სომხეთში, ქალაქ ეჩმიაძინში დაწყებულ ევროპის პირველობაზე ჩვენებურთაგან ყველაზე უკეთ თორნიკე რიჟამაძე გამოვიდა, რომელმაც 1232 ქულა დააგროვა და 25-ე ადგილზე გავიდა
სომხეთში, ქალაქ ეჩმიაძინში დაიწყო ევროპის ახალგაზრდული თასის გათამაშება მშვილდოსნობაში. ეს ამ რანგის პირველი შეჯიბრებაა მიმდინარე სეზონში და, სახელწოდების მიუხედავად, არა მხოლოდ ახალგაზრდების, არამედ ჭაბუკებისთვისაცაა განკუთვნილი. საქართველოდან იქ სწორედ ჭაბუკები გამოდიან, ახალგაზრდების გაგზავნა კი უფულობის გამო ვერ მოხერხდა.

ცხადია, ფინანსური პრობლემა ძალიან ცუდია, მაგრამ სასიამოვნოა, რომ ბოლო წლებში პირველად, ქართულ მშვილდოსნობაში აქცენტი არა მანდილოსანთა, არამედ მამაკაცთა გუნდზე გაკეთდა - ეს იმის ნიშნად გვესახება, რომ მათაც მოუმატეს შედეგებს და უახლოეს წლებში მათგანაც უნდა ველოდოთ რიგიან საერთაშორისო გამოსვლებს.

სომხეთში ბიჭების ტურნირში ოთხი ქართველი ჩაება, რომლებმაც გუშინ საკვალიფიკაციო ეტაპში იასპარეზეს და 34-კაციან ცხრილში ქვედა ნაწილში განლაგდნენ. ჩვენებურთაგან ყველაზე უკეთ თორნიკე რიჟამაძე გამოვიდა, რომელმაც 1232 ქულა დააგროვა და 25-ე ადგილზე გავიდა. მას სულ ცოტათი ჩამორჩა ირაკლი ქვლივიძე - 1230 ქულა და 26-ე ადგილი. ასევე ერთმანეთის მეზობლად - 29-30-ე საფეხურებზე განლაგდნენ ლაშა ფხაკაძე და თორნიკე ელოშვილი - პირველმა 1195 ქულა დააგროვა, მეორემ - 1190.

გოგოებში მხოლოდ ერთი მონაწილე გვყავს, თეონა კუტალაძე, თუმცა ბევრი არც ამ შეჯიბრებაშია - 22 მონაწილე გამოდის, ჩვენებური კი 1318 ქულით მეშვიდეა.

დღეს ეჩმიაძინში პლეი ოფები გაიმართება. კუტალაძე პირველ წრეში ისვენებს, როგორც მისი მომავალი მეტოქე, ფრანგი მადისონ შეპერსი. პირველ წრეში ჩვენი ბიჭებიც ისვენებენ, მეორეში კი რიჟამაძე უკრაინელ ვალენტინ კუცის ხვდება, ფხაკაძე - სლოვენიელ კლემენ სტრაჰარს, ელოშვილი - პოლონელ პაველ მარზეჩს, ქვლივიძე - გერმანელ მაქსიმილიან ვეკმიულერს.

გუნდურ ჩათვლაში ჩვენს ბიჭებს მერვე შედეგი აღმოაჩნდათ და პლეი ოფში ხვალ სომხებს გაეჯიბრებიან.

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა