დიღომში, ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის არენაზე დასრულდა ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატი. ასპარეზობაზე ბოლოს 109 და +109 კგ. წონითი კატეგორიის ძალოსნები გამოვიდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, დარბაზში მოსულმა გულშემატკივარმა რეკორდი იხილა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ თბილისურ ფიცარნაგზე ატაცში 219 კგ. დაძლია, რაც მსოფლიო რეკორდს 1 კილოგრამით აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ ლაშა ტალახაძე 3 წლის წინ სწორედ დღევანდელი დღეს გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და ძალოსანმა ეს დღე კიდევ ერთი რეკორდით გაალამაზა.

გაგაცობთ ჩემპიონ პრიზიორებს წონითი კატეგორიების მიხედვით:

109 კგ.

აკაკი ტალახაძე (საჩხერე) – 147. 184. 331

მირზა დავითაძე (აჭარა) – 117. 145. 262

ვანო ქაზუმაშვილი (დუშეთი) – 110. 153. 255

+109 კგ.

ლაშა ტალახაძე (საჩხერე) - 219. 255. 474

ბაქარ თურმანიძე (აჭარა) – 175. 202. 377

თორნიკე ტაბატაძე (ხაშური) – 165. 180. 345

96 კგ.

ირაკლი გობეჯიშვილი (ქუთაისი) – 145. 178. 323

ზაზა ლომთაძე (ქუთაისი) – 143. 175. 318

საბა ანთაური (თბილისი) – 123. 160. 283

102 კგ.

ანტონ პლესნოი (თბილისი) 181. 212. 393

გიორგი კირვალიძე (საჩხერე) – 135. 160. 295

ლაშა თაქთაქიშვილი (თბილისი) – 124 . 155. 279

მომზადებულია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

თელაველი ვაარ!
კახელს კითხეს; რომელია ყველაზე ძლიერი ცხოველი დედამიწაზე? რა თქმა უნდა სპილო. მიუგო კახელმა. რატომ, რადგან დიდია? არა ჯოო! ვირივით ჯანი ააქვს! მართლა სპილოსავით ჯანი აქვს ამ კაცს და ცოტა მეერიდეთ ჯოო!!!
jorj
წარმატებები ლაშას. 221 არის ვიდეო ბათუმის ევროპის ჩემპიონატის წინ რომ აკეტებს ატაცს. 220 კიდევ +105 კილოში აქვს გაკეთებული.
Nnn
კარგია, რომ საკუთარ მაყურებელს აფასებს, მარა ასე ყველფან და ყველაფერში მონაწილეობა ცოტას ხომ არ აუფერულებს ამ რეკორდებს? თან უდრო დროს რამე ტრვა არ მოიწიოს იმისაც მეშინია. არა იმას არ ვამბობ მთლად რინერივით გაამაყდეს და მარტო ოლიმპიადებზე იმონაწილეოს მარა მაინც..
DVB
ვულოცავ ლაშას და აგრეთვე მთელ საქართველოს- ახალ რეკორდს! ღმერთმა ჯანი და წარმატება ნუ მოაკლოს ლომკაცს! ვინმემ თუ იცით, აკაკი ტალახაძე (აქაც წერია: 147.184. 331) ეს ლაშას ვინ ეკუთვნის? ძმა ან ბიძაშვილი ხო არაა მისი? და კიდევ: ვანო ქაზუმაშვილის- 110. 153. 255. ეს როგორი მონაცემებია, ვინმემ ხო არ იცით ზუსტად? მადლობა წინასწარ.
მ. ტ.
ნუ ეტყვით გვარამიას, მისი გაჭირვებაც ეყოფა...
ჯ ი ჯ ი
ოლიმპიური თამაშები - იაპონია 2020 წელი. ლაშა ჩემპიონია შედეგით 230 + 270 = 500 კგ.ეს იქნება რეკორდი, რომელსაც ვერასოდეს ვერავინ მიუახლოვდება, ისევ ლაშა თუ გააუმჯობესებს. ლაშა მაგარ კაცი ხარ, საამაყო ქართველი.
სოსო
რომ ვნახე როგორ მსუბუქად ასწია,დარწმუნებული ვარ,სულ ცოტა 3 კილოთი მეტს,ახლავე ეწევა ვარჯიშებზე.შესაძლოა უფრო მეტსაც.რა თქმა უნდა მიხარია მისი წარმატება,მაგრამ რომ ვუყურებ რამხელა უპირატესობა აქვს,სანერვიულო აღარაფერი მაქვს ხოლმე და თითქოს ისეთი სიხარულიც აღარ მაქვს.მისი გამარჯვება და რეკორდი,ჩემთვის გაზეთის წაკითხვასავით ჩვეულებრივ ამბად გადაიქცა.ეტყობა ლაშას ჩვენი ფეხბურთელებივით ტყუილი მანჭვა გრეხვა და გორაობა უნდა ვასწავლოთ,თორემ ოლიმპიურ ჩემპიონობასაც კი,უბრალოდ წყლის დალევასავით მივიღებთ. სიმართლის გარევით ვხუმრობ რა თქმა უნდა.მის ყოველ გამოსვლას გულის ფანცქალით ველოდები და ვიცი,რომ დღესაც რაღაცით გაგვახარებს.მის დაბადებასა ვლოცავ და ასეთად მის გამზრდელს.ასეთი ვაჟკაცები რომ გვყავს,ეს გვინარჩუნებს კიდევ მომავლის იმედს,თორემ ამ მთავრობების შემხედვარეს,რომ დაფიქრდები,სიცოცხლეც აღარ უნდა კაცს.
Status quo
ყველაფრის ჩემპიონი.
irakli
კაცი ლეგენდა
jaba
შენ გენაცვალე ა კაცი ძმაო,აქ ქვეყნის სიამაყე... ვაჟა ასე ამბობდა -"ნეტავი ბევრი გაზარდოს შენისთანები დედამა"- აკაკიზე,შენზე და შენისატნა ღირსეულ ქართველებზე
საჩხერელი
გვეამაყები ყველას
N
გაუჭირდებოდა!
Mozambiki
ოჰ, გაუჩირდებოდა..))) გილოცავ ლომო....!
ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
შევალიე ტრანსფერს ითხოვს, ლუის ენრიკეს საფონოვის არ სჯერა - რას გეგმავს პსჟ?
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] მესის მე-900 გოლი - მაიამის "ინტერი" კონკაკაფს გამოეთიშა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
[VIDEO] გასაოცრად გარდასახულმა "ლივერპულმა" "გალათასარაი" "ნოკაუტში გაგზავნა" და 1/4-ფინალში პსჟ-ს შეხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..