტუმრებმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და რეგიონისთვის საფეხბურთო მოედნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე: „ამბროლაურისთვის ისტორიული დღეა, რადგან მრავალი წლის ოცნება ახდა. დღეს გავხსენით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედანი. ამას გარდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიხსნა 28 მინი-სტადიონი და თამამად შეგვიძლია ითქვას, რომ ამბროლაურს აქვს პერსპექტივა, გახდეს სპორტული ტურიზმის ქალაქი“.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე: „ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში მსგავსი ინფრასტრუქტურის არსებობა, რათა ჯანსაღი თაობა აღვზარდოთ. იმედი გვაქვს, ისინი მომავალში სასახელო ფეხბურთელები გამოვლენ“.

სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე: „ფეხბურთის ფედერაცია გვერდში დაუდგება მსგავს პროექტებს, თავის მხრივ, გამოგზავნის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებს შეკრებებზე. ახლაც, ამჟამად აქ იმყოფება ჩვენი აკადემიის სამი ასაკობრივი გუნდი. ეს მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის, მნიშვნელოვანია იმ ბავშვებისთვის, ვინც აქ ცხოვრობს, რადგან მათ მაგალითზე უფრო და უფრო მეტი ჩართულობა მოხდება ფეხბურთში და ზოგადად, სპორტში“.

გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ასევე, საქართველოს ფეხბურთის აკადემიის ასაკობრივი გუნდები.

გახსნის ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ საქართველოს გამოჩენილ ვეტერან ფეხბურთელებსა და რაჭის ვეტერან ფეხბურთელთა შორის თამაში გაიმართა, რომელიც სტუმრების გამარჯვებით დასრულდა.

კომპლექსის მშენებლობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი რეგიონალური ფედერაციის ხელშეწყობით განხორციელდა. საფეხბურთო მოედნის კომპლექსი ორ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მოედანს, 500-მდე მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას და დახმარე შენობა-ნაგებობებს მოიცავს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

ლუკა
ძალიან სასიხარულოა რომ ამ სოფელში მცხოვრებ ბავშვებს და ახალგაზრდებს ექნებათ საფეხბურთო მოედანი. ასეთ პირობებში უფრო მეტი ფეხბურთელი გაიზრდება რაიონებში. ყოჩარ სფფ-ს, რეგინფსამინისტროს და ადგილობრივ ხელისუფლებას!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა