ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ საზოგადოებრივ მაუწყებლის "აჭარის ტელევიზიაში" გადაცემა "სპორტკლუბში" მიიღო მონაწილეობა და გუნდი 2019 წელს ჩატარებულ სეზონსა და კლუბის მომავალზე ისაუბრა.

"როდესაც ჩემპიონატი იწყებოდა არ მოველოდით, რომ ბათუმის "დინამო" ჩემპიონობისთვის ბრძოლას შეძლებდა, თუმცა ბოლოს ყველაფერი შეიცვალა და 6 ტურით ადრე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემპიონები გავხდებოდით, მაგრამ ასე არ მოხდა. გულდასაწყვეტია ეს რომ ვერ მოვახერხეთ, თუმცა მაინც კმაყოფილები ვართ მიღწეული შედეგით.

ბათუმის ''დინამოში'' მოსვლის შემოთავაზება წინა წლებშიც იყო. 2012 და 2013 წელსაც გვქონდა წინადადება "დინამოს" ჩაბარების, მაგრამ დღეს სხვა სიტუაციაა და ქართული ფეხბურთი წინ მიიწევს. ამიტომ მივიღეთ ბათუმის "დინამოში" მუშაობის გადაწყვეტილება.

სულ მალე კლუბს ახალი პრეზიდენტი ეყოლება და დავსახავთ სამწლიან გეგმას. ამ პერიოდში ვგეგმავთ დავასრულოთ ბაზა და აკადემია, ახალ სტადიონზე კი გვჯერა ბევრი გულშემატკივარი ივლის. ვფიქრობთ და სურვილი გვაქვს, რომ კლუბის აქციები გულშემატკივარს გადავცეთ. როდესაც ამ ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი როლიც ამოიწურება კლუბში.

ჩვენ რომ ჩემპიონები ვერ გავხდით, პრობლემას ჩვენს თავში ვეძებთ. რაც შეეხება ''ჩიხურასთან'' მატჩს, მსაჯთან დაკავშირებით კვლავ იმავე აზრზე ვარ. ამ თემაზე ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა ვერ ვიქნები ობიექტური, რადგან ყველა კლუბის პრეზიდენტი სუბიექტურია.

გია გეგუჩაძე მხოლოდ მწვრთნელი არ არის, ის ხელმძღვანელია მთელი იმ პროცესების, რომელიც კლუბში ხდება. შესანიშნავი სპეციალისტია და ერთად დიდი გეგმები გვაქვს დასახული. გეგუჩაძის ხედვებს და იდეებს 100%-ით ვუჭერთ მხარს.

კლუბი ყველა ლიდერს შეინარჩუნებს. ხელშეკრულება გავუგრძელეთ გიორგი ნავალოვსკის და გაბრიელ რამოსს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაგნერ გონსალვეში (საბურთალოდან) უკვე ბათუმელი ფეხბურთელია, დავიმატეთ მათე ცინცაძეც. კიდევ მინიმუმ სამი-ოთხი ტრანსფერი იქნება. ვიტყვი იმასაც, რომ საქართველოს ნაკრების ორ ფეხბურთელთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. ფეხბურთელებს გია გეგუჩაძე ირჩევს", - აღნიშნა ბერიძემ.

ძალიან სასიხარულოა რაც ბათუმის დინამოსთან დაკავშირებით ხდება: ახალი თანამედროვე სტადიონი, ნორმალური სპონსორი, გულმხურვალე გულშემატკივარი და ა.შ. გისურვებთ წარმატებებს და ტორპედოს შეცდომები გაითვალისწინეთ რათა იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ არაკეთილსინდისიერი და უპასუხისმგებლო ადამიანების გამო. არადა ტორპედოც რომ ძველებურად ძლიერი იყოს, ქართული ფეხბურთის სამშობლოში ფოთშიც, რომ გამოიღვიძონ, ზესტაფონსაც დაუბრუნდეს ფეხბურთი, კახეთშიც მოხერხდეს ერთი ნორმალური გუნდის (თელავში დაწყებულია ეს საქმე, წარმატებები...) გაკეთება, ლანჩხუთის გურია აღორძინდეს, ქვემო და შიდა ქართლს ყავდეს თითო ნორმალური, კონკურენტუნარიანი გუნდი (რუსთავი, დილა) თბილისის ორი, სამი გუნდი (საბურთალოს გარდა, მხოლოდ არარატთან თამაში გამოსდით წარმატებულად !!!), პერსპექტივაში აფხაზეთის და სამაჩაბლოს გუნდები და ჩემპიონატიც უკვე რაღაცას დაემსგავსებოდა. არადა, რომ დაუკვირდეთ რაზეა საუბარი თითო რეგიონში მინიმუმ თითო გუნდი მაინც, რომ გაკეთდეს ცალსახად კერძო და არავითარ შემთხვევაში ე.წ. საბიუჯეტო. ეეეჰ სამწუხაროა, ამ ეტაპზე ცოტა შორეულ აუსრულებელ მიზნად ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ იმედია ყველაფერი დალაგდება, მთავარია ფეხბურთის უზომო სიყვარული, ბევრი თავისი საქმის პროფესიონალი, ბევრი შრომა, კეთილსინდისიერება და ა.შ.... ამ ყველაფრის ძალიან დიდი ბიძგი შეიძლება გახდეს ნაკრების მიღწევები (ვაისის გადამკიდე სასწაული) რომელსაც 2020-ს მარტში ველოდებით..... წარმატებები ქართულ ფეხბურთს, მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებებისა !!!!!!!!
alexandre
ესე იგი შესაძლებელია გუნდის დაყენება. ესე იგი შესაძლებელია პროგრესი. რაც მეტი წელში გამართული გუნდი იქნება, მით უკეთესი ქვეყნისთვის. სულ რაღაც 3 მილიონიღა დავრჩით ქვეყანაში. იქნებ, ყველამ გავიხაროთ ყველას წარმატებებით. მადლობა არჩილ ბერიძეს. წარმატებები ბათუმს. და რა ეშველება ჩაჩავას და ტორპედოს? სანამ კანონის წინაში ყველა ტოლი არ იქნება, გლობალურად წინ ვერ წავალთ. რა გახდა ტორპედოში აუდიტის ჩატარება? ასე რთულია? დავიჯერო ამის უფლება არ აქვს არც ფედერაციას, არც პროკურატურას. დასასჯელი მკაცრად უნდა დაისაჯოს, რომ ყველას, ვინც ფეხბურთში მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის მოდის, ეშინოდეს მაინც. აპა შეხედეთ ჩაჩავას, რა ეტყობა მაგას ფეხბურთის და ტორპედოს სიყვარულის. ნამეტანი შევტოპე ქუთაისის პრობლემებში. გული მწყდება, არაფერი რომ არ შველის. თორემ ბათუმის წარმატებები ძალიან მახარებს და მომავალში უფრო მეტს ვუსურვებ. რაღაც გული კარგს მიგრძნობს, იქნებ 1 წლით მაინც ჩამოიყვანონ აჭარის სკოლის გაზრდილი, მით უმეტეს აგერ წერთ თქვენ - 1 წელი სპარტაკი ხელფასის სხვაობას გადაფარავსო. გაიხარე, ბატონო არჩილ, წარმატებებს გისურვებ.
დავით
სამაგალითოები ხართ ბათუმელებო თქვენი ფულშემატკივრობით და თუ ვინმე იმსახურებს ევროთასებზე წარმატებას ეს ბათუმის დინამოა თავისი გულშემატკივრების გამო.
Aslan balad,e
Gamishvi ra kacuraf samsaxuridan tore dVgale xalxi
ქუთაისელი
ტორპედოს ვგულშემატკივრობ ბავშვობიდან დღემდე,მაგრამ ჩემთვის ქართული ფეხბურთია უპირველესი,მინდა ბევრი ძლიერი კლუბები გვყავდეს,მივესალმები ბათუმის დინამოს გაძლიერებას და ჩამთვასლეთ მის ერთერთ გულშემატკრივად,გამარჯვებები და წარმატებები ბათუმის დინამოს.
samtredski
ხვალ სამტრედიას მოგება და ეროვნულ ლიგაში გადასვლა ბათუმისთვისაც კარგი იქნება დარწმუნებული ვარ ახალ სტადიონზე ანშლაგები იქნება ჩვენსა და ასევე დინამო თბილისის სტუმრობაზე იმედი მაქვს ტორპედოც ამოვა მძიმე კრიზისიდან ასე რომ საერთო ჯამში მომავალი წელი კარგი უნდა გამოვიდეს ყველა ნამდვილი სამტრედიელი გულშემატკივარი ულოცავს ბათუმს ახალ სტადიონს და დიდი წარმატებების წლი იწყება ასე მგონია დიდება უფალს გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს.
irakli
წარმატებები ჩემს ბათუმის დინამოს მომავალ წელს ევროპა ლიგაზე და საქართველოს ჩემპიონობა გვეზეიმოს ახალ სატადიონზე ბათუმი ამას იმსახურებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"საქართველო საოცარი ქვეყანაა, მათ რუსები არ მოსწონთ და ჩვენი მსგავსი მენტალიტეტი აქვთ" - ინტერვიუ "გაგრას" უკრაინელ ფორვარდთან
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
ფილიპ კოსტიჩი კარიერას ერედივიონში განაგრძობს
კვლავ სერია A-ში - დანიელ მალდინი "კალიარის" ღირსებას დაიცავს
სარეკორდო შენაძენი - ტრაფორდი პრემიერ ლიგის მორიგ გუნდში გადავიდა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე – A დივიზიონში ასპარეზობას იწყებს
ვინისიუსმა "არსენალით" დაინტერესება გამოიყენა და "რეალთან" კონტრაქტი მომგებიანად გააგრძელა
ევროტურნირებზე ერთი ქართული გოლი მაინც გავიდა
თბილისის "დინამოს" მძლეველი "ჟალგირისი" სახლში "ჰაიდუკთან" განადგურდა
პსჟ-მ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
U18. საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მატჩიც მოიგო და ერთპიროვნული ლიდერი გახდა
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
პსჟ და "ლივერპული" ბარკოლას ფასზე ვერ თანხმდებიან
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
ლუის ენრიკე: ნანახით კმაყოფილი ვარ - ეს ის შედეგი არ არის, რომელიც გვინდოდა
"არსენალი" ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს, ჩვენ დინასტიის შექმნა გვსურს" - მიკელ არტეტა
"ვერ ვხვდები, ამ კაცმა მეტი რაღა უნდა ჩაიდინოს?" - ფიგუ ინფანტინოს გადადგომას მოითხოვს
ოფიციალურად: გიგა ჭიკაძე UFC-ში მორიგ ბრძოლას სექტემბერში გამართავს
დაბრუნება საქართველოში - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი შემტევი დაიმატა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს საფეხბურთო საქმიანობა 2 წლით აეკრძალა
ქართველი სპორტსმენები სოცქსელებში: ძეობა, ნათლობა და შეცვლილი სახეობები
ოფიციალურად | მაურიდესი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ოფიციალურად | იმრან ულად ომარი ერთი წლით ბათუმის "დინამოში"
"ხვიჩასთან დაკავშირებით ერთი ოცნება ნამდვილად მაქვს, დე ლაურენტისს მინდა ვუთხრა, რომ..." - ბერიძემ "კვარას" შესახებ ისაუბრა
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
გია გეგუჩაძე: ვცდილობთ, წარსული შეცდომები გავითვალისწინოთ
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ტრანსფერის მოლოდინში, ახალი სეზონი და ჩემპიონთა ლიგის ფიქრები - ვრცელი ინტერვიუ გია ჭიაბრიშვილთან
საბურთალო VS არარატ-არმენია - ვის წარუძღვება "მიმინო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში?
ოფიციალურად | პაულო ვიტორი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
გიორგი კოხრეიძე გაძვირდა - ეროვნული ლიგის ფეხბურთელების განახლებული ფასები
ბათუმის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა
"ტორპედომ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიბრუნა
"საბურთალოს" ერთ-ერთი ლიდერი სათამაშოდ საბერძნეთში წავიდა
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
არჩილ ბერიძე: ფული ჩვენთვის არასოდეს ყოფილა გადამწყვეტი მნიშვნელობის
არჩილ ბერიძე: გეგუჩაძის წვლილი განუზომელია - ცვლილებებისაც არ შეგვეშინდება
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში
არჩილ ბერიძე: შემადგენლობის გასაძლიერებლად მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს