"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა ოფიციალურად უარყო მოარული ხმები იმის შესახებ, თითქოს...

"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა ოფიციალურად უარყო მოარული ხმები იმის შესახებ, თითქოს "ბაიერნი" "ვოლფსბურგის" თავდამსხმელის, ედინ ჯეკოს ყიდვას აპირებდეს. გუშინდელ ნომერში, "კიკერისა" და სხვა გერმანული გამოცემების ინფორმაციაზე დაყრდნობით ვწერდით, რომ ჯეკოსთვის ბრძოლაში "ბაიერნიც" ჩაერთო. ვან გაალის თქმით, მას ახალი თავდამსხმელი კი არ სჭირდება, პირიქით, გუნდში ერთით მეტი ფორვარდი ჰყავს. ამ უქმეებზე გელზენკირხენში "ლიგა ტოტალის თასის" მატჩები გაიმართება, სადაც "ბაიერნმაც" უნდა მიიღოს მონაწილეობა და ვან გაალმა თქვა, რომ გელზენკირხენში მხოლოდ 12 ფეხბურთელი მიჰყავს. დიდი შანსია, რომ მოთამაშეების ნაკლებობის გამო, "ბაიერნში" ფიტნესმწვრთნელმა ითამაშოს.

რაც შეეხება ჯეკოს საკითხს: "კიკერი" წერდა, რომ რეკორდმაისტერი "ვოლფსბურგს" ბოსნიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ, მარიო გომესს და ანატოლი ტიმოშჩუკს შესთავაზებდა. "ჩვენ ახალ ფეხბურთელებს არ ვიყიდით. ეს წელი, სავარაუდოდ, პირველი იქნება "ბაიერნის" ისტორიაში, როცა კლუბი ზაფხულში არავის შეიძენს, - თქვა ვან გაალმა და იქვე დასძინა, - მართალია, ჯეკო ძალიან საინტერესო ფეხბურთელია და მას ნებისმიერი მწვრთნელი ინატრებდა, მაგრამ არა მგონია, ჯეკო ჩვენს კონცეფციაში ჯდებოდეს მაშინ, როცა გუნდში ისედაც სამი ცენტრფორვარდი გვყავს."

ჰოლანდიელი სპეციალისტის თქმით, მას მხოლოდ ორი ცენტრფორვარდი სჭირდება. ლუისი: "აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელმა მითხრა, რომ "ბაიერნში" დარჩენა სურთ და რომ მე ძალიან კარგი მწვრთნელი ვარ, მაგრამ თუ რომელიმე თავდამსხმელს წასვლა მოუნდება, უკეთესიცაა, რომ წავიდეს." ამჟამად "ბაიერნის" განაცხადში 25 ფეხბურთელია და როგორც იცით, ვან გაალს უნდა, რომ 22-ზე მეტი მოთამაშე არ ჰყავდეს. ამიტომაც ამბობს, ყიდვა კი არა, ჯერ უნდა გავყიდოთო.

"ლიგა ტოტალის თასზე" კი, ვან გაალს 12 ფეხბურთელი იმიტომ მიჰყავს, რომ გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრები გუნდების წევრები ჯერ კიდევ შვებულებაში არიან. სწორედ ფეხბურთელების ნაკლებობის გამოა ის, რომ ახალგაზრდა დავიდ ალაბა შაბათს მოყვარულთა გუნდში იასპარეზებს, მერე კი გელზენკირხენში გაემგზავრება. ლუისი გელზენკირხენში მცველ დანიელ ვან ბუიტენს ვერ წაიყვანს, რომელიც შვილის დაბადებას ელოდება და ამის გამო "ბაიერნის" მეორე გუნდში (მესამე ბუნდესლიგა) ითამაშებს, რის შემდეგაც მიუნხენში დარჩება. 12 ფეხბურთელი მატჩის ჩასატარებლად ძალიან ცოტაა, რის გამოც ვან გაალი სერიოზულად ფიქრობს იმაზე, რომ განაცხადში ფიტნეს-მწვრთნელი მარსელო მარტინსი შეიყვანოს. ეს უკანასკნელი ვან გაალმა "ტრენტინოსთან" ამხანაგურ მატჩშიც ათამაშა, რომელიც ბავარიელებმა 5:1 მოიგეს.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა