ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "არარატ-არმენიასთან" მატჩში

10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "არარატ-არმენიასთან" მატჩში

"საბურთალოს" "არარატ-არმენიასთან" 0:2 მარცხის შემდეგ, დროა თითოეული ფეხბურთელის მოქმედება 10-ბალიანი სისტემით შევაფასოთ.

ომარ მიგინეიშვილი - 4.0 - მიგინეიშვილს ამ შეხვედრაში განსაკუთრებული საქმე არ ჰქონია, ძირითადად წინ პასების განაწილებით იყო დაკავებული, რომელთა 89% ზუსტი იყო. თუმცა ერთ მომენტში მისი არასწორი პასის გამო, მეტოქეს კიდევ ერთი შანსი გაუჩინა. ამავე შეხვედრაში მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი "სეივი" ფიქსირდება. არც ერთი გოლის მომენტში, მისი დადანაშაულება არ შეიძლება.

გაგი მარგველაშვილი - 2.5 - გუნდის კაპიტნის მოქმედებები არადამაჯერებელი და უშედეგო იყო. ზოგადად სამმცველიან ტაქტიკაში მცელები ერთმანეთს ხელს უფრო უშლიდნენ ვიდრე ერთმანეთის დაზღვევით იყვნენ დაკავებული. თუ გადავხედავთ მარგველაშვილის პასებს, მან ყველაზე მეტი გადაცემა უკან მეკარისკენ გააკეთა, რაც სუსტ მეტოქესთან ფეხბურთელის არც თუ დამაჯერებელი ქმედების მაჩვენებელია.

ლევან კაკუბავა - 2.0 - კაკუბავას ევროტურნირების დიდი გამოცდილება აქვს და ასეთი სუსტი თამაშის წარმოჩენა, მის შესაძლებლობებს ხაზს უსვამს. პირველი გოლის დროს მისი დანაშაული საკმაოდ დიდია, კობიალკო იმდენად ცუდად ჰყავდა დაზღვეული, რომ რუსმა უმარტივესი მოქმედებით შეძლო გოლის გატანა. ის ამავდროულად ძალიან პასიური იყო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი დაბალი იყო.

გიორგი რეხვიაშვილი - 1.5 - მეორე გოლის მომენტში მის მიერ ფეხებში ვარდნა ნებისმიერ შემთხვევაში გაუმართლებელია, რადგან მეტოქე არ იმყოფებოდა იმ პოზიციაზე რომ ამის აუცილებლობა ყოფილიყო. პირიქით ყველაფერი შეიძლება ისე მომხდარიყო, რომ ეს მომენტი სახიფათო არც ყოფილიყო. ამავდროულად რეხვიაშვილი ბევრ ორთაბრძოლაში დამარცხდა და მისი პასების ძირითადი ნაწილი, როგორც მარგველაშვილის შემთხვევაში უკან იყო მიმართული.

ნიკა მალი - 3.0 - თბილისელთა ერთ-ერთ ნიჭიერ ფეხბურთელსაც არ ჰქონია კარგი შეხვედრა, მის ფლანგზე მყოფი მაილსონ ლიმა ხშირ შემთხვევაში ჯობნიდა, მისი პასების 50% არაზუსტი იყო. შეხვედრის მიწურულს ემოციები ვერ მოთოკა და მეტოქესთან კამათში ჩაერთო, როდესაც შეხვედრა გადასარჩენი იყო.

ლუკა ლაკვეხელიანი - 3.0 - პირველი გოლის მომენტში ნარსიგის დაზღვევა უკეთესად მართებდა, რადგან ჰოლანდიელმა ძალიან მარტივად გააკეთა გადაცემა. ლაკვეხელიანმა რამდენჯერმე მოახერხა შეტევაში კარგად ჩართვა, თუმცა შეხვედრის ბოლო ოც წუთში დაღლა დაეტყო და ბურთი სწრაფად შეტევაში ვერ აჰქონდა.

ალვინ ტერა - 2.5 - კენიელმა მოედნის ცენტრში რამდენჯერმე მოახერხა მეტოქის შეტევის განმუხტვა, თუმცა ამავდროულად შეხვედრის მეორე ტაიმში რამდენჯერმე დაკარგა კიდეც. აღსანიშნავია ისიც, რომ ის პასებს წინ თითქმის არ აკეთებდა და შეტევების წამოწყებაში არ მონაწილეობდა.

სანდრო ალთუნაშვილი - 3.0 - მისი ერთ-ერთი მოვალეობა შეტევების ორგანიზება უნდა ყოფილიყო, თუმცა მას ეს არ გამოსდიოდა. არც შეტევების ჩაშლაში იყო იდეალური და ზოგადად ნაკლებად აქტიურობდა.

გიორგი დიასამიძე - 2.5 - გუნდის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილი შეტევაში, ხშირად არ აძლევდა პასს უფრო ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ თანაგუნდელებს, მისი დრიბლინგები უშედეგო იყო და მეტოქის მცველები ხშირად განმუხტავდნენ მის შეტევებს. არ გამოირჩეოდა ფანტაზიით და მისი მოქმედებები სწორხაზოვანი იყო.

გიორგი გაბედავა - 3.0 - 34-ე წუთზე მას გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა მეტოქის მეკარემ აბაკუმოვვმა არ მისცა ამის საშუალება. ხშირ შემთხვევაში ის უბურთოდ მოძრაობდა, ბევრს დარბოდა მის მოსაპოვებლად და მეტოქის მცველებს ავიწროებდა, თუმცა ძირითადად უშედეგოდ. ამავდროულად არც თანაგუნდელები ანებივრებდნენ პასებით და მისი ქმედებები ამ შეხვედრაში მინიმალური იყო.

გიორგი კოხრეიძე - 3.0 - ამ მატჩში ის შეტევებს ხშირად ამწვავებდა, მის შესაჩერებლად რამდენიმე მეტოქე ფეხბურთელი მოქმედებდა. თუმცა მისი უპატიებელი შეცდომაა, უკან პასი რომელმაც მთელი მოედანი გადაკვეთა და თბილისელთა საჯარიმოს სიახლოვეს მყოფ მეტოქის ფეხბურთელს მიუვიდა, რაც საბოლოოდ გოლით დასრულდა. შეხვედრის კულმინაციის დროს, როდესაც ანგარიში იყო გადასარჩენი, მეტოქის ფეხბურთელებმა ის კარგად ჩაკეტეს და არ აძლევდნენ ბურთით მოძრაობის საშუალებას.

ცვლილებები

ლევან ყენია - ის შეცვლაზე მოედანზე პირველი გამოვიდა, თუმცა მისი აჩრდილი უფრო დარბოდა მოედანზე ვიდრე ის. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, მას არაფერი არ გამოსდიოდა.

ოგნიენ როლოვიჩი - როლოვიჩმა თითქმის ნახევარი საათი დაჰყო მოედანზე, თუმცა კარისკენ არცერთხელ არ დაურტყამს, არც დრიბლინგები განუხორციელებია და არც სახიფათო მომენტი შეუქმნია.

თორნიკე გორგიაშვილი - ვერც გორგიაშვილმა შეიტანა სიმწვავე თამაშში, ძირითადად მოედნის ცენტრში დარბოდა და პასების განაწილებით იყო დაკავებული.

გიორგი ჭიაბრიშვილი 1.0 - გუნდი ათამაშა ტაქტიკით, რომელსაც ძირითადად არ იყენებს. მისმა სამმცველიანმა ტაქტიკამ უარესი შედეგი გამოიღო, რადგან ეს ფეხბურთელები ერთმანეთს პირიქით ხელს უშლიდნენ ვიდრე აზღვევდნენ. გუნდი არ თამაშობდა პირველ ნომრად და აქცენტირებული იყო პირველი შეხვედრის შედეგის შენარჩუნებაზე. თბილისელთა მთლიანი მატჩი აგებული იყო, კონკრეტული ფეხბურთელების ინდივიდუალური მოქმედებების ხარჯზე. შეხვედრის არცერთ მომენტში გუნდს არ ჰქონდა განსაზღვრული კომბინაცია, ყოველი შეტევა ფეხბურთელთა განუსაზღვრელი მოქმედებით სრულდებოდა.

• გიოშა

აქ როგორ ვატყობ ბევრს იუმორის გრძნობა არ გააჩნია და ჩემს ხუმრობაზე გამოხმაურებას უვარგის აკეთებს.მოდი მე შენ დაწვრილებით აგიხსნი თუ რა და როგორ გამოიხატება ჩემს ხუმრობაში 1.სურათზე,ვითომდა გმირობა ჩაედინოთ გაღიმებული კმაყოფილი საახეებით-ლაჩრების სურათი გამოაქვეყნეს.2.ქართველებს რომ პირწმინდათ აბოთავებენ-თითქოსდა იმ დღეს ერევანში მეორე ტაიმში თამაში შემოაბრუნეს და საბოლაოდ გაიმარჯვეს,სინამდვილეში კი წინასწარ დადგმული სცენარის მიხედვით ტაიმბოლი ითამაშეს და სექსის არ იყოს ერთნიც და მეორენიც სრულიად ნასიამოვნები დარჩნენ.ანუ საბურთალომაც იშოვა ფული და არარატმაც!

• ვვვ

მაგ თამაშის მერე ვინმე გამოსარჩევად მენანება, მაგრამ მაინც: "საბურთალოში" კაპიტნობა ძაან ტეხავს და არავინ კისრულობს თუ რატოა მარგველაშვილი ეგ? ან მანდ?

• გუსანი

გეთანხმები სრულად, ფიზიკური მომზადება ლამის ყველა ქართველ სპორტსმენს აკლია, ჩვეულებრივ სამუშაოსავით უდგებიან, დილით ვარჯიში საღამოს დროს ტარება, ქეიფი...გამონაკლისებს- უკაცრავად. კოხრეიძე მაგარიაო, ნიჭი მოტყუება გონიათ, საჭიროა მაგრამ მერე რას აკეთებ, როგორ იყენებ? მარგი ქმედების კოეფიცინტი 0 -ია, ეპიზოდი კარგი სანახავია, მაგრამ ის მოტყუებული ართმევს ისევ ბურთს ხშირად, მწვრთნელების მუშაობა არ იგრძნობა, ან ესენი ვერ სწავლობენ. პასს რომ ვერ იძლევიან 2-3 მ.ში ან წინ გაჭრილ პასს ვინმე ხომ უნდა მიყვეს? ძვალ-რბილში უნდა ქონდეთ გამჯარი ელემენტარული მოქმედებები ბავშვობიდან, თორემ შესრულება შეიძლება ვარ გამოგივიდეს , ფეხზე ,,აიჭრას?!" -ან მისთანები ყველას რონალდოობას ვერ მოსთხოვ...დღევანდელ თაობაში 2-3 გვყავს აზრზე რომ არის , ბავშვებს მიხედონ, ასევეა კალათბურთის ყველა ასაკობრივ ნაკრებებში. საერთოდაც მენტალობაში გვიჭირს უმეტესობას ქვეყანაში.

• oto

რა შეფასება?! მოაცილეთ აქედან... ხალხს ნერვებს ნუღარ უშლით...

• გიოშა

იმედია დამეთანხმები-სწორედ რომ ფებურთის თამაშის ყურება გვინდა და არა ვინმეს მაიმუნობის!!! ახლა მათი სურათი ხომ ყველა ჩვენთაგანს აღიზიანებს!!! მათზე სარკაზმით ხუმრობა თუ გაგვინელებს იმ ტკივილს,რაც წლევანდელი ევროტურნირებისას მივიღეთ!!!

• Goga

Sheni azri shentvis sheinaxe. Ra ar mogcons vasos azrshi?

• Lasha

აქამდე ერთადერთი პლიუსი, რაც საბურთალოს ჰქონდა, იყო სილაღე და ფეხბურთის თამაშის მცდელობა. ამასაც რომ მოუსპობ გუნდს, რაღა ფეხბურთზეა ლაპარაკი… ან რომელი ჩელსი და ატლეტიკო ეგ გამიხდა, ანგარიშის შენარჩუნებაზე რომ მოინდომა თამაში, ან მესამე თამაშს რომ თამაშობ შენი მაყურებლის წინაშე და ისევ არ იწევ მოსაგებად… ან ბოლოსდაბოლოს რომელი მცველების ხელში ცდილობ ანგარიშის შენარჩუნებას?! რეხვიაშვილის, რომელმაც კარიერის პიკზე თურქეთის მე-2 ლიგის კლუბში ვერ მოიკიდა თავი?! ზაგრებთან თამაშის შემდეგ ვამბობდი, ეს არის კარგი ბიჭების გუნდი და არა პროფესიონალი ფეხბურთელების. მცველს, რომელსაც ყველა ამოტანილი ბურთი ზურგსუკან უვარდება, რა უნდა პროფესიონალურ ფეხბურთში?! ან შემტევს, რომელსაც უმარტივეს სიტუაციაში გადამწყვეტი პასის გაკეთება არ შეუძლია?! და ბოლოს. საბურთალო კი არა, ბარსელონა რომ ეცადა ანგარიშის შენარჩუნებას, რა დღეც იყარა, კი ნახეთ. ტოტალიზატორი არა იხვი, გაეშვით ამ შეთქმულების თეორიებს! ვერც ერთი ტოტალიზატორი ვერ გადაიხდის იმდენს, რამდენსაც ესენი მიიღებდნენ შემდეგ ეტაპებზე გასვლით.

• KUTAISELI

zalit aketebt amas jurnalistebi tu ragindat ver vxvdebi, ra atbaliani sistema, sakartvelo chearcxvines, gakides kartuli pegburti, tan vis mikides somxebs. kvela kartuli kubi romelic stadionze misul gulchematkivars puls amjobinebs dasasjelia, xalxi imedis tvalit ukurebda saburtalos, aseti chansi kartul gunds ati celia meti memgoni ar konia evropaze ,da rodis gvekneba aravin icis tan stumrad mogebuli gak, 0-1 gackobs , saxchi, amdeni makureblis cinache da ucvebi somxebs rogorc putana loginchi, cadit bijo mica motoxnet burtisken ar gaixedot saertod,da es gakvetili ikos kvela kartuli gundistvis,nuravis daavickdeba ro evroligaze kvela gundi pirvel rigchi sakartvelos saxea.

• Zura

Ras nerviulob. Ar mogcons nughar ukureb da ginebebs sheeshvit. Gineba kacis saqme araa.

• S

უზომოდ შორს ხარ ამ სპორტისგან

• ასევე

როგორ გაყიდეთ თამაში თქვე უნამუსოებოო,როგორ მოატყუეთ ამდენი გულშემატკივარიი,ყველა გინება და ლანძღვა ალალია ჭიაბრასგან დაწუებული თითვეული ვაიფეხბურთელისთვის თქვე სირებოო...ფუი თქვენი დ...ბი...

• გიოშა - ს!

მაგათი თამაში რად გინდა, სურათს უყურე, გიოშა.

• დდდდდ

აქ ტოტალიზატორზე არაა საქმე,აქ სომხებმა გადაიხადეს კარგი კუში საბურთალოს რომ წაეგო,ევროპა ლიგაზე უნდათ სომხებს არარატ არმენია გაიყვანონ,ამ სახელით ხომ ხვდებით აზერებს სად ურტყამენ..... ასე რომ ტოტალიზატორი კი არა გაყიდული იყო თამაში!

• დათო

საბურთალოს არარატი. ეს საცოდავები და უნამუსოები, რა შეფასება ამათ უნდათ? ესენი ნული არიან მოედანზეც და ცხოვრებაშიც!

• Zura

ფეხბურთი მარტო ბურთი და სირბილი არაა გონებაც სჭირდება რომელიც არც ერთ საბურთალოს ფეხბურთელს არ ეტყობოდა.

• dato s

წენ ცახვედი უკვე ,ალბათ შენც ნანობ უკვე ალბათ გინდა დაბრუნება.

• გუსანი

ამათი საფეხბურთო IQ შესამოწმებელია, საინტერესოა რამდენად დაბალია, ახლა გამოყოფენ თავს და დაიწყებენ ასე ისეო, თამაში სახეა, შერიფმა იცოდა და არ მოემზადა სათანადოდ ! სტატიის ავტორმა ცოტა დაზოგა ბიჭები, საერთოდაც ნაკრებშიც არიან დაბალი IQ მქონენი,რომ არ იციან კონკრეტულ მომენტში რა არ უნდა გააკეთონ !..., (შესრულება შეიძლება არ გამოგივიდეს -საპატიებელია) სპორტში და ქვეყანაშიც სამწუხაროდ ბევრია ასეთი მოღვაწეები, განათლებაშია საშველი. ჯერ საკლასო მეცადონობებია საჭირო და მერე უნდა გაიყვანო საასპარეზოდ. გაგებაში არ არიან - თუნდაც ჩაწოდებაზე საჯარიმოში ერთი მაინც რომ შევარდეს...საქართველოში ფეხბურთი ჯერ არ ჩანს , არც კალათბურთი... გადაერთეთ რაგბიზე, ჭიდაობა -ძიუდოზე, ძალოსნობა, რაღაც ჩანს წყალბურთში იმედია...

• გიოშა

სურათზე ვაკვირდები და სიმართლე გითხრათ მთლად გლახა ბიჭები არ ჩანან,ცოტა ნამუსი კი ქონიათ-ხომ შეეძლოთ ერევნის მსგავსად აქაც ტაიმბოლი ეთამაშათ 1-0 1-3 წაგება წაგებაა და ბარემ ბეღელში მიამატებდნენ.:)

• Jordan Beli

საბურთალო წადით თავები დაიხოცეთ და გვამები გადამალეთ!!! ფეხბურთი შემაზიზღეთ.უგულოებო,ეპილაციანო ვითომ ფეხბურთელებო!

• სოსო

დღეს სილქ უნივერსალზე,იმედის ფსონში ლევან სალუქვაძემ ისაუბრა დინამოსა და საბურთალოზე.ჩემთვის საიმტერესო იყო და თითქმის ყველაფერში ვეთანხმები.შეგიძლიათ გადაახვიოთ და ნახოთ.

• გიოშა

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს:(

• ვვვ

რა ქნა მერე, ჩაშალა?

• გიოშა

ერევნის მატჩის შენდეგ ერთერთ კომენტარში ამოვიკითხე-"უეჭველი ტოტალიზატორი კი ითამაშეთ,მაგრამ რომ მოიგეთ კარგიაო":) ტაიმბოლი ჰქონდა მხედველობაში.შენ რას ჰქვია მაგი დაწერეო და გაავსენ დიზლაიკებით :)

• Vaso

ალთუნაშვილი საყრდენი ნახევარმცველია და არა შემტევი ნახევარმცველი! საყრდენის მოვალეობაა მოედნის ცენტრის გაკონტროლება და მეტოქეთა შეტევების ჩაშლა. საყრდენის ფუნქცია არ არის შეტევების ორგანიზება.

• კონსტანტინე

ამ უბედურების მიზეზი ფედერაციის უტვინო გადაწყვეტილებაა ეროვნული ჩემპიონატის გაზაფხულ-შემოდგომის ვარიანტზე გადასვლისა, ტორპედო - შარშან იყო ძლიერი, საბურთალო - შარშან იყო ჩემპიონი, დინამო, ძველი დებულება რომ ყოფილიყო, წელს ალბათ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებდა (საბურთალოს მაგივრად). გაისად იგივე განმეორდება: წლევანდელი ჩემპიონი დაბერდება, კარგ ფეხბურთელებს გაუშვებს რუსეთ-ყაზახეთში; შესაძლოა, სხვა გუნდმა მოიგოს საქართველოს ჩემპიონატი, მაგრამ ევრორურნირებზე გაუშვებენ მომდევნო წელს, როცა ან დაიშლება (როგორც ტორპედო), ან წაიშლება (როგორც ზესტაფონი).

კიდევ ამათ თამაშს განიხილავთ მოაშორეთ აქედან ადამიანები არ ხართ?! საერთოდ რომელიღაც ქვეყნის ჩემპიონატში გადავიდეს ეს კლუბი ისე შემაძულეს თავი!! კიდევ ვერ ვიჯერებ ეს რა გააკეთეს...

• მანჩო

სამარცხვინოდ, უღირსად ითამაშეს!

• გენო

ფეხბურთში 10 ბალიან სისტემაში ყველაზე დაბალი შეფასებაა 3. შეფასებებს რაც შეეხება ტერამ და ალთუნაშვილმა უფრო მეტი შავი სამუშაო შეასრულეს ვიდრე სტატიაშია აღნიშნული. ამიტომ მათი შეფასებები ოდნავ მეტი უნდა იყოს.

• ლევან

მინუსებშია ეს შეფასებები ხომ??? აბა ამათ პლიუსით რა უნდა აღირსო???

• ქართველი

ჭიაბრიშვილი როგორც მწვრთნელი შეიძლება მოიხსენიო მარტო იმიტომ რომ აიღო ამის ლიცენზია.. საბურთალომ უდიდესი კრახი აიცილა თავიდან როდესაც გასვლაზე შერიფს მოუგო და სახლშიც ,,შეუტია'' ჯიგარმა.. აი არარატ არმენიას ნებისმიერი მწვრთნელი ( ლიცენზიის გამო კიარა, მართლა მწვრთნელი) გააგდებდა გასვლაზე 1:2 ფორის შემდეგ.. ჩადექი უკან და ამ უფანტაზიო, ჯგროს რომელიც შეთამაშებულიც კი არ იყო და 3 პასის გადაბმა უჭირდა გაახსნევინე სივრცეები.. მგონი სულ 2 ჯერ გადმოვიდნენ შეტევაზე.. საბურთალომ უტია თავქუდ მოგლეჯილმა ( ცდილობდნენ თორე შეტევა სად იყო!?) შერიფსაც და არარატსაც როდესაც აქეთ ქონდათ იმის ფუფუნება რომ დრო მათ სასარგებლოდ გადიოდა და მეტოქე პირიქით იჩქარებდა, სიჩქარე კი შეცდომების საწინდარია.. მაგრამ მაინც გაყიდულია ეს თამაში რას ვიწუხებ თავს რომ ვიწუხებ?! ARARAT-ARMENIA (ანუ ქართველებს მეზარბაზნეები არა ჰყავთ)

• ქართველი

ძალიან გული დამწყვიტეთ აი ძალიან.. შემზიზღდა ქართული ფეხბურთი.. ჯერ მოახერხეს წლების წინ რომ სტადიონზე აღარ მივდიოდი და ახლა ტელევიზორიდანაც გამაგდეს.. რა ნამუსით მოუწოდებთ ქომაგებს სტადიონზე სიარულს? კინოთეატრში ჯერ ხალხი რომ მოითხოვოთ მოდით და მერე კინოს გადავიღებთო თქვენი ნაყიდი ბილეთების ფულით აი მაგას გავს:) ჯერ ხარისხი დადეთ და ანშლაგები თქვენი თქმის გარეშეც რომ არის ბევრჯერ დავამტკიცეთ უბრალო ჯიგრიანმა ხალხმა.. საბურთალოს წარწერას სადაც ვნახავ სულ დაგიკომენტარებთ ARARAT-ARMENIA (ანუ გახსოვდეთ რა გააკეთეთ)

• dato

ამათ რომ ნამუსი ქონდეთ ეკლესიაში ბერებად წავიდოდნენ

• kote

ათბალიან სისტემაში რომ ყველაზე მაღალი შეფასება 4 იქნება ))) ბარემ გეგინებინათ...

• გიოშა

გალაქტიონ მეგობარო,მესმის რომ ეს შენი სამსახუერეობრივი მავალეობაა,შენს საქმეს აკეთებ,მაგრამ სიყალბის შეფასება არ მესმის როგორ ხდება.

• ბათუმის ფანი

ძმურად ამათ ნუ დამანახებთ,ნუ ერთ-ორ თვეს მაინც

• 912

ამ სამარცხვინო ადამიანებზე ნუღარ წერთ რა სტატიებს სურათსაც ნუ დადებთ ნუ აღიზიანებთ ხალხს!!!

• ami

კოხრეიძეც ერთიანს იმსახურებს იმ უმსგავსო უკან პასის გამო.

• llcl

ეხლა ამათ ტკბილი ბავშვობა, სკოლა და იქ მიღებული ნიშნები გაახსენდებათ

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის

"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ

გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია

"სანამ ნაკრების წარუმატებლობას სულ მწვრთნელებს დავაბრალებთ, არაფერი გამოვა" - გიორგი ჭიაბრიშვილის ინტერვიუ

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]

ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი

ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი

ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]

"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"

"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა