დღეს, 14 აგვისტოს, 20:00 საათზე, "მიხეილ მესხის" სტადიონზე, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში „საბურთალო“ ერევნის „არარატ-არმენიას“ დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ წარმოადგენს. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ერევანში თბილისელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

თბილისურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში მოლდოვურ "შერიფს" სძლია, მეორე ეტაპზე კი ზაგრების "დინამოს" ბარიერის დაძლევა ვერ მოახერხა და ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე გადაერთო.

„საბურთალოს“ სადებიუტო ევროტურნირებზე ჯერ შინ თამაში არ მოუგია. დღეს "წითელი არწივები" შეეცდებიან, ეს ნავსი გატეხონ და ევროპა ლიგის პლეი-ოფის საგზური მოიპოვონ, სადაც ლუქსემბურგის „დუდელანჟი“ ელოდებათ.

კლუბების ბოლო აქტივობები

თბილისელთა გადაწყვეტილებით, მატჩის ბილეთები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად იყიდება, რაც ნებისმიერ გულშემატკივარს აძლევს შანსს, უქომაგოს ქართულ კლუბს და დაეხმაროს საერთო მიზნისთვის ბრძოლას - რასაც ევროპა ლიგაზე მოხვედრა ჰქვია. შესაბამისად, თითოეული ქომაგის მოვალეობაა, გახდეს მეთორმეტე მოთამაშე და აჩუქოს დედაქალაქს განსხვავებული შემოდგომა.

„საბურთალომ“ დაცვის გაძლიერებას მიჰყო ხელი. კლუბს 25 წლის ნიკა სანდოხაძე შეუერთდა, რომელიც ბოლოს ლატვიურ „რიგასში“ ირჯებოდა.

სიახლეა ვაგნერ გონსალვეშთან დაკავშირებითაც, არ არის გამორიცხული, მან დღევანდელ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა.

რაც შეეხებათ სომხებს, ისინი წინა მატჩის შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატში „განძასარს“ დაუპირისპირდნენ და 3:1 დაამარცხეს. კლუბში შეთამაშების პრობლემაა, რის გამოც ჩემპიონატის მატჩებსაც თამაშობენ და არ ტოვებენ, რათა ფორმაში შესვლა მოახერხონ.

მწვრთნელთა მატჩისწინა კომენტარები

გიორგი ჭიაბრიშვილი: "ევროტურნირებზე დიდი გამოცდილება მივიღეთ, ძალიან წაგვადგება მომავალში. ვერ ვიტყვი, რომ "შერიფთან" რამე დავაკელით. უბრალოდ, მალე გავუშვით გოლები და ავირიეთ. ფეხბურთელებს "შერიფის" მატჩი კარგად ახსოვთ. არ მგონია, რომ მსგავსი სურათი განმეორდეს.

თუ შეიძლებოდა კენჭისყრა გვესურვა, ეს სწორედ საუკეთესო ვარიანტი იყო. თუმცა, ჯერ სომხური ბარიერია დასაძლევი, შემდეგ კიდევ ერთი მეტოქეა. "დუდელანჟი" არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი - შარშან ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. არ მსურს წინასწარ არაფრის თქმა.

მეტოქე კარგი კლუბია, ლეგიონერებით დაკომპლექტებული. შეთამაშება აკლია. ერევანში რამდენიმე ეპიზოდში გაგვიმართლა. მიხარია, რომ მატჩი გამარჯვებით დავასრულეთ. იოლი შეხვედრა არ იქნება, ყველაფერს გააკეთებენ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. მათ დასაკარგი არაფერი აქვთ".

ვარდან მინასიანი: "ჩვენ სათამაშოდ მზად ვართ - მთლიანობაში გუნდიც და ყველა ფეხბურთელიც. განწყობა ძალიან კარგია, რადგან სომხეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი მოვიგეთ. მართალია, ძალიან რთულად, მაგრამ ჩვენ ეს მაინც შევძელით

ვიმედოვნებთ, შემდეგ თამაშში არ გვექნება შეყოვნება, ანუ ჩვენ შევძლებთ მაღალი ტემპის შენარჩუნებას 90 წუთის განმავლობაში. ვეცდებით, ვაჩვენოთ დაბალანსებული ფეხბურთი და ვნახოთ, თამაში როგორ წარიმართება. თამაშის სცენარი ყველამ უნდა დაიცვას და ამასთან, შესაბამისი ცვლილებებიც განახორციელოს".

არბიტრი

შეხვედრას უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

მთავარი მსაჯი - მიკოლა ბალაკინი

დამხმარე მსაჯები - ანდრი სკრიპკა, იგორ ალოხინი.

მეოთხე მსაჯი - ალექსანდ დერდო

სავარაუდო შემადგენლობა

საბურთალო (4-3-3): კუპატაძე, მალი, რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი, კაკუბავა, ტერა, ალთუნაშვილი, დიასამიძე, გაბედავა, კოხრეიძე, როლოვიჩი.

თოკო-ეკე
დღეს საბურთალო წესით უნდა გავიდეს იმედია მეორე შერიფს არ იზამენ. აი დინამოს კი რა მოგახსენოთ :DDDDD ეს ჩვენი მეორე ვიდეოა თუ როგორ მოვიდნენ ქართული გუნდები მესამე საკვალიფიკაციო რაუნდამდე :) https://www.youtube.com/watch?v=3qRbONeO8yI&list=PLU3pdF9mnR2a6iv6qmGJv51oF2Bbdtydt&index=4&t=142s
მოგება ბიჭებს.
თბილისიდან ერევანში იქნება ტრანსლირება მატჩის? რავიცი ჩვენ არ ჩაგვირთეს და, მაგრამ როგორც ყოველთვის, ჩვენ ხომ არ ვაწყენინებთ ჩვენ "ძმებს"?
გოგა
ასეთი შანსის გამოუყენებლობა იქნება საბოლოოდ ქართული ფეხბურთის დასამარება,დღეს კი მითუმეტეს უნდა მოიგოს საბურთალომ. მერე ლუქსემბურგის ჩემპიონი კი მშვიდად უნდა გაიაროს,თუნდაც პრაგმატული ფეხბურთით.
ბათუმის ფანივიდი
ვისი სიტყვაცაა იმათ)))
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
"საბურთალოს" მძლეველ "არარატ არმენიას" "დუდელანჟმა" პენალტების სერიაში მოუგო
დაბრუნება საქართველოში - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი შემტევი დაიმატა
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
ბათუმის "დინამო" ტრანსფერების მოლოდინში - არჩილ ბერიძე საქართველოს ნაკრების ორ წევრზე საუბრობს
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
"საბურთალოს" მძლეველმა "არარატ არმენიამ" ერევანში "დუდელანჟი" დაამარცხა
ტრანსფერის მოლოდინში, ახალი სეზონი და ჩემპიონთა ლიგის ფიქრები - ვრცელი ინტერვიუ გია ჭიაბრიშვილთან
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
ვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება
გიორგი კოხრეიძე გაძვირდა - ეროვნული ლიგის ფეხბურთელების განახლებული ფასები
armsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია
სომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის
"საბურთალოს" ერთ-ერთი ლიდერი სათამაშოდ საბერძნეთში წავიდა
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში
"არარატ არმენია" ზედიზედ მეორედ გახდა სომხეთის ჩემპიონი