მექსიკელმა თავდამსხმელმა კლუბის ოფიციალურ საიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში პირველი ადგილი 21%-ით დაიკავა
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი გულშემატკივრებმა 2010/11 წლის სეზონში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და მეტ ბასბის სახელობის პრიზი მიიღო.

მექსიკელმა კლუბის ოფიციალურ საიტზე ხმისმიცემის შედეგად პირველი ადგილი 21 %-ით დაიკავა და ნახევარმცველ ნანის (20%) და მცველ ნემანია ვიდიჩს (16%) გადაუსწრო. ერნანდესის 20 გოლი "მანჩესტერს" პრემიერლიგის მოგებასა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაში დაეხმარა, თვითონ ფორვარდი კი მეექვსე მოთამაშე გახდა, რომელმაც ეს ტიტული მანჩესტერულ კლუბში გამოსვლის პირველსავე წელს მოიგო.

"მინდა გულშემატკივრებს დიდი მადლობა ვუთხრა. ისინი ძალიან დამეხმარნენ. ვფიქრობ, რომ ეს რთული გადაწყვეტილება იყო და არ მგონია, რომ ამას იმიტომ ვიმსახურებდი, რომ ერთადერთი ფეხბურთელი ვიყავი, რომელიც კარგად თამაშობდა. ჩვენ გუნდი ვართ! ჩემს ოჯახსაც მადლობა უნდა გადავუხადო, რომელიც ჩემთან ერთად ინგლისში გადმოვიდა და ძალიან დამეხმარა.

და რა თქმა უნდა, დამეხმარა მწვრთნელის, თანაგუნდელების და კლუბის ყველა თანამშრომლის ნდობა. ყველაფერმა ამან საშუალება მომცა თავი ძალიან ბედნიერად მეგრძნო, აქ ძალიან კომფორტულად ვარ. "მანჩესტერ იუნაიტედში" გამოსვლაზე ვოცნებობდი, მაგრამ მეგონა რომ პირველ სეზონს რეზერვში ვითამაშებდი და შესაძლოა მთავარ გუნდში რამდენიმე წუთით გამოვსულიყავი ხოლმე. მაგრამ მადლობა მწვრთნელს და თანაგუნდელებს, რომ ეს წუთები გაცილებით მეტი აღმოჩნდა! პრემიერლიგის მოგება ეს არაჩვეულებრივი გრძნობაა", - თქვა ერნანდესმა.

მომზადებულია gazeta.ru-ს მიხედვით

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა