ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჩემპიონის ახალი ტვირთი

ჩემპიონის ახალი ტვირთი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხმა იცის, რომ დორტმუნდში გამართული ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ უფრო მეტი მოეთხოვება
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხისთვის (60) წლევანდელი სეზონი იმდენად ფეხბედნიერად დაიწყო, უკეთესს ვერ ინატრებდა - აპრილის დასაწყისში დორტმუნდში ბრწყინვალედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი და ჩვენი ნაკრების ერთადერთი მედალოსანი გახდა.

ლაშხის შესაძლებლობები არც აქამდე იწვევდა ეჭვს, თუმცა ნიჭის რეალიზებას ვერაფრით ახერხებდა და "ამოუსვლელ ვარსკვლავად" რჩებოდა. ლამის იყო, ჩამოვწერეთ კიდეც, როცა ერთბაშად იფეთქა და საჭიდაო კაბადონი გაანათა. იმედია, "ვარსკვლავური ავადმყოფობა" არ შეეყრება და ეს წარმატება მხოლოდ გაელვებად არ დარჩება.

ლაშხი უკვე შეუდგა ვარჯიშს და 10-12 ივნისს თბილისში გასამართი გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის "ოქროს დიდი პრიზისთვის" ემზადება, თუმცა ერთი პრობლემაა - გერმანიის შემდეგ ოპერაცია გაიკეთა და საკმაო დრო გაუცდა. სავარაუდოდ, ის გამოტოვებს ამ ტურნირს. მით უფრო, ნაკრების თავკაცი ბეგი დარჩია აცხადებს, რომ მას დაჯავშნული აქვს ადგილი მსოფლიოს პირველობაზე წამსვლელ გუნდში, მაგრამ ჯერ მაინც დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას - თბილისში ჭიდაობა თავად სპორტსმენის დიდი სურვილია. ვნახოთ, როგორ ფორმაში იქნება ის იმ მომენტისთვის და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მწვრთნელები...

- თავდაპირველად თქვენი უახლოესი გეგმების შესახებ გვითხარით, გამოხვალთ თუ არა გივი კარტოზიას სახელობის "ოქროს დიდ პრიზზე"?

- ამ ტურნირისთვის ნამდვილად ვემზადები, მაგრამ ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულმა ცხვირის ოპერაცია გავიკეთე, რის გამოც 3-4 კვირა გამიცდა. სულ 3 დღეა, რაც ვარჯიშები განვაახლე და ვნახოთ, ვიქნები თუ არა ფორმაში. არადა, ჭიდაობა მეც ძალიან მინდა და მწვრთნელთა დიდი სურვილიცაა.

ყველანაირად ვეცდები, მოვასწრო ძალების აღდგენა და ჩემი ქვეყანა, ჩემი ქომაგი კიდევ ერთხელ ვასახელო. დრო გვიჩვენებს, როგორ წარიმართება აღდგენის პროცესი - 3-4 დღეში ამის შეტყობა ძნელია. თან ჯერჯერობით ვერც სერიოზულ დატვირთვას ვიღებ და საინტერესოა, როგორ მდგომარეობაში იქნება ორგანიზმი დატვირთვის გაზრდის შემდეგ.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჭიდაობა ძალიან მინდა. სხვა თუ არაფერი, "ოქროს დიდი პრიზი" საქართველოში ტარდება და წარმატებით გამოსვლა ქვეყნის სახელია. გასაგებია, რომ ყველა ტურნირს პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო, მაგრამ შენს ქვეყანაში გამართული ორმაგად საპასუხისმგებლოა. თანაც, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვარ და ქომაგი ჩემგან ახლა უფრო მეტს მოითხოვს. ამიტომ მხოლოდ მონაწილეობაც ბევრს არ ნიშნავს - მთავარია, კარგად გამოხვიდე. მოგეხსენებათ, ეს მსოფლიოსთვის შესარჩევი ერთ-ერთი მთავარი ეტაპიცაა, მაგრამ მე იმ ვარიანტის განხილვაც კი არ მინდა, რა მოხდება იმ უმნიშვნელოვანესი ტურნირისთვის, თუ ამჯერად ვერ ვიჭიდავებ - ჩემი სურვილი აქ ასპარეზობაა.

- ევროპის ჩემპიონს მეტს სთხოვენო, თქვით, ამ მხრივ რა შეიცვალა გერმანული წარმატების შემდეგ?

- გაიზარდა ყურადღება, პოპულარობა, მაგრამ - პასუხისმგებლობაც. ახლა ქომაგი ბევრად უფრო მეტს მოგთხოვს. მას არ აინტერესებს, ოპტიმალურ ფორმაში ხარ თუ არა, მოვლენებს სპორტსმენის გადასახედიდან არავინ აფასებს, ყოველთვის მეორე მხრიდან უყურებენ და არ აინტერესებთ, ტრავმა გქონდა თუ სხვა რამე ობიექტური მიზეზი იყო. ამას ჩვენი ხასიათიც ემატება - მაქსიმალისტები ვართ და მუდამ დიდ შედეგს ვითხოვთ. ევროპის ჩემპიონმა აქ თუ არ იჭიდავა, აქ თუ არ მოიგო, იქ რას იზამს - ასეთია მათი დამოკიდებულება.

თუმცა ჩვენს ტურნირზე ჭიდაობა და გამარჯვება, უპირველესად, ჩემთვისვეა საჭირო. ქომაგის სიხარული ამის თანამდევი პროცესია - უამისოდ ის არ იქნება.

- მართლაც გიგრძვნიათ დიდი გამარჯვების ტვირთი. დორტმუნდული წარმატების შემდეგ ქომაგის დამოკიდებულება რამდენად შეიცვალა?

- ყურადღება და პოპულარობა ნამდვილად გაიზარდა, თუმცა ამაში გასაკვირი და უჩვეულო არაფერია. განსაკუთრებული დაფასება მშობლიურ ბორჯომის რაიონში ვიგრძენი, სადაც დიდი შეხვედრა მომიწყვეს. რაიონის ისტორიაში პირველი ევროპის ჩემპიონი ვარ. მართალია, რაიონს ბევრი ცნობილი სპორტსმენი ჰყოლია, მაგრამ ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე აქამდე ოქროს მედალი არავის ჰქონდა მოპოვებული. ამ გამარჯვებამ ქომაგთა რაოდენობა ნამდვილად გაზარდა.

- ევროპის ჩემპიონატს ახლა რომ აფასებთ, თქვენი აზრით, რამ მიგიყვანათ ამ მოგებამდე და ადრე რა გიშლიდათ ხელს წარმატებით ჭიდაობაში? ისიც საინტერესოა, ეს ჩემპიონობა სამომავლოდ რამდენად დაგეხმარებათ? წინ ხომ ბევრად უფრო ძლიერი და სოლიდური შეჯიბრებები გელოდებათ - მსოფლიოს ჩემპიონატი, ოლიმპიადა.

- ჩემთვის მთავარი იყო, ფსიქოლოგიური ბარიერი გადამელახა. ადრე სწორედ ეს მიშლიდა ხელს, ახლა კი, ვფიქრობ, ეს პრობლემა დავძლიე და წარმატებაც ამან განაპირობა. ფსიქოლოგიურად ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ცხადია, ევროპის ჩემპიონობა კარგი ამბავია, სასიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ არ ვეკუთვნი იმ კატეგორიას, პოპულარობაზე ფიქრობდეს და წარმატება ამისთვის სჭირდებოდეს. ეს ჩემპიონობა საკუთარ ძალებში დასარწმუნებლად იყო საჭირო და მართლაც მომცა მომავლის იმედი, თუმცა ვიცი, რომ წინ ბევრად ძლიერი შეჯიბრებები მელოდება.

გარდა იმისა, რომ ამჯერად არეალიც გაფართოვდება და მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპელებს სხვა კონტინენტებიდანაც დაემატებიან, ჩემთან საჭიდაოდ უკვე ყველა განსაკუთრებულად მოემზადება. ესეც ჩვეულებრივი ამბავია - გერმანიაში მეც ასე ვიყავი თუნდაც იმავე ჰასან ალიევთან შეხვედრისას. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ჩემპიონს თუ ვერ დაამარცხებ, ისე ვერც გაიმარჯვებ და ვერც ვერაფერს მოიგებ. ამიტომ ყველა გაორმაგებული მონდომებით მოემზადება ჩემთან შესახვედრად.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ახლა კარტოზიას ტურნირზე ვფიქრობ, როგორც უახლოეს შეჯიბრებაზე და არა ისეთ შორეულ შეჯიბრებებზე, როგორიც მსოფლიოს ჩემპიონატი და ოლიმპიადაა. აქედან უნდა მივყვე ეტაპობრივად და ისე მივიდე იმ ტურნირებზე, თორემ ახლავე რომ მათზე ვიფიქრო, ეს არაა ჩემი სტილი.

- მთავარია, ვარსკვლავური ავადმყოფობა არ შეგეყაროთ და არ იფიქროთ, რაკი ერთხელ მოვიგე, სხვა დროსაც გავიმარჯვებო...

- ნამდვილად არ მინდა, ამდენი ნაშრომი, ამდენწლიანი წვალება მხოლოდ ევროპის ჩემპიონობით დავასრულო. მერწმუნეთ, ჩემი დიდი სურვილია, უფრო მეტს მივაღწიო სპორტში და ვნახოთ, ღმერთი მოწყალეა.

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია